კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ქებაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქება.

1817 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება ზაალ სოლოღაშვილის ყმა – კვირია ქებაძე. მისი წინაპრები იერუსალიმის მონასტრის გლეხები იყვნენ.

მარაბდაში მცხოვრებმა გიორგი ქებაძემ 1829 წელს იქორწინა მარაბდაშივე მცხოვრები გიორგი ხუციშვილის ქალზე – მართაზე. თავდებნი იყვნენ ნაცვალი სოლომონ ტერფიჩხელაშვილი, ივანე მეღვინისშვილი, ივანე ბერიაშვილი და ტეტია გულდამაშვილი.

საქართველოში 1 198 ქებაძე ცხოვრობს: თბილისში – 348, გორში – 202, ზესტაფონში – 86. არიან სხვაგანაც.

ბაღდუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაღდუა.

ბაღდუაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან. მათ მიწის გაყოფის დროს ჩხუბი მოსვლიათ. სიგელი შედგენილია ბაგრატიონ-მუხრანსკის მითითებით, ხელს აწერენ არტემა და მელქო ბაღდუაშვილები. აქვე მოიხსენიებიან დროებით ვალდებული გლეხები – ბაღდურაშვილები.

საქართველოში 34 ბაღდუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 7, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.

ახსიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახსია.

1721 წელს ახსია ახსიაშვილი დასახელებულია მოწმედ; ის, ასევე, დასახელებულია მოწმედ 1732 წელს ტბელი გიორგი იაგულაშვილის მიერ ხელავერა გიორგისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.

ახსიაშვილები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, 1873 წლის აღწერით, სოფელ საღორაშენში ცხოვრობდნენ.

ენაგეთში მცხოვრებმა იოსებ ახსიაშვილმა 1830 წელს იქორწინა და ჯვარი დაიწერა ბარბარესთან. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.

საქართველოში 52 ახსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 30, გარდაბანში – 12, თეთრი წყაროში – 10.

გოგნიაშვილი-გოგნაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგნა.

„გოგნიაშვილი გოგინა იყო ძმა მომწობლიძისა, მეფის მეღვინისა – 1430 წელსა და ამათმა შვილმა გაიგვარა გოგნიაშვილობა“.

ამავე ძირისაა გვარები: გოგნელაშვილი, გოგნაძე

საქართველოში 859 გოგნაძე ცხოვრობს. ხარაგაულში – 116, თბილისში – 113, ბაღდათში – 112. არიან სხვაგანაც.

403 გოგნიაშვილი: თბილისში – 167, საგარეჯოში – 139, გორში – 39. არიან სხვაგანაც.

გეტაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი გეტა.

სოფელ მუხათში არის სახინჯარი გეტაანი.

გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.

პეტრე გეტაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში 1823 წელს.

საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.

ზაქაიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაქა, რომელიც ზაქარიას შემოკლებული ფორმაა.

ზაქაიძეები გარისში გადასულან სოფლებიდან – წკარა და ზაქათკარი.

ხადის ხეობის სოფელ წკერაში მცხოვრები ზაქაიძეები იყოფიან გივიანად და კაციანად, ამავე ხეობის, მეღურის მოსახლენი – ყატკუიანად და ჯაბიანად, ბეგოთკარისა კი – ბაზიანად და გაჩალდიანად.

ამავე ძირისაა გვარები: ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქიძე, ზაქარია, ზაქარაია, ზაქარეიშვილი, ზაქარიაძე, ზაქროშვილი.

საქართველოში 1 347 ზაქაიძე ცხოვრობს: თბილისში – 386, დუშეთში – 354, მცხეთაში – 212. არიან სხვაგანაც.

ლაშქარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაშქარა.

ლაშქარა ქართული სახელია, თუმცა, თვით სიტყვა „ლაშქარი“ სპარსული წარმოშობისაა.

ლაშქარა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეცაა.

1721 წელს, ჩხიკვათში, საგინაშვილების ყმებად მოიხსენიებიან გოდერძა და შერმაზან ლაშქარაშვილები.  

ლაშქარაშვილთა ერთ ნაწილს მიუღია სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება და კამერული აღწერის სიაში სომხებად ჩაუწერიათ.

ამავე ძირისაა გვარები: ლაშქარავა, ლაშქარაძე, ლაშქარეიშვილი.

საქართველოში 598 ლაშქარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 217, გორში – 102, კასპში – 51. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3