კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა „სტავკები“ აქვს ბაბეს და რატომ დათანხმდა ის ქართველ დრიფტერს რისკის ფასად კაბის გახდაზე

ქართველმა მაყურებელმა ბაბე ჯერ კიდევ წლების წინ გაიცნო, ოღონდ, როგორც რეპერი. დღეს ის Go-Go danceri და ფოტომოდელია. ცოტა ხნის წინ კი, ზედიზედ ორჯერ მონაწილეობდა „ნიჭიერში“: ერთხელ – როგორც მოცეკვავე, ხოლო მეორედ – დრიფტერთან ერთად, რომელმაც მას ავტომობილიდან გახადა კაბა. 

 

ბაბე: Go-Go danceri ვარ, ვცეკვავ კლუბ „სენატში“, ვარ „კლაბ შოუში“. ცოტა ხნის წინ მარკუს მეტრეველთან ერთად მქონდა ჩაწერა. ასე რომ, ცეკვით ვარ ძირითადად დაკავებული, თუმცა, წარსულში ვრეპავდი. ჩემი სიმღერა – „გაიჩალიჩებ“, თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო, ფურორი მოახდინა და დღემდე ახსოვს ხალხს. სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი ფსევდონიმიც. დღეს რეპი დროებით გვერდზე გადავდე, რადგან, არ მინდა, მხოლოდ ერთი სფეროთი შემოვიფარგლო. ფოტომოდელიც ვარ, სხვადასხვა სააგენტოსთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ, ახლა უკვე თავისუფალი მოდელი ვარ. ყველა შემოთავაზება ჩემთან პირდაპირ მოდის და თავად ვწყვეტ, რა ვაკეთო. მსახიობობასაც ვიწყებ. ერთი კვირის წინ ერთ-ერთ სტუდიაში ვიყავი ქასთინგებზე, ამიყვანეს და ვიქნები ერთ-ერთ სერიალში, რომელიც „კომედი არხზე“ გავა. ასევე, არ არის გამორიცხული, ვითანამშრომლო კახი ხაბეიშვილთან, რომელსაც, ჩემთან დაკავშირებით, როგორც სამოდელო, ასევე, კინოს მხრივ, საინტერესო შემოთავაზებები აქვს. საქართველოში, სამწუხაროდ, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ „გო-გო დენსერსა“ და „სტრიპტიზ-დენსერს“. ნახევრად შიშველი გოგონა აივანზე თუ ცეკვავს გამომწვევი მიმიკით, პლასტიკით, მოძრაობებით, ის უკვე სტრიპტიზის მოცეკვავე ჰგონიათ. „გო-გო დენსერი“ იგივე შოუვუმენია, რომელიც ხალხს ამხნევებს, მოუწოდებს ცეკვისკენ, ცდილობს, მათ კომპლექსი მოუხსნას, რაც საქართველოში არა მხოლოდ გოგონებში, ბიჭებშიც შეიმჩნევა. მე, ზოგადად, უკომპლექსო ადამიანი ვარ, თან, ისეთი, რომ ამის გამო ხშირად მაკრიტიკებენ, თუნდაც „ფეისბუქზე”. ეს კრიტიკა მოდის არა მხოლოდ გოგონებისგან, არამედ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებისგანაც. მე ქუჩაშიც თავისუფლად ჩაცმული დავდივარ და ამის გამო ბევრი მაკრიტიკებს – ნუ დადიხარ ასე, ეს საქართველოა, ამის გამო პრობლემები შეგექმნებაო. მერე რა, თუ შემექმნება. ეს ჩემი „პაგოდაა“, ასე სიარული მომწონს და, ისე ვივლი, როგორც „მისწორდება“. 

– ისე, შეგქმნია პრობლემები? 

– სერიოზული არა. როცა რაღაც არ მომწონს, ამას პირდაპირ ვამბობ და ესეც არ მოსწონთ. არ დაგიმალავ და, გინებაც მიყვარს, მაგრამ, არ ვიგინები იქ, სადაც არ უნდა შევიგინო, იქ ვიგინები და იმას ვაგინებ, ვისაც, ვიცი, რომ უნდა ვაკადრო და, ისიც ვიცი – რატომ. არც იმის პრობლემა მაქვს, შიშველმა გადავიღო ფოტოები ან თამამ სცენებში ვითამაშო. თუმცა, იმიტომ არ ვიღებ ფოტოებს, რომ მერე „ფეისბუქი“ ავაჭრელო, ამას პროფესიული კუთხით ვუყურებ. მე მაქვს ჩემი „სტავკა“, აწყობთ – აწყობთ, თუ არა,  ნახვამდის-მეთქი, ვეუბნები. ეს ჩემი პროფესიაა და, ზუსტად ვიცი, რომ შემიძლია, ამაში პროფესიონალურად, ბოლომდე დავიხარჯო და, საბოლოოდ, მეც კმაყოფილი დავრჩე და ისინიც. 

– როგორია შენი „სტავკები“? 

– ფოტოებს გააჩნია. რა თქმა უნდა, თამამი ფოტოები სხვა ღირს, სამოყვარულო ფოტოები – სხვა. ინდივიდუალურად ხდება შეთანხმება.

– თუ გიწვევენ პრივატულ საღამოებზე, როგორც მოცეკვავეს? 

–  უცხოეთში მცხოვრები ქართველი ჩამოვიდა და თან ჩამოიყვანა ევროპელი მეგობარი, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. მოკლედ, გადაწყვიტეს, მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ, დამიკავშირდნენ „ფეისბუქზე“ და შემომთავაზეს მათთან მუშაობა. იუბილარისთვის თვალები უნდა აეხვიათ, ეთქვათ, რომ მისთვის რაღაც სიურპრიზი აქვთ და ამ დროს უნდა შევსულიყავი მე და მეცეკვა. ყველაფერზე შევთანხმდით, ვიცეკვე მისთვის პრივატული ცეკვა, რომელიც კლუბში ცეკვისგან იმით განსხვავდება, რომ, შეგიძლია, შეეხო მას, ვისთვისაც ცეკვავ, სამაგიეროდ, მას არ აქვს უფლება, შეგეხოს. ძალიან მოეწონა, ირგვლივ ყველა კმაყოფილი დარჩა. თან, წვეულებას ბევრი ქალბატონი ესწრებოდა, ძირითადად, „დამაჩკები“ იყვნენ და, მეგონა, ჩემს გამოსვლას კრიტიკა მოჰყვებოდა, მაგრამ, პირიქით მოხდა – მოვიდნენ ეს ქალბატონები და მითხრეს, ძალიან კარგად იცეკვეო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, ხშირად, როცა ადამიანი კლუბში მოცეკვავეს მხედავს, მერე სახლში მისულს „ფეისბუქში“ ასეთი შემოთავაზება დამხვედრია: დაგინახე, ცეკვავდი, მომეწონე. ღამეში რამდენი გინდა გადაგიხადო?! ასეთი რაღაცეები პირველად არ ხდება, ამიტომ, უკვე მეცინება. თან, დავიღალე ახსნით: „იცი, მე მოცეკვავე ვარ და არ ვარ ის გოგონა, რომელიც შენ გინდა.“ ამიტომ, მაშინვე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შავ სიაში ვაგდებ და ვბლოკავ.  

– არ ხარ გათხოვილი? 

– ვიყავი. 4 წლის შვილიც მყავს – ბარბარე. ყველანარად ვცდილობ, არაფერი მოვაკლო, მისთვის ყველაფერი გავაკეთო და, რაც მთავარია, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ის ფაქტი, რომ ბავშვს მარტო ვზრდი. შვილი მაძლევს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი ვაკეთო, სხვა გზით არ წავიდე, რადგან, როცა ქალს საქმე კარგად არ მისდის, ზოგჯერ მას გონება ცუდი რაღაცეების კეთებისკენ უბიძგებს. მე ეს არ მემართება, მყარად ვდგავარ და, შევეცდები, ჩემს შვილს კარგი მომავალი შევუქმნა. ამ ეტაპზე არც გათხოვებას ვგეგმავ და, რაც მთავარია, არ მივეკუთნები იმ გოგონების რიცხვს, რომლებიც ცდილობენ, „დაითრიონ ფულიანი ბიძუნები“. არ ვნადირობ ფულიან ბიჭებზე, ბიძებზე, რომელიც ჩამაცმევს, კარგ სუნამოს მიყიდის, ფიტნეს-კლუბში მატარებს... იმდენად დამოუკიდებელი ქალი ვარ, მირჩევნია, ჩემით ვაკეთო ყველაფერი, ვიდრე ვინმემ წამომაძახოს, ჩემი ნაყიდი კაბით დადისო. ნებისმიერ დროს შემიძლია, მყავდეს ადამიანი, რომელთან ყოფნაც მომინდება. რაც მთავარია, ისიც თამამი აზროვნების უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს კომპლექსები და არ უნდა ამიკრძალოს ცეკვა, მოდელობა, რაც ხშირად ხდება საქართველოში. ისე მიყვარს ჩემი საქმე, რომ ვერავის გამო ვერ დავანებებ თავს. ზუსტად ვიცი, რომ გათხოვება ამ ეტაპზე არ მინდა. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ვუვლი ჩემს შვილს, ვერთობი ისე, როგორც მე მინდა, ზომიერების ფარგლებში და, ზოგადად, ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა და ამაში ვერავინ შემზღუდავს, რადგან, საკუთარი თავის პატრონი თავად ვარ. ზოგადად, თავისუფალი ურთიერთობის მომხრე ვარ, რადგან, იქ არანაირი ეჭვი, ოფიციალურობა არ არის. როგორც კი დაიწერება, რომ  შეყვარებულები ვართ ან ცოლ-ქმარი, იქვე მთავრდება ყველაფერი – ოფიციალურობა აფუჭებს ურთიერთობებს. მე მინდა, ჩვენს ურთიერთობაში სპონტანურობა იყოს: იმ დროს გავუკეთო საჭმელი ან საჩუქარი, როცა მას მოუნდება ან მე მომინდება; ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ახლად დაწყებული ურთიერთობა და არა დაგეგმილი. ჩემი თავის პატრონი ვარ და, როცა მომინდება, მაშინ მეყოლება ასეთი ადამიანი. პირდაპირ ვიტყვი: რეზინის ადამიანი არავინ არ არის, სხვა რაღაცეების გაკეთებას რამენაირად ვახერხებთ, ამ მხრივ, პრობლემები არ მაქვს. რომ სხედან და ელოდებიან – როდის გავთხოვდები, რომ სექსუალური ურთიერთობა მქონდესო, ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. მინდა – მექნება, არ მინდა – არ მექნება, ეს ჩემი საქმეა. 

– ცოტა ხნის წინ „ნიჭიერში“ გამოხვედი. 

– ერთხელ მუსიკოსების ჯგუფთან ერთად გამოვედი, როგორც მოცეკვავე – მათ მთხოვეს გამოსვლა. სამწუხაროდ, მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, ჩვენ, მოცეკვავეები უფრო მოვეწონეთ, ვიდრე თვითონ მუსიკოსები. ჩემი საჯდომი კი „ტამტამად“ აღიქვეს. ამის მერე ჩემს საჯდომს თავისი სახელი აქვს – „ტამ-ტამი.“ მეორე შემთხვევაში, უკვე გიორგი სარიშვილთან ერთად გამოვედი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დრიფტერია საქართველოში. მას „ნიჭიერისთვის“ სჭირდებოდა გოგონა-მოდელი, ანუ, მსხვერპლი, რომლისთვისაც კაბა უნდა გაეხადა. ძალიან სარისკო იყო, ყველამ მითხრა, როგორ გაბედეო. რადგან ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ, გავრისკე, თუმცა, ორივე ვნერვიულობდით, რადგან, ქარი იყო და, შეიძლებოდა, ამას ჩვენთვის ხელი შეეშალა. საშიშროებაც იყო, რადგან, მანქანა ჩემთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო, შემდეგ შორიდან უნდა შემოევლო წრე და კაბა გაეხადა, რომლის ქსოვილი კი იწელებოდა, მაგრამ, შეიძლება, არ გაქაჩულიყო და წავქცეულიყავი. უბრალოდ, საჭესთან პროფესიონალი ადამიანი იჯდა და მე მის პროფესიონალიზმსა და საკუთარ თავს ვენდე. რაც მთავარია, ვგრძნობდი დიდ ადრენალინს, მყარად ვიდექი, ვცდილობდი, შოუ გამეკეთებინა, თუმცა, შინაგანად ცოტა ვშფოთავდი. შეიძლება, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, მაგრამ, არაფრისგან არ ვიყავი დაზღვეული. დღეის შემდეგ, ალბათ, უფრო „ყინულის ლედის“ დამარქმევენ ან „სტერვას“, თუმცა, ისედაც ვაღიარებ, რომ „სტერვა“ ვარ.

 

скачать dle 11.3