კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელოდება ჩინელი ბიჭი საქართველოში მეფობის აღდგენას

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად. შეიძლება, ცოტა ხანში დიდი კაცი გავხდე და ამაზე მოგწერ.

დედა, როგორც გითხარი, ქართველებს ყოველ წელს სხვადასხვანაირი ლიდერი უნდათ. ალბათ ეს პრეზიდენტების არჩევა მობეზრდათ და ახლა იძახიან მეფე გვეყოლება ცოტა ხანშიო. ეს ჭორი ახალი გავარდნილი იყო, როცა ლამზირამ და დედამისმა, სულ ხელისკვრით მიმათრიეს იუსტიციის სახლში და ახალი გვარი დამიმატეს. თავიდან ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ მერე მომეწონა. პროცედურები გავიარეთ და ასე გავხდი - ტობი ვონგ ამილახვარი. ლამზირას და დედამისს მთელი გულით სჯერათ, რომ ცოტა ხანში ვიღაც გამეფდება და მე თავადი გავხდები. სხვათა შორის, მარტო ჩემი ცოლი და სიდედრი არ გადარეულან ამ ამბავზე, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაიწყო თავისი წინაპრებისა და გვარის წარმომავლობის ქექვა. ბაზრობაზე რომ ლოთი ნუგზარაა, ჩემი დახლის ქვეშ სძინავს ხოლმე ღამით და ერთ დილას გამომიცხადა, ბარათაშვილი ვარ გვარად და ცოტა ხანში ქვეყნის ერთ-ერთი მმართველი გავხდებიო. დედა, ასეთი რამე საქართველოში გამორიცხული სულაც არაა. უცებ ისეთ კაცს დანიშნავენ დიდ თანამდებობაზე, შეიძლება გაგიჟდე. მე ოდნავ კარგად ვექცევი ნუგზარას – აღარც ლოთს ვეძახი, რა იცი, რა ხდება. ჩემი გვარის გადაკეთებით არ დასრულებულა ჩემი თავადობისთვის მზადება, ყოველ წუთს რაღაცას მისწორებენ სახლში. მაგალითად: პირს ნუ აწკლაპუნებ, დანა-ჩანგლით ჭამე, ყველას ნუ უყადრებ თავს და ასე შემდეგ. ლამზირამ ამას წინათ ისიც კი მითხრა, მაგ თვალებს ნუ ჭუტავ, ცოტა დაამრგვალე, რომ ქართველს ჰგავდეო. ლამზირას ნათესავებმა მოჩხრიკეს ვიღაც შორეული ნათესავები, რომლებმაც თავის მხრივ, სხვა შორეულ ნათესავებთან დააკავშირეს და რაღაც ციხე-სიმაგრეზე ლაპარაკობდნენ ამას წინათ. 

მე, როგორც პოლიტიკაზე გადარეული კაცი, მაშინვე დავინტერესდი, ვინ უნდა გახდეს მეფე. შევძვერი ინტერნეტში და რას ვხედავ: 4 წლამდე ბავშვი ხალიჩაზე წამოგორებულა და რაღაცას თამაშობს. დედა, გინდა დაიჯერე, გინდა არა, სწორედ ამ ბავშვს უპირებენ გამეფებას. თუმცა, მან ეს ამბავი კი არა, ლაპარაკიც არ იცის ჯერ კარგად. ახლა დავრწმუნდი, რომ ქართველები ის ერია, რომლის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. უფრო გულისხმიერად უნდა მოვეკიდო ლოთი ნუგზარას სიტყვებს, სადაც ეს ბავშვი მეფე შეიძლება გახდეს, იქ ნუგზარასაც აქვს შანსი თავადობის. მოკლედ, ვცდილობ, ჩემი გვარი დავამკვიდრო ნაცნობებსა და უცნობებში. ჯერჯერობით, ჩემი წარდგენისას სიცილით იხევიან, მაგრამ არა უშავს, თავიდან ჩემს დანახვაზეც ეგრე იყვნენ, მაგრამ, მიეჩვივნენ და ხომ ხედავ, აქაური ქალიც გამომატანეს ცოლად. ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. მომიკითხე ყველა.

გკოცნით, 

თავადი ტობი ვონგ ამილახვარი

скачать dle 11.3