კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა აგავა და როგორ პირობებში შეიძლება მისი გახარება?

პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა. ყველაზე კარგად ნათელსა და თბილ გარემოში ხარობს. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. ეს მცენარე ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას იდგეს. აქტიური ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში კი მიწა მთლიანად არ გამოაშროთ. მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და პრობლემებს არ შეგიქმნით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგათ ალოკაზია?

პასუხი: ეს მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ, გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. ზამთარში მინიმუმ 15-18 გრადუსზე უნდა ამყოფოთ, ზაფხულში კი იდეალურია 20-25 გრადუსი. მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მოზრდილ ალოკაზიას ფოთლები სიგრილეში სცვივა, თუმცა თუ ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ფესურადან ახალი ფოთლები ამოუვა. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: როგორ და რა პირობებში მოვუარო ქლოროფიტუმს?

პასუხი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმის მიწა ტენიანი უნდა იყოს. ამ დროს ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული, თხევადი სასუქით მიწის განოყიერება მას სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ, მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავსიფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?

პასუხი: ეს აფრიკული მცენარე ჩრდილში ყოფნას კარგად იტანს და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ის გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მივაწოდო ტილანზიას სასუქი?

პასუხი: ზრდის პერიოდში მეოთხედად გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი ტილანზიას თვეში ერთხელ, დანამვისას ან წყალში ჩაშვებისას შეასხურეთ. შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო, მაგრამ, ზედმეტი წყალი მცენარის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, რათა მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ოთახის ტემპერატურის რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ, ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ.

 

 

скачать dle 11.3