კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მსოფლიო ლიდერების ყველაზე სკანდალური გამონათქვამები და „ფრთიანი“ ფრაზები

არცთუ იშვიათად, ქვეყნების პირველ პირებსაც მოსდით ლაფსუსები საჯარო საუბრის დროს, ისინიც უშვებენ შეცდომებს და ხშირად ეს შეცდომები სკანდალურ ელფერს სძენს მათი პრეზიდენტობის პერიოდს. გთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების მიერ გამოთქმულ ყველაზე სკანდალურ ფრაზებს.

რონალდ რეიგანი – ამერიკის შეერთებული შტატები

1984 წლის 11 აგვისტო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის უცნაური განცხადებით დაიწყო: „ძვირფასო ამერიკელებო! მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ რუსეთი უკანონოდ არის გამოცხადებული და ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი ბომბდამშენები. დაბომბვა დაიწყება ხუთ წუთში”. რეიგანმა არ იცოდა, რომ მისი ამ საუბრის დროს მიკროფონი უკვე ჩართული იყო და გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. ეს იყო პრეზიდენტის ერთგვარი ხუმრობა, უფრო სწორად, იმის შემოწმება, მუშაობს თუ არა მიკროფონი. „ცივი ომის” პერიოდში ასეთი ფრაზის მოსმენის შემდეგ სიტუაცია მსოფლიოში დაიძაბა. საბჭოთა კავშირმა ამერიკელი ლიდერის ქმედება დაუშვებლად მიიჩნია და ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მსოფლიო ბირთვული ომის დაწყების მოლოდინში იყო, რადგან, დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის პიკს მიაღწია, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ცნობისთვის, რეიგანისთვის მსგავსი ხუმრობა არ იყო პირველი შემთხვევა – 1982 წელს, პირდაპირ ეთერში, პოლონეთის ხელისუფლება მან „უვარგის ტილიან უსაქმურებად” დაახასიათა.

ნიკიტა ხრუშჩოვი – საბჭოთა კავშირი

„მი ვამ პოკაჟემ კუზკინუ მაწ!” – საბჭოელი ლიდერის ეს სიტყვები მსოფლიომ მაშინვე დაიმახსოვრა. ეს სიტყვები ხრუშჩოვმა ამერიკის პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს უთხრა და მთარგმნელები, უბრალოდ, დაიბნენ – მათ არ იცოდნენ, როგორ ეთაგრმნათ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის სიტყვები. იგივე შეიძლება ითქვას ხრუშჩოვის კიდევ ერთ ფრაზაზე, „ჩვენ გავუსწრებთ და გადავასწრებთ ამერიკას”, რომლის თარგმნა ასევე გაუჭირდათ მთარგმნელებს. მათ პირდაპირი მნიშვნელობით უთარგმნეს ნიქსონს და, მან, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგო. ხრუშჩოვის კიდევ ერთი „ფრთიანი” ფრაზის გამო კი მსოფლიო შეშფოთებული იყო. „ჩვენ თქვენ დაგასამარებთ!” – გამოაცხადა საბჭოელმა ლიდერმა და იგულისხმა, რომ კომუნიზმი დაამარცხებდა კაპიტალიზმს და მსოფლიოში კომუნისტური წყობილება დამკვიდრდებოდა, მაგრამ ფრაზა „დაგასამარებთ” ყველამ ისე მიიღო, თითქოს საბჭოთა კავშირი ომის გამოცხადებას უპირებდა მსოფლიოს.

ლეონიდ კუჩმა – უკრაინა

„მე პრეზიდენტი ვარ, ქვეყნის მეთაური და, არ უნდა ვიყო დაკავებული სხვა საკითხებით, მათ შორის – ეკონომიკით!” – ეს ფრაზა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ეკუთვნის. ცნობილია მისი კიდევ რამდენიმე გამონათქვამი: „უკრაინა ღარიბი ქვეყანაა უამრავი პრობლემით, მასზე შეგვიძლია ფეხებიც კი გავიწმინდოთ, როგორც სველ ტილოზე,” – ასეთი განცხადება გააკეთა მან უკრაინის ფინანსურ მდგომარეობაზე. რუსეთთან ვალის შესახებ კი კუჩმამ განაცხადა: „რუსეთი ჩვენი მოვალეა არა იურიდიულად, არამედ, მორალურ ასპექტში. ეს გვაკავშირებს და არა გვაშორებს და, ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ მათი ვალი გვაქვს, მაგრამ, მის გადახდას არ ვაპირებთ, თქვენ იცით, რატომაც”.

ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი

ბელარუსის ქარიზმატულ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რამდენიმე „ფრთიანი” ფრაზა ეკუთვნის, მაგრამ, ერთ-ერთი მათგანი ყველა ბელარუსმა, სავარაუდოდ, ზეპირად იცის. საკუთარ თავზე პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა: „ჩემ თავზე დავფიქრდი და მივხვდი: ღმერთს მადლობა, რომ არსებობს ასეთი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება საზოგადოებაში. ბელარუსები მას უნდა უმადლოდნენ”.

ვიქტორ იანუკოვიჩი – უკრაინა

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ასევე ხშირად უშვებს შეცდომებს. მაგალითად, მან ვერ გაიხსენა ფიოდორ დოსტოევსკი, როდესაც ამბობდა: „არ მახსოვს, ვინ თქვა, მაგრამ, სწორად თქვა – „სილამაზე მუდამ იმარჯვებს”, დოსტოევსკიმ თქვა, მგონი, ზუსტად არ მახსოვს (იანუკოვიჩი გულისხმობდა დოსტოევსკის „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს”). იანუკოვიჩის კიდევ ერთი „შედევრია”, როდესაც მან ლვოვის მოსახლეობა „ქვეყნის გენოციდად” გამოაცხადა, იანუკოვიჩს, უბრალოდ, აერია სიტყვები: „გენოციდი“ და „გენოფონდი.“ 

ნიკოლა სარკოზი – საფრანგეთი

2011 წლის ნოემბერში საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე სკანდალში გაყო თავი და რეპუტაცია შეირყია. პრეზიდენტის პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა შეცდომით ადრე ჩართეს მიკროფონები და ყველა ჟურნალისტმა მოისმინა სარკოზისა და ბარაკ ობამას პირადი საუბარი, რომლის დროსაც სარკოზიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მატყუარად მოიხსენია, რაზეც ობამამ უპასუხა: „მიუხედავად ამისა, ჩვენ მასთან ყოველდღე გვიწევს მუშაობა”.

ვლადიმირ პუტინი – რუსეთი

„ფორბსის” 2013 წლის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ვლადიმირ პუტინი, არაერთხელ მოხვედრილა მსგავს სიტუაციებში. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსთან სტუმრობის შემდგომ, პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა: „არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტის რანჩოზე გავატარე ღამე; მგონი, პირიქით უნდა იყოს, ის უნდა წუხდეს, რომ საკუთარ სახლში საბჭოელი ჯაშუში შეუშვა”. პუტინის კიდევ ერთი ცნობილი „ფრთიანი” ფრაზაა, როდესაც მან ტერორისტებზე განაცხადა, რომ ყველას „საპირფარეშოში მოაკვლევინებს”. სულ ბოლო „ფრთიანი” ფრაზა კი პუტინმა თავისი მესამე გაპრეზიდენტების შემდგომ გაახმოვანა, რომლის მნიშვნელობაც დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ გაიგო. „როგორ ვმუშაობთ?! მუშაობის ხარისხი სავალალოა. ყველაფერს ზედაპირულად ვაკეთებთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ვერაფერს გავაკეთებთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ჩემს მუშაობას არაეფექტურს ვუწოდებ, ან, მთავრობა ცუდად იმუშავებს და წასვლა მოუწევს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დღეს მე მეორე ვარიანტის მომხრე ვარ”.

ვისენტე ფოქსი – მექსიკა

2002 წლის მაისში ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტზე მექსიკის პრეზიდენტი ვისენტე ფოქსი და ბრაზილიის მაშინდელი პრეზიდენტი ფერნანდო ენრიკე კარდოზო ყველას გასაგონად განიხილავდნენ სხვადასხვა თემას ჩართულ მიკროფონში. სხვა მოსაზრებებს შორის ორმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთის რესპუბლიკა არაიმიტომ გადაურჩა ეკონომიკურ სიძნელეებს ფრანკოს დიქტატურის დაცემის შემდეგ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, არამედ, იმიტომ, რომ მიიღო შესაბამისი დახმარება ამერიკისგან. პრეზიდენტების აზრით, მსგავსი დახმარება მათ ქვეყნებსაც არ აწყენდა. ეს საუბარი ყველამ მოისმინა, რამაც სკანდალი გამოიწვია.

 

скачать dle 11.3