კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ნაპოლეონი: არასდროს განიხილოთ, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა ადამიანი, რომელიც თქვენთან სამართალს ეძებს.

ფრანკლი: ცხოველები არასდროს არიან შეძრულნი თავისი არსებობის ფენომენით.

ფრანსი: რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ცხოვრების ამაოებაზე, ხანდახან ერთი ყვავილიც საკმარისია, რომ ყველაფერი გადაგვაფიქრებინოს.

ტორო: წიგნები უნდა ვიკითხოთ ისევე აუჩქარებლად და ფრთხილად, როგორც ისინი იწერებოდა.

ბეკონი: კითხვა ადამიანს მცოდნეს ხდის, საუბარი – მაძიებელს, ხოლო ჩაწერის ჩვეულება კი – ზუსტს.

როკფელერი: კარგი მართვა ნიშნავს, აჩვენო ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორ იმუშაონ არაჩვეულებრივად.

დისტერვეგი: ცუდ მასწავლებელს მოსწავლესთან მზა სახით მიაქვს ჭეშმარიტება, კარგი კი მის აღმოჩენას ასწავლის.

დელეზი: ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ მათგან, ვინც ამბობს: „გააკეთე ჩემსავით.“ ჩვენი ნამდვილი მასწავლებლები არიან ისინი, ვინც ამბობს: „გააკეთე ჩემთან ერთად“.

ვოვენარგი: მარტოობა ისევე აუცილებელია გონებისთვის, როგორც თავშეკავება საჭმლის მიღებისას – სხეულისთვის და, მომაკვდინებელია, თუ ის დიდხანს გრძელდება.

ალ-მაალი: მარტოობა ცუდ ამხანაგზე უკეთესია.

პასკალი: სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.

ოუენი: მოსპეთ დანაშაულებრივ ხასიათთა შექმნის ხელის შემწყობი პირობები და დანაშაულიც აღარ იქნება.

ლობერგერი: მეცნიერება ჰქვია იმის რწმენას, რომ შესაძლებელია ბედისწერის განრიდება.

არისტოტელე: ლაპარაკი არის ხელოვნება, რომელმაც რწმენა უნდა გააღვიძოს.

ფულერი: კმაყოფილება არის ბედნიერება.

გოეთე: კანონი ძლიერია, ოღონდ, უფრო ძლიერია გაჭირვება.

ანაქარსისი: კანონი იგივე ობობის ქსელია, რომელსაც დიდი ბზიკი გაგლეჯს, პატარა ბუზი კი შიგ გაებმება.

ბაირონი: კალამი უძლიერესი ხელსაწყოა პატარა კაცისა.

ზოიმე: ისტორია მეტწილად ადამიანთა მოდგმის შერცხვენაა.

პრიორი: იმედი სხვა არაფერია, თუ არა ფხიზლად მყოფთა სიზმარი.

ბალზაკი: თავმდაბალია არა ის, ვინც გულგრილია ქების მიმართ, არამედ ის, ვინც ყურად იღებს გაკიცხვას.

ლესინგი: ყველა როდია თავისუფალი, ვინც თავის ბორკილებს დასცინის.

მოლიერი: ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილს ჰგავს.

ვულფი: ქალები სიყვარულს ელიან, კაცები კი – ქალებს.

ბენ გურიმონი: ქალი აქლემია, რომელიც ცხოვრების უდაბნოს გავლაში გვეხმარება.

скачать dle 11.3