კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სერიული მანიაკები

ანა და გიორგი, რომლებიც ბოლომდე არ დასწრებიან დაკითხვას, გაოგნებულები კითხულობდნენ დაკითხვის ოქმს. ბოლოს ანამ ზიზღით დაუშვა ფურცლები მაგიდაზე და ჩაილაპარაკა:

– არ მჯერა ყოველივე ამის. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია!

– მეც არ მჯერა, – ჩაურთო გიორგიმ, – მგონი, დევიძე პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ცდილობს და რაღაცას ბოდავს მითიურ მოძალადეებზე.

– არა მგონია, – თავი გააქნია მირიანმა, – დევიძე საერთოდ არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსს. თანაც, დანაშაულში კიდევ ერთი ჯგუფის მონაწილეობა მისთვის არაფერს ცვლის. იმ ჯგუფის არსებობა თუ დამტკიცდა, ეს უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.

– რატომ? – ჰკითხა ანამ.

– დევიძესა და მის თანამზრახველს გოგონა უბრალოდ რომ მიეტოვებინათ ზღვაზე, სასამართლო სხვა შეფასებას მისცემდა დანაშაულს, მაგრამ, მათ უცნობ მიძალადეებს შეატოვეს ნონა. მათ ხომ იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ, თუ რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ამას. თანაც, მათ არაფერი მოიმოქმედეს მოძალადეთა ხელიდან ნონას დასახსნელად. ისინი, უბრალოდ, სახელოსნოში, მანქანის შესაკეთებლად გაემგზავრნენ. ამ ქმედებას სასამართლო ცალკე კვალიფიკაციას მიანიჭებს.

– ესე იგი, ახლა ის ჯგუფი უნდა მოვძებნოთ? – იკითხა გიორგიმ.

– ბუნებრივია, – უპასუხა მირიანმა, – მგონი, შენ რამდენიმე ნაცნობი პოლიციელი გყავს ლოტკინის ქვეგანყოფილებაში.

– ჰო... კრიმინალურის ბიჭებს ვიცნობ.

– არა მგონია, მათი მოძებნა გაძნელდეს. ნარკოტიკი, დანები, აგრესიულობა... – ასეთი ტიპები თავისთავად მოხვდებოდნენ პოლიციის თვალთახედვის არეში. ერთ-ერთ მათგანს კი მოზრდილი ხალი აქვს ყვრიმალზე, – ჩაილაპარაკა მირიანმა.

– ჰო, – დაეთანხმა გიორგი, – მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლოტკინელები არიან!

– იმედი ვიქონიოთ, რომ ასეა. ყოველ შემთხვევაში, ძებნას მაინც ლოტკინიდან და ზღვის მიმდებარე უბნებიდან დავიწყებთ. მაგრამ, მანამდე სხვა საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი.

– აბულაძე? – თქვა ანამ.

– ბუნებრივია, – დაეთანხმა მირიანი, – პირველ ყოვლისა, მან უნდა დაადასტუროს დევიძის ჩვენება.

დაკითხვისას დევი დევიძის მიერ თანაზრახველად დასახელებული ზურაბ აბულაძე დიდუბის ეკლესიის სიახლოვეს ცხოვრობდა. მის შესახებ ანამ გარკვეული მონაცემების შეგროვებაც შეძლო. აბულაძე ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის რექტორატი მას დადებითად ახასიათებდა. მის მიმართ რაიმე პრეტენზია არც პოლიციის ტერიტორიულ სამმართველოს ჰქონდა. ის არ იყო შემჩნეული რაიმე სახის კანონდარღვევაში და არც რაიმე სახის კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან.

მირიანმა აბულაძის საცხოვრებელ კორპუსთან შეაჩერა მანქანა და კარის სახელურს წაეტანა, მაგრამ ანამ გაღების საშუალება არ მისცა.

– ამათ შეხედეთ! – სწრაფად თქვა მან და მირიანსა და გიორგის ეზოს სიღრმისკენ მიანიშნა.

– ხედავ ამ ნაბიჭვარს?! – ბრაზით ჩაილაპარაკა გიორგიმ, როდესაც ეზოს კუთხეში წითელ „ტოიოტას” მოჰკრა თვალი. მანქანის გვერდით რამაზ დევიძე და უცნობი ახალგაზრდა საუბრობდნენ. აღწერილობით ის ძალიან ჰგავდა ზურაბ აბულაძეს. რამაზს მშვიდად ეჭირა თავი, სამაგიეროდ, მისი თანამოსაუბრე აშკარად ღელავდა. ის ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა და ხელების ქნევით ლაპარაკობდა.

მირიანმა მაშინვე უკან დახია მანქანა, რათა წყვილს თვალში არ მოხვედროდა, მაგრამ, უკვე გვიან იყო: სწორედ ამ დროს რამაზმა მათი მიმართულებით გამოიხედა და გაოგნებული გაშეშდა, თუმცა, მალევე გამოფხიზლდა და რაღაცა გადაულაპარაკა აბულაძეს.

– გააფრთხილა ახვარმა! – წამოიძახა გიორგიმ და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. მის დანახვაზე აბულაძე ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს და ჯერ საპირისპირო მხარეს გაქანდა, მაგრამ, იქ ჩიხი იყო, ამიტომ, ეზოდან ვერ გავიდოდა. მაშინ ის უკან შემობრუნდა, რამაზი ხელისკვრით ჩამოიშორა გზიდან და მის მანქანაში ჩაჯდა. გიორგის რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა მანქანამდე, როდესაც აბულაძე ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ რამაზს მუხლებზე კენჭები მიაყარა და საბურავების წივილით გავარდა ეზოდან. ამის დანახვაზე მირიანმა ანას გასძახა, რომელიც ამასობაში მანქანიდან გადასულიყო – დევიძე დააპატიმრე და პროკურატურაში წაიყვანეო, შემდეგ კი საჭეს მიუჯდა და მანქანა სწრაფად შემოაბრუნა. ამ დროს მანქანასთან გიორგიმაც მიირბინა, მის გვერდით სავარძელზე დაჯდა და თადარიგიანად მოიმარჯვა პისტოლეტი. მირიანმა უმალ დაძრა მანქანა ადგილიდან და გაქცეულ აბულაძეს უკან მიჰყვა.

მოსალოდნელი დაპატიმრებით შეშინებული აბულაძე არც თავს ზოგავდა, არც მანქანას და არც შემთხვევით გამვლელებსა თუ შემხვედრ მანქანებს. ეზოდან გასვლისას მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და გამვლელ მანქანას გაჰკრა გვერდი. შეჯახებისას „ტოიოტას” მოძრაობის მიმართულება შეეცვალა და ტროტუარზე ავარდა. საბედნიეროდ, ტროტუარზე მიმავალ რამდენიმე ახალგაზრდას კარგი რეაქცია აღმოაჩნდა – მათ დროულად შენიშნეს საფრთხე და სწრაფი ნახტომით გაერიდნენ მათკენ გაქანებულ მანქანას. ამის შემდეგ ავტომანქანამ მკვეთრად მოუხვია, განათების ბოძს გაეხახუნა, გზის სავალ ნაწილზე დაბრუნდა და ძრავას ღმუილით გავარდა წინ.

– ვიღაცას გადაიყოლებს ეს დამპალი! – ბრაზით ჩაილაპარაკა გიორგიმ.

– დროზე უნდა შევაჩეროთ! – თქვა მირიანმა, შემდეგ რადიოსადგური მოიმარჯვა და პატრულს დაუკავშირდა.

ამასობაში აბულაძემ უკან მოიტოვა „დინამოს“ სტადიონი და სანაპიროზე დაეშვა. ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ დევნაში პატრულის თანამშრომლები ჩაერთვნენ. პატრულის მანქანა მაშუქების ციმციმითა და სირენის კივილით გამოუდგა „ტოიოტას”. თან, მძღოლს მეგაფონით მოუწოდებდა გაჩერებისკენ, მაგრამ, აბულაძემ ყურად არ იღო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნა, პირიქით, სისწრაფეს მოუმატა და მდევრის გასწრება სცადა. ამ დროს მირიანს რადიოსადგურით პატრულის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ მათ კოლეგებს უკვე გადაკეტილი ჰქონდათ გზატკეცილი.

პატრულის ორი მანქანა მოულოდნელად გამოჩნდა აბულაძის წინ. მანქანებს სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი, პატრულის თანამშრომლები კი მანქანების უკან პისტოლეტებშემართულები იდგნენ. მათ დანახვაზე აბულაძე საჭეს ჩააფრინდა და ერთ-ერთ მანქანასა და ტროტუარს შორის გაძრომა სცადა. მაგრამ გასასვლელი „ტოიოტასთვის” ვიწრო აღმოჩნდა: მან ძლიერად გაჰკრა გვერდი პატრულის მანქანას, რის გამოც მოძრაობის მიმართულება შეეცვალა, გვერდზე შებრუნებულმა გადაკვეთა საპირისპირო მოძრაობის ზოლი და მთელი ძალით შეასკდა ბორდიურს. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ტოიოტა” ჰაერში ავარდა, ამოტრიალდა, ზევიდან გადაევლო სანაპიროს ქვის მოაჯირს და ზათქით ჩავარდა მტკვარში.

მირიანმა სწრაფად დაამუხრუჭა. მანქანა საბურავების წივილით შეჩერდა თუ არა, ის და გიორგი მანქანიდან გადახტნენ და მოაჯირთან მიირბინეს. წყლის ზედაპირზე მანქანის საბარგულიღა მოჩანდა, რომელიც ნელა იძირებოდა, თავად აბულაძე კი არსად ჩანდა.

პატრულის ერთ-ერთი დანამშრომელი უმალ დაუკავშირდა სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო დახმარებას და შემთხვევის ადგილზე გამოიძახა.

– ვერ მოუსწრებენ, მათ მოსვლამდე დაიხრჩობა! – უღონოდ ჩაილაპარაკა მირიანმა. გიორგიმ მას სწრაფად გახედა, შემდეგ კი უეცრად გადაევლო მოაჯირს და მტკვარში გადაეშვა.

გიორგის მკლავის ორიოდ მოქნევა დასჭირდა მანქანამდე მისაღწევად. წამით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩაყვინთა. მირიანს მოეჩვენა, რომ ის ორიოდე წუთი, რომელიც გიორგიმ წყლის ქვეშ გაატარა, უსასრულოდ გაიწელა. ცოტა ხანში გიორგიმ ამოყვინთა, ჩაისუნთქა და ისევ წყალქვეშ გაუჩინარდა. ამჯერად მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – ის აბულაძესთან ერთად გამოჩნდა წყლის ზედაპირზე, რომელიც ძლიერ იყო დაშავებული – მას შუბლიდან სისხლი სდიოდა და გონება ჰქონდა დაკარგული.

გიორგი დაშავებულთან ერთად მიცურდა სანაპიროს კედელთან და მასზე ამოზრდილ ხეს ჩაეჭიდა. ამასობაში შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გამოჩნდნენ. მაშველები უმალ ჩაერთნენ საქმეში: ორი მათგანი თოკებით დაეშვა კედელზე. წყლიდან მათ ჯერ აბულაძე ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარებას გადასცეს, შემდეგ კი გიორგისაც მიხედეს.

– როგორ ხარ? – ჰკითხა მირიანმა, როგორც კი ის მოაჯირიდან ჩამოხტა.

– დავსველდი, – ჩვეული ირონიით ჩაილაპარაკა გიორგიმ, – შეიძლება, გავცივდე.

– მანქანა წაიყვანე და სახლში წადი, – ურჩია მირიანმა.

– აბა, ასე ხომ არ გამოგყვები პროკურატურაში, მაგრამ, მანამდე ჩვენი ავტომრბოლელის მდგომარეობა გავარკვიოთ, – უპასუხა გიორგიმ და საკაცეს მიუახლოვდა, რომელზეც აბულაძე იწვა. მისთვის უკვე დაედოთ თავზე სახვევი, მაგრამ, ის მაინც უგონოდ იყო.

– მძიმედ დაშავდა? – ექიმს ჰკითხა მირიანმა.

– საკმაოდ. თავზე ნაკერების დადება სჭირდება. სავარაუდოდ, ტვინის მძიმე შერყევაც უნდა ჰქონდეს, – უპასუხა მან.

– ესე იგი, ჯერჯერობით მისი დაკითხვა შეუძლებელია?

– რაა საჩქარო? ეს ხომ მხოლოდ ავტოავარიაა, – გაუკვირდა ექიმს, – გამოკეთდება და შემდეგ დაკითხეთ.

– რომელ საავადმყოფოში წაიყვანთ? – ჩაურთო გიორგიმ.

– პირველი კლინიკურის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, – უპასუხა ექიმმა და სანიტრებს ანიშნა, საკაცე მანქანაში გადაიტანეთო.

მირიანმა ჩაფიქრებული მზერით გააცილა მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა და, როგორც კი ის მოსახვევში მიიმალა, პოლიციის მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა, მოკლედ აუხსნა მომხდარი და აბულაძის სამეთვალყურეოდ ბადრაგის გამოყოფა მოითხოვა.

* * *

ის იყო, მირიანი პროკურატურას მიუახლოვდა, რომ დავითი დაუკავშირდა და სასწრაფოდ მის კაბინეტში მისვლა სთხოვა.

– ჩემთან შევივლი, დევიძეს დავხედავ და ამოვალ, – უპასუხა მირიანმა.

– რომელ დევიძეს? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის იზოლატორში იმყოფება!

– უფროს ძმას ვგულისხმობ.

– რამაზს?! – გაუკვირდა დავითს, – რა ესაქმება მას შენს კაბინეტში?

– რამაზი ანამ ჩემი მითითებით დააკავა.

– შენ მე გამაგიჟებ! – ბრაზი მოერია დავითს, – მერამდენედ უნდა დააკავო ის კაცი?!

– რამდენჯერაც დაარღვევს კანონს! – მშვიდად უპასუხა მირიანმა.

– არავითარი დევიძე! – მკაცრად ბრძანა დავითმა, – პირდაპირ ჩემთან ამოდი!

– გასაგებია, – უპასუხა მირიანმა და ლიფტს მიუბრუნდა.

მირიანის გასაოცრად, კაბინეტში, დავითთან ერთად, მთავარი პროკურორიც დახვდა. ისინი მაგიდასთან ისხდნენ და აუჩქარებლად ათვალიერებდნენ დევიძესთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

– მოდი, მოდი, – დავითმა ხელით მიიხმო კაბინეტში შესული მირიანი და, როგორც კი ის მაგიდას მიუჯდა, უკმაყოფილოდ განაგრძო: რა ხდება, მირიან?! ამის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა!

– რას გულისხმობ?

– ქალაქში მოწყობის რბოლას! – ჩაურთო მთავარმა პროკურორმა.

– კიდევ კარგი, რომ ავალიანმა სროლაც არ დაიწყო, როგორც საერთოდ სჩვევია, – დაამატა დავითმა, – სხვათა შორის, სად არის გიორგი?

– სახლში გავუშვი, – უპასუხა მირიანმა.

– გადაიღალა და დასვენება სჭირდება?! – ირონიით ჩაილაპარაკა დავითმა.

– არა, ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს.

– ტანსაცმელი?! – გაუკვირდა მთავარ პროკურორს, – რატომ?

– ეჭვმიტანილი მანქანით მტკვარში გადავარდა და გიორგიმ სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მოახერხა მისი გადარჩენა.

– მეტი პასუხისმგებლობით რომ მოჰკიდებოდი საქმეს, არც ეჭვმიტანილი აღმოჩნდებოდა მტკვარში და არც ავალიანს მოუწევდა ჰეროიზმის გამოვლინება! – მკაცრად თქვა პროკურორმა, – დავიჯერო, რომ ასეთ აუცილებლობას წარმოადგენდა მისი დევნა და დედაქალაქის ცენტრში ნამდვილი ჯირითის გამართვა?! იმაზე თუ დაფიქრდი, რომ, შესაძლოა, ამას უდანაშაულო მაქალაქეების დაღუპვა მოჰყოლოდა?!

– ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომაც ვცდილობდით აბულაძის სასწრაფოდ შეჩერებას! – გახედა მირიანმა.

– ყოველივე ამაში, შენს წინდაუხედაობასა და ოპერაციის არასწორად დაგეგმვის მეტს ვერაფერს ვხედავ! – მკაცრად შენიშნა მთავარმა პროკურორმა, – რატომ არ მიმართე პოლიციის ადგილობრივ სამმართველოს? შენ პროკურატურის გამომძიებელი ხარ, საქმე უნდა გამოიძიო და არა პისტოლეტმომარჯვებულმა მართო ქალაქში ავტორბოლები. 

– ოცი წლის სტუდენტის დასაკავებლად სპეცრაზმი და პლიციის სამმართველო არ მჭირდება!

– თურმე, გჭირდება. მე შედეგით ვმსჯელობ და არა შენი თეორიებით! როგორ დაუშვით ასეთი რამ?

– მთელი თბილისის პოლიცია იქ რომ ყოფილიყო, ეს მაინც მოხდებოდა! – უპასუხა მირიანმა, – აბულაძე მანქანის გვერდით იდგა და, როგორც კი თვალი მოგვკრა, მაშინვე საჭეს მიუჯდა და გაიქცა.

– კი მაგრამ, როგორ? საიდან გიცნოთ?! – გაუკვირდა დავითს.

– დროზე გააფრთხილეს.

– ვინ გააფრთხილა?

– რამაზ დევიძემ.

– რამაზი იქ იყო?! – გაოცებით გახედა მთავარმა პროკურორმა.

– დიახ... და, როგორც კი მან ჩემს მანქანას მოჰკრა თვალი, აბულაძე გააფრთხილა.

– ამიტომაც დააკავე? – ჰკითხა დავითმა.

– ბუნებრივია. სისხლის სამართლის კოდექსით, მის ქმედებას გამოძიებისთვის ხელის შეშლა ეწოდება. ამას დაემატება ის საფრთხეც, რომელიც აბულაძემ გაქცევისას მოქალაქეებს შეუქმნა: მან დააზიანა ერთი მანქანა, დაეჯახა ბოძს და კინაღამ გადაუარა სამ ახალგაზრდას, ამაზე კი, აბულაძესთან ერთად, დევიძეც აგებს პასუხს, – თქვა მირიანმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3