კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვოლვო 760”, რომლის მოდებაც – „ცეპლენია”, დამიზიანდა. ხელოსნები მეუბნებიან, „ცეპლენიას” მოვხსნით და ახალ, ეგრეთ წოდებულ „ნაკლადკებს” გადავაკრავთო. ანუ, ახალ ფენას გადააკრავენ, რომლითაც ის ნორმალურად იმუშავებს. ზოგიერთი კი მეუბნება, რომ ეს არ ვარგა და „ნაკლადკის” გადაკვრას, ისევ თურქული „ცეპლენიის” დისკი ჯობიაო. როგორც ვიცი, არც ერთი არ ვარგა, მაგრამ ორიგინალი დეტალი ძალიან ძვირი ღირს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე? ცუდს და უარსესს შორის არჩევა მომიწევს?

პასუხი: რა თქმა უნდა, „ცეპლენიის” ორიგინალი დისკი ძალიან სერიოზულად განსხვავდება ხარისხით იმათგან, რაც ჩამოთვალეთ. ის ძალიან დიდხანს მუშაობს. გერმანიიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილებს, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე ათ წელზე მეტისაა, მოდების დისკი შეცვლილი არც ერთხელ არ აქვთ, ანუ ქარხნულია. თურქულ ან გადაკრულ დისკებს შეცვლა ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდათ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ კარგად მოუარეს: „ცეპლენიაზე” ფეხს ძალიან დიდხანს ადგამთ, აღმართზე „ცეპლენიას” „აბუქსავებთ” და სხვა. მისი კარგად მუშაობისთვის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სიმძლავრის ძრავითაა ის აღჭურვილი. არის შემთხვევები, როცა პატენტი დისკი რამდენიმე თვის მუშაობასაც კი ვერ უძლებს. რაც შეეხება გადაკვრას, ამას ხელოსნები სხვადასხვა მასალით აკეთებენ. კარგ მასალას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, აქ სხვა მომენტი იჩენს თავს. ქარხანაში „ცეპლენიის” დისკი ქარხნული წესითა და სიზუსტით იხვრიტება და იშტამპება. ხელოსნები კი ამას სახელდახელოდ აკეთებენ. ჩვეულებრივი ხელის ბურღით ხვრეტენ და ხელის დარტყმით „შტამპავენ”. ამ შემთხვევაში, ის ბზარებს იკეთებს და შესაძლოა დაიშალოს. თუ თქვენ მაინც დისკის გადაკვრას გადაწყვეტთ, ეს აუცილებლად კარგად გამოცდილ ხელოსანს გააკეთებინეთ, მით უმეტეს, რომ ისეთი სიმძიმის მანქანის ტარება როგორიც „ვოლვო 760-ია,” გადაკრულ დისკებს ძალიან უჭირს ამ შემთხვევაში დაძვრა. ამიტომ, თუ ორიგინალის ყიდვის საშუალება არ გაქვთ, თურქული წარმოების დისკები მაინც უნდა შეიძინოთ.

კითხვა: მყავს 1999 წლის გამოშვება „სუზუკი გრანდ ვიტარა”. ჩემდა გასაკვირად ორი დღის წინ დილით აღმოვაჩინე, რომ საჭე გახდა ძალიან რთულად დასამორჩილებელი, უხეში. შესაბამისი ღვედი დასუსტებული არ არის, საბურავებში წნევა ნორმალურია, ჯვარედინი გადამცემი, ეგრეთ წოდებული კრესტავინა, დაზიანებული არ არის, ჰიდრავლიკის ზეთი არ აკლია. როგორც მეუბნებიან ყველა სიმპტომით პრობლემა ჰიდრავლიკის ტუმბოშია. რას შეეძლო ამის გამოწვევა, ვის მივმართო და როგორ ავიცილო მსგავსი პრობლემა შემდგომში? 

პასუხი: ამ შემთხვევაში ორი მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც თქვენ პრობლემას იწვევს. პირველი, ეს არის ჰიდრავლიკის ტუმბო, რომელიც წნევას ქმნის – ის დაზიანდა და საჭირო წნევას ვერ, ან საერთოდ არ ქმნის და მეორე, დაზიანდა ეგრეთ წოდებული „რულავოი კალონკა” – მოწყობილობა, რომელიც საჭის მართვას უზრუნველყოფს. ანუ, შესაძლებელია, ტუმბოდან საჭირო წნევა „რულავოის” მოეწოდებოდეს, მაგრამ ის სათანადოდ არ რეაგირებდეს, არ გადმოჰქონდეს წნევა საჭეზე. საჭის მექანიზმის გადამოწმება და შეკეთება შეგიძლიათ დიღომში – ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოსთან არის ჩასახვევი, საიდანაც დაახლოებით, 40-50 მეტრში, მარჯვენა მხარეს შედის ვიწრო ქუჩა, რომლის სიღრმეშიც საჭის ხელოსნები არიან. რაც შეეხება იმას, რომ მომავალში პრობლემა თავიდან აიცილოთ, ეს თქვენზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, ვერც თავიდან აიცილებთ. ერთადერთი, რითაც საჭე ზიანდება ხოლმე, ჰიდრავლიკის ზეთის დაკლებაა. როდესაც ის იცლება, სხვადასხვა ზეთს ასხამენ და ამით მხოლოდ ის ადგილი კი არა, სხვა დეტალებიც ზიანდება. ამიტომ, ზეთის დაკლების შემთხვევაში, ყოველთვის კარგი ხარისხის და ზუსტად ის ზეთი ჩაასხით, რომელიც საჭიროა.  

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო”. როდესაც ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხანდახან კი ამისთვის ძალდატანება მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა. ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ თუ ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?

პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გინდათ და ბერკეტი გეწინააღმდეგებათ, ეს იმას ნიშნავს, მისი ჩასართავი კბილანა თავის ბუდეს ვერ პოულობს, ანუ, კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო. ავტომობილი წინ ან უკან, სულ ოდნავ დაწიეთ, რომ კბილი კბილს ასცდეს და თავის გზით წავიდეს. შემდეგ კი ხელმეორედ სცადეთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, როცა აღმართზე ან დაღმართზე დგახართ, შესაბამისად ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ამ დროს შეგიძლიათ, ხიდების ჩამრთველ ბერკეტს მიაწვეთ, მუხრუჭს მსუბუქად შეუშვით ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მისცეთ. ამ დროს ის თავისუფლად იპოვის ბუდეს და თავის ადგილას ჩახტება. როგორც არ უნდა დარწმუნდეთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც გააკეთეთ საკონტროლო მოძრაობა. იგივენაირად მოიქეცით ხიდების გამორთვისასაც. ანუ, სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ, რათა ხიდების ჩასართავ კბილანას საშუალება მიეცეს თავის ბუდეს კარგად მოერგოს. ამ წესების დაცვით, თქვენ არასდროს გააფუჭებთ ხიდების ჩასართავ მოწყობილობას და ზოგადად, არც მათი ჩართვა გაგიჭირდებათ.

 

скачать dle 11.3