კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეცვლილი, მაგრამ, ნაცნობი

შეცვლილი, მაგრამ, ნაცნობი

დიქტოფონი ყველა ჟურნალისტისთვის საჭირო და ნაცნობი ნივთია.

პირველი დიქტოფონი 1915 წელს შეიქმნა ამერიკაში. მისი ჩაწერის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წუთი იყო. დაამზადეს ხისგან და ლითონისგან, საკმაოდ უცნაური, ფოლგის ცილინდრიანი ხმის ჩამწერით.

დიქტოფონის გაუმჯობესებული ვარიანტი უკვე 1848 წელს გამოჩნდა. ის 15 წუთს იწერდა. ნოვაცია ინგლისელებს ეკუთვნოდათ და დაამზადეს ლითონისა და ტყავისგან.

1991 წელს იაპონელებმა შექმნეს პირველი პლასტმასის დიქტოფონი, მიკროკასეტებითა და ჩაწერის 90 წუთამდე ხანგრძლივობით. ასეთი დიქტოფონები  დღესაც არის ხმარებაში.

ნოვაციაა გერმანული, 2013 წლის წარმოების დიქტოფონი – მსუბუქი, პლასტმასის, მესამე თაობის, ელექტრონული ფაილითა და 15-საათიანი ჩაწერის ხანგრძლივობით.

 

არც გამოგონილი

ყველას წაგვიკითხავს წიგნი „განძთა კუნძული“. ალბათ, უმრავლესობა ჩვენგანს ეს ამბავი გამოგონილი და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი გვგონია, მაგრამ, რეალობა სხვაა. თურმე, შტურმანი ბილი ბონსი რეალურად არსებობდა, ანუ, ის გამოგონილი პიროვნება არ არის. მეთვრამეტე საუკუნეში უილიამ ტომას ბოუნსი ხომალდზე დურგლად, ანუ, კვარტირმეისტერად მუშაობდა. ხომალდის კაპიტანი იყო სახელგანთქმული მეკობრე ედუარდ ტიჩი, მეტსახელად „შავწვერა“. ისე მოხდა, რომ ისინი დააპატიმრეს თხუთმეტ მეზღვაურთან ერთად და, ღია ზღვაში, კლდე „მიცვალებულის სკივრის“ მიდამოებში, პატარა უკაცრიელ კუნძულზე ჩამოსვეს (დღეს ეს ტერიტორია ვირჯინიის კუნძულებს ეკუთვნის). მათ არ დაუტოვეს არც საკვები და არც წყალი, მხოლოდ თითო ბოთლი რომი მისცეს თითოს და წავიდნენ. მაგრამ, ამ ისტორიას მაინც ბედნიერი დასასრული ჰქონდა: ერთი თვის შემდეგ, რაღაც სასწაულით, „შავწვერას“ ხომალდი ისევ დაბრუნდა ზღვებში სათარეშოდ. ყველანი გადარჩნენ ზღვის კუს კვერცხების, წვიმის წყლისა და რომის წყალობით. პატარა ხომალდი კი ბილი ბონსმა ააგო... გავიდნენ ზღვაში და შეხვდნენ სხვა მეკობრეს, სტიდ ბონეტს, რომელმაც „შავწვერას“ ეკიპაჟს დახმარება აღმოუჩინა და კაპიტანს ფულიც კი ასესხა.

არსებობს ვერსია, რომ პატარა მოთხრობა ამ ამბების შესახებ თავად ბილი ბონსმა დაწერა. ის ხელში ჩაუვარდა „განძთა კუნძულის“ ავტორს და მისგან შესანიშნავი რომანი შექმნა.

 

скачать dle 11.3