კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს რეზინის სათამაშოთი თამაში. სათამაშო სპეციალურად ძაღლისთვის არ არის განკუთვნილი, ის ბავშვს ეკუთვნის. საშიშია თუ არა ჩვეულებრივი, რეზინის სათამაშოს დაღრღნა ძაღლის ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: ბავშვის სათამაშო ბევრად რბილი და დამყოლია, ვიდრე ძაღლის. ძაღლის სათამაშოს სპეციალური მასალისგან ამზადებენ, რათა ადვილად ვერ გაღრღნას და ნაწილები არ გადაყლაპოს თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა. 

კითხვა: მაცივრიდან გამოღებული კერძის ჭმევა თუ შეიძლება ძაღლისთვის?

პასუხი: ოჯახის პირობებში დამზადებული წვნიანი კერძი, თუ ის მაცივარში დევს, როგორც ადამიანისთვის, ასევე ძაღლისთვის ჯერ უნდა წამოვადუღოთ, მერე გავაგრილოთ და ისე ვაჭამოთ. საერთოდ, არც არის რეკომენდებული, რომ საერთო კერძი ჭამოს ძაღლმა, რადგან, როგორც წესი, თითქმის ყველა ოჯახში კერძებს სანელებლებით აზავებენ. სანელებელი კი ძაღლისთვის არ ვარგა. გაითვალისწინეთ, რომ სანელებელი ძაღლებში ნაღვლის ბუშტის ანთებას და ღვიძლის გადაგვარებას იწვევს.

კითხვა: ძალიან მომწონს ტაქსას ჯიშის ძაღლები. როგორც ვიცი, ის რამდენიმე სახეობის არსებობს. შეგიძლიათ, მითხრათ რამდენიმე სიტყვით ტაქსას შესახებ?

პასუხი: ტაქსას სამი სახეობა არსებობს. ესენია: სტანდარტული, ჯუჯისებრი და ბოცვერისებრი, რომლებიც თავის მხრივ იყოფა გრძელბეწვიან, გლუვბეწვიან და უხეშბეწვიან ჯიშებად. ტაქსა იდეალური მონადირე ძაღლია. სოროდან ნადავლის გამოყვანაში მას ხელს უწყობს სხეულის მოკლე კიდურები, შეუპოვრობა და მონადირისთვის დამახასიათებელი აზარტულობა. კონტრასტული ხასიათი ტაქსას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ის არის უზომოდ თბილი, იმავდროულად, მკაცრი და მომთხოვნიც. მას შეუძლია, ეშმაკური მოქცევით პატრონი თავის ჭკუაზე უპრობლემოდ ატაროს.

კითხვა: როგორც ვიცი, ინფექციური ენტერიტი ძალიან საშიშია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. ამ დაავადებით ყველაზე ხშირად რომელი ძაღლები ავადდებიან?

პასუხი: ინფექციური ენტერიტით, ძირითადად, ახალგაზრდა ძაღლები ავადდებიან. ზრდასრულ ძაღლებს თავისებური იმუნიტეტი უმუშავდებათ. აცრები რომ არ ჰქონდეთ ჩატარებული, თბილისის ძაღლების 70 პროცენტი მოზრდილ ასაკამდე ვერც მიაღწევდა. სანამ ვაქცინას გააკეთებდნენ, ინფექციური ენტერიტი იმდენად იყო დავრცელებული, რომ პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში ნაყარის 30-40 პროცენტი იღუპებოდა.

კითხვა: ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ბოლო დროს ხშირად ერევა გული. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს?

პასუხი: ეს შეიძლება საკვების ბრალიც იყოს, ანუ აძლევთ ისეთ საკვებს, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას იწვევს. ეს კი შემდგომ გასტრიტის, დუოდენიტს და ქოლეცისტიტს იწვევს. ყოველივე ამას გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან. 

 

скачать dle 11.3