კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წერდა 5 წლის ნანა დაუშვილი მელოდიებს და როგორ ასრულებდნენ ჯერ კიდევ 17 წლის გოგონას სიმღერებს ცნობილი მომღერლები და პოპულარული ჯგუფები

საქართველოში, ალბათ, იშვიათია წარმატებული, ნიჭიერი მომღერალი, რომელსაც  კომპოზიტორის, პედაგოგის – ნანა დაუშვილის ხელში არ გაუვლია და მისი მოწაფე არ ყოფილა. ქალბატონ ნანას დაწერილი ყოველი სიმღერა კი ნებისმიერი მომღერლისთვის წარმატების მომტანი ხდება – შესრულებისთანავე ჰიტდება და მსმენელის სიყვარულს იმსახურებს. მის სიმღერებს ასრულებენ: ბესიკ კალანდაძე, ანსამბლი „თბილისი“, დუეტი „ჯორჯია“ და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მუდმივად ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას და საკუთარ საქმეს, წლებია, ღირსეულად, დიდი სიყვარულით აკეთებს. 

 

ნანა დაუშვილი: დღემდე მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, აღმზრდელების, რომლებიც არასდროს დამავიწყდებიან. მეც როგორც მშობელი ზრდის თავის შვილებს, ასე ვზრდი ჩემს მოსწავლეებს. ჩემი სტუდიაც მაქვს, რომელიც მარჯანიშვილზე, ლეილა მესხის აკადემიაში მდებარეობს. იცით, რას დავაკვირდი? ჩემთან რატომღაც ფეხს ვერ იკიდებენ ცუდი ადამიანები, უარყოფითი პიროვნებები. რა თქმა უნდა, პირველად ნიჭით ვაფასებ ადამიანს და შემდეგ პიროვნული თვისებით. მაგრამ, თუ ადამიანს არ აქვს კარგი პიროვნული თვისებები, ის ვერც იმღერებს, ყოველ შემთხვევაში, დიდიხანს ვერ იქნება ასპარეზზე, რადგან ხალხისთვის საყვარელი მომღერალიც ხომ უნდა იყო?! ნიჭი, ეს ისეთი რამ არის, რასაც ვეთაყვანები, რის გამოც შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, დათმობებზე წავიდე. ერთი პერიოდი „სათნოების სახლის“ დირექტორობას მთავაზობდნენ, – ეს ხუმრობით. უბრალოდ,  ყოველთვის შევდივარ ადამიანის მდგომარეობაში და რაც მე შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. მაგრამ, ამას ისე ვაკეთებ, მერე ვერც ვიმახსოვრებ – შინაგანად, თავისით მოდის და მერე ბავშვები იხსენებენ. 

– თქვით, ნიჭს ვეთაყვანებიო. თქვენი მოსწავლეებიდან თუ გამოყოფთ ამ კუთხით ვინმეს. 

– უპირველეს ყოვლისა ნოდიკო ტატიშვილი უნდა ვახსენო. ის პატარაობიდან ძალიან მიზანდასახული ბავშვი იყო. იცოდა თავისი საქმე – გონებაც, მიმართულებაც სხვანაირი ჰქონდა. სულ ამბობდა: მე უნდა ვიმღერო, მე უნდა დავდგე სცენაზე, გავხდე ძალიან პოპულარულიო. მართლაც მიაღწია ამას, რა თქმა უნდა, საკუთარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობის დახმარებით.  ნინი შერმადინიც ჩემთან დადიოდა, ნინი წიკლაურიც, ორივე ნიჭიერია. გარდა ამისა, ჩემი ბევრი მოსწავლე გამოდიოდა „ჯეოსტარში“, „ნიჭიერში“, „ახალ ხმაშიც“ და ეს მე ძალიან მახარებს. ჩემი მოსწავლეა გიორგი ჩიქოვანიც – ნიჭიერი ბიჭი.

– თქვენში როდის აღმოაჩინეს მუსიკალური ნიჭი, როგორ იზრდებოდით, როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა? 

– ტრადიციულ ოჯახში ვარ დაბადებული. დედაც, მამაც ორივე ძალიან მუსიკალურები იყვნენ. მამა გუნდშიც მღეროდა. სახლში სულ მრავალხმიანობა მესმოდა და მთელი ოჯახი ხმებში ვმღეროდით. როგორც მე გავიზარდე, ფაქტობრივად, ისე ვზრდი დღეს ბავშვებს. პატარა ასაკში, ლაპარაკიც რომ არ ვიცოდი, უკვე ვჰყვებოდი მელოდიას, თან, ძალიან კარგად. ყველა ფიქრობდა, რომ რაღაც სასწაული ხდებოდა: არც ლაპარაკი  ვიცოდი და არც დავდიოდი. დედა პიანინოზე იღებდა ნოტებს, თან, არეულად, სხვადასხვა ოქტავაში და მე ზუსტად ვჰყვებოდი. 2 წლის ასაკში ფორტეპიანოს მივუახლოვდი, რომელიც ჩემი საყვარელი ინსტრუმენტიც იყო და სათამაშოც. ბავშვები რომ თოჯინებით თამაშობდნენ, მე იმ დროს პიანინოთი ვთამაშობდი. 2 წლის რომ ვიყავი, ჯერ მარჯვენა ხელით ავაწყვე მელოდია, ხოლო სამწლინახევრისამ იმავე მელოდიას უკვე  მეორე ხელი ავუწყვე. არადა, პიანინოს ძლივს ვწვდებოდი. ნოტებიც არ ვიცოდი, როცა პატარა პიესა დავწერე და ჩემმა დებმა ჩაწერეს. შემდეგ მშობლებმა მერი დავითაშვილთან მიმიყვანეს, მაშინ 5 წლის ვიყავი. სხვათა შორის, საფორტეპიანო კუთხითაც სერიოზული წარმატებები მქონდა. ამ საქმეს რომ არ გავყევი, ჩემმა პედაგოგმა  ინერვიულა, რადგან ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა. მერი მეძმარიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ჩემში ყველა ნიუანსი აღმოაჩინა და მისი დღემდე მადლობელი ვარ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ძალიან რთული ნაწარმოები დავუკარი ორკესტრთან ერთად. მაგრამ, საბოლოოდ თეორიულ საკომპოზიციოზე ჩავაბარე. მინდოდა, ეს სფერო კარგად, სიღრმისეულად მესწავლა. შავერზაშვილი მასწავლიდა, რომელიც არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და პედაგოგი იყო. თავიდან რთული ფორმის ნაწამოებებს ვწერდი, მაგრამ მერე გადავერთე უფრო მცირე ზომის, სასიმღერო ნაწარმოებებზე, ალბათ, ეს ჩემი ბუნებიდან მომდინარეობდა,  ახლოს იყო ჩემთან.

– დღეს ნანობთ, რომ არ გახდით პიანისტი? 

– ძალიან კარგად ვუკრავდი და მიმაჩნია, ჩემი სახით კარგი პიანისტი დაიკარგა. თუმცა, რასაც ვაკეთებ, ეს საქმე ძალიან მიყვარს და ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. ხშირად ვამბობ: ღმერთმა მისიონერობა დამაკისრა, ბავშვები უნდა გავზარდო-მეთქი. საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ მყავს დისშვილები, დისშვილის შვილები და ჩემი მოსწავლე ბავშვების მთელი არმია. ამისთვის ღმერთს სულ მადლობას ვუხდი. ახლა ეკლესიაშიც ვგალობ, მეგობრებთან – ინგა ბერაძესთან და ნანა ცხვარაძესთან ერთად. ჩვენ, სამივეს სასიმღერო კარიერაც ერთად გვაქვს დაწყებული – თავიდანვე ხმებში ვმღეროდით, ტრიო გვქონდა. კაკო ვაშალომიძის ჯგუფში ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, რომ ვმღეროდით. მერე ინსტიტუტში ვმღეროდით, შემდეგ სასწავლებელში და ბოლოს საკონცერტო დარბაზში – ბასილაიას ხელში გავიზარდე. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, მასთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. მახსოვს, მთელ საქართველოში ეძებდნენ ნიჭიერ ადამიანებს და მათი ერთ-ერთი შემფასებელი მე ვიყავი. ჯერ მე ვუსმენდი, ვამოწმებდი და შემდეგ ხდებოდა ანსამბლთან რეპეტიცია. პროგრამასაც ვურჩევდი და ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში დაიწყო, 17 წლის ვიყავი. თან, იმ დროს უკვე ვასწავლიდი მუსიკალურ სასწავლებელში საესტრადო განყოფილებაზე. მახსოვს, ერთი მონაწილე მოვიდა და ჩემი სიმღერა მომასმენინა, რომელსაც იმ დროს ჯგუფი „75“ მღეროდა. რომ შევუსწორე, სწორად არ მღერი-მეთქი, კამათი დამიწყო, თქვენ მე მასწავლითო. ბოლოს ვუთხარი: დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სიმღერა ჩემი დაწერილია-მეთქი. 

– ვინ იმღერა თქვენი დაწერილი სიმღერა პირველად? 

– ჩემი პირველი სიმღერა იყო თბილისზე, ნანი ბრეგვაძეს მოეწონა ძალიან და „ორერას“ კონცერტებზე შეასრულა. მაშინ პატარა ვიყავი და ისე ძალიან მიხაროდა. „ივერიამ“ იუბილესთან დაკავშირებით სიმღერების კონკურსი გამოაცხადა. ახლაც, როცა რაღაც სიმღერას ვწერ, უკვე ვიცი, ვინ უნდა იმღეროს, წარმოდგენილი მაქვს ხოლმე, ოღონდ, არა მხოლოდ ხმითა და შესაძლებლობებით, არამედ ვიზუალურადაც – უნდა უხდებოდეს, მის ხასიათში უნდა ჯდებოდეს. ანა კალანდაძის ლექსზე „კანდელი“ დავწერე სიმღერა და ვიფიქრე, რომ თემურ წიკლაურს ძალიან მოუხდებოდა. ბასილაიას, წიკლაურს ძალიან მოეწონათ, გავიმარჯვე კონკურსში და მოკლედ, „ივერიის“ ყველა კონცერტზე დარბაზში ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ მღეროდნენ ჩემს სიმღერას. ტელევიზიითაც ხშირად აჟღერებდნენ, ყურადღებას გვაქცევდნენ. მახსოვს, ინოლას საიუბილეო საღამო იყო და მთხოვეს, სიმღერა დამეწერა. ინოლა ძალიან მიყვარდა, ვიცნობდი, ახალი გარდაცვლილი იყო. ისეთი სიმღერა გამოვიდა, არ შეიძლება, ადამიანმა დღესაც ცრემლის გარეშე მოუსმინოს. ორგანულად იყო შერწყმული ერთმანეთთან მელოდია და სიტყვები, რომელიც ოთარ მამფორიას ეკუთვნოდა. მე, ინგამ და ნანამ ხმებში შევასრულეთ. რომ დავამთავრეთ, პაუზა იყო, გადავხედე დარბაზს და ცრემლიანი თვალებით იჯდა ყველა. პატარა პაუზას ისეთი ტაში მოჰყვა, კულისებში ძლივს გამოვედი – ეს არასდროს დამავიწყდება..  

– ახლა აღარ მღერით? 

– ბავშვებმა ისე გამაზარმაცეს, აღარ ვმღერი, თუმცა, მათთან ერთად დღე და ღამე მიწევს სიმღერა. მე თუ არ ვაჩვენე, ისე როგორ იმღერებენ. თან, ახალგაზრდა ბიჭებიც მყავს, გოგონებიც... ბავშვებიც, ზოგჯერ ბიჭის დიაპაზონში მიხდება სიმღერა, ზოგჯერ – გოგონასი, ბავშვის... ეს კი საკმაოდ რთულია. თუმცა, ხმას სულ ვუვლი.

– მახსოვს „ევროვიზიაზეც“ იყავით ნოდიკოთან და სოფო გელოვანთან ერთად. 

– ნოდიკოს და სოფოს სურვილი იყო, რომ მათთან ერთად წავსულიყავი. წავიღეთ სინთეზატორი და იქ დილა იწყებოდა ჩვენი დაკვრით, სიმღერით. ისეთი კმაყოფილი ვარ, იმის შემდეგ სულ სადღაც დავფრინავ. „ევროვიზია“ აბსოლუტურად განსხვავებული დონეა: საოცარი ატმოსფერო იყო. მთელი დღეები საკონკურსო განწყობით ვცხოვრობდით – საოცარი გარემო იყო, ყველაფერი შენ თვალწინ ხდებოდა. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ ფინალი – სამწუხაროდ, ცუდად დამთავრდა.

– რატომ არ გათხოვდით?

– ისე გაირბინა წლებმა, ამაზე არც მიფიქრია. ჩემ გარშემო სულ ხელოვანი ხალხი იყო, ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ ჩემი მხრიდან სულ მეგობრული ურთიერთობები წამოვიდა. ვიპასიურე და გაირბინა წლებმა – სულ გგონია, რომ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ასე არ ყოფილა.

 

скачать dle 11.3