კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ანეკდოტები

საღამოა. გოგონას ვაჟი აეკიდა და ვერაფრით იშორებს... ბოლოს‚ შესთავაზა – რადგან ასეთი მონდომებული ხარ‚ ჩემთან ავიდეთო. შევიდნენ ბინაში.

– ცოტა ჩუმად‚ მშობლებმა არ გაიგონ‚ ორივე სახლშია; მამა სპეცრაზმელია‚ დედა – მილიციის თანამშრომელი, ძმა კი ავღანეთიდან ახლა დაბრუნდა... 

– აუ‚ სად მოვხვდი... – ჩაილაპარაკა ბიჭმა თავისთვის.

– გინდა‚ დაუვიწყარი ღამე გაჩუქო? – ეკითხება გოგო.

– კი! – სახე გაუნათდა ბიჭს.

– მიშველეეთ! 

***

ლეიტენანტმა‚ გვიან ღამემდე მამაპაპური სმის შემდეგ‚ ძლივს ასწია თავი – ტელეფონი რეკავს. ქალის სასიამოვნო ხმა ეკითხება:

– გინდათ სექსი ტელეფონით?

– კი‚ კი‚ რა თქმა უნდა!

– მაშინ‚ გაერთებთ ბატალიონის მეთაურთან!

***

ეჰ‚ რა კარგი იყო წინათ – არც სამსახური გჭირდება‚ არც დიპლომი‚ არც ცოლი გაწუხებს.... იჯექი სილაში და აცხვე „პასკები“...

***

ინტელიგენტი ადამიანი არასდროს არ შეგაგინებთ‚ ის იტყვის: „ახალგაზრდავ‚ მე თქვენ მამად გეკუთვნით“.

ინტელიგენტი ადამიანი უხამსად არასდროს  გაგგზავნით „ერთ ადგილას‚“ არამედ, გეტყვით: „მე ვხედავ‚ თქვენ შორს წახვალთ!“

ინტელიგენტი ადამიანი არასდროს არ გეტყვით‚ რომ ჰკიდიხართ‚ ის იტყვის: „თქვენ ჩემს ღირსებაზე დაბლა დგახართ“...

***

რეკლამებით ჩვენ გავიგეთ‚ რომ:

1. ყველა გოგო აუცილებლად თან ატარებს „ვენიშს“.

2. ადამიანები‚ რომლებიც ცხოვრობენ უზარმაზარ‚ ევრორემონტიან ბინაში – მხოლოდ მაკარონს მიირთმევენ.

3. კარგ დიასახლისებს აუცილებლად ჭუჭყიანი აბაზანა‚ ტუალეტი და გაზქურა და დაჟანგული წყალგაყვანილობა აქვთ.

4. ჩვენი მთავარი პრობლემა ქერტლია.

5. თუ ბავშვებმა მაისურები დაისვარეს‚ აუცილებლად მოდის დეიდა‚ ხელში სარეცხის ფხვნილით.

6. საკვები პროდუქტები და საღეჭი რეზინები შესანიშნავად მეტყველებენ.

7 და აუცილებელია‚ გამოუშვან 99-თეთრიანი მონეტა.

***

ვინც ეძებს სამსახურს: შეთანხმებული გრაფიკით‚ ხელფასი 1 300-1 500 ლარით‚ 45-დღიანი შვებულებით... გთხოვთ, დამირეკოთ – ერთად ვეძებოთ...

***

სიბრაზე – ორგანიზმის მდგომარეობაა‚ როდესაც ენა ტვინზე სწრაფად მუშაობს.

***

– მიხო‚ რა ცალი ჩექმით მოდიხარ‚ მეორე დაკარგე?

– არა‚ ჯო, ვიპოვე...

***

– ხედავ‚ როგორც დატოვე, ყველაფერი, ისევ ისე წესრიგშია‚ თავის ადგილზეა...

– კი მაგრამ‚ ამდენი მტვერი?

– მანდ საჭირო ტელეფონის ნომრები ჩამოვწერე...

– აქ კიდევ‚ ობობას ქსელი გაუბამს...

– აუ‚ ბუბოს ხელი არ ახლო! ეგ არაფერ შუაშია!..

***

„ძვირფასო მამა! ბერლინი ძალიან კარგი ქალაქია‚ აქ ნამდვილად მომწონს. ოღონდ‚ ხანდახან მრცხვენია: მე უნივერსიტეტში ჩემი ახალი „ფერარით“ დავდივარ‚ ჩემი ამხანაგები და პროფესორებიც კი – მატარებლით. 

შენი საყვარელი შვილი – ამირი“.

„შვილო‚ გიგზავნი 25 მილიონს... თავი არ შეირცხვინო‚ იყიდე მატარებელი! 

მამა.“

***

– კარგია‚ იყო მამაკაცი: არანაირი ბოტოქსი და დაბერილი ტუჩები‚ არანაირი ეპილაცია... მოიფხანე გადანერგილთმიანი თავი და, წადი‚ სადაც გინდა...

***

– ვატყობ‚ ჩემო სიდედრო‚ პლიტა გჭირდება...

– გაზის?

– არა მარმარილოსი!

***

– დაწვი‚ ეგ კუდიანია!

– ლამაზი როა?

– კარგი, მაგრამ, მერე აუცილებლად დაწვი.

***

სასამართლო მოვიგე – ჩემმა ადვოკატმა დაამტკიცა‚ რომ 140 სიჩქარეზე სიჩქარის 40 კილომეტრამდე შეზღუდვის ნიშანი არ ჩანს...

***

 ტყუპი გოგონა ბაღის სკამზე ზის. ჩამოიარა მამაკაცმა და გაოცებით უყურებს მათ...

– ბიძია‚ არ გეგონოთ‚ რომ მხედველობის გაორება გჭირთ‚ ჩვენ ტყუპები ვართ.

– როგორ‚ ოთხივე?!

***

ბგერის სიჩქარეს უცნაური თვისებაა – რასაც 20 წლის ასაკში გეუბნებიან‚ 40 წლისას იგებ.

***

ფრაზა: „მეგობრებად დავრჩეთ“ ისეთივე ბოდვაა‚ როგორც ფრაზა „ძაღლო‚ მოდი, იყავი ჩემი კატა“.

***

სიტყვათშეთანხმება „რომანტიკულ ვახშამში:“ საკვანძო სიტყვა ქალებისთვის „რომანტიკულია“‚ მამაკაცებისთვის კი – „ვახშამი“.

***

ბიზნესმენი და ბანდიტი მომავალ ურთიერთთანამშრომლობაზე მსჯელობენ:

– აქ ყველაფერი გავარკვიეთ‚ მაგრამ ჩემი ბიჭი რას იზამს‚ ვერ გამირკვევია‚ – ამბობს ბიზნესმენი.

– მოდი, გამოვცადოთ: შენ მაგიდაზე დადე ფული‚ მე პისტოლეტს დავდებ. შემოვიდეს და რომელსაც აიღებს‚ ალბათ‚ იმ გზას დაადგება...

ასეც მოიქცნენ. შემოვიდა ბიჭი‚ ერთ ჯიბეში ფული ჩაიდო‚ მეორეში – პისტოლეტი და გავიდა.

– ო‚ პოლიციასაც არა უშავს რა...

скачать dle 11.3