კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუგზავნა სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს ქართული ჭაჭა

იოსებ სტალინი, შეძლებისდაგვარად, ცდილობდა, რომ უცხოელი პოლიტიკოსებისა თუ დელეგატებისთვის საქართველო გაეცნო. იალტის კონფერენციის მსვლელობისას, დიდი სამეულის ერთ-ერთ მორიგ სადილზე, სტალინმა ქართული მშრალი ღვინო შეაქო. იცით რა არის ჭაჭის არაყი? – ჰკითხა ამის შემდეგ რუზველტსა და ჩერჩილს. რა თქმა უნდა, მათ გაგონილიც არ ჰქონდათ ჭაჭის არაყის შესახებ. ქართული ჭაჭის არაყი საუკეთესოა ყველა არყებს შორის, თუმცა, მე არ ვსვამ, მსუბუქი მშრალი ღვინის მოყვარული უფრო ვარ, – განაგრძო სტალინმა. ამ საუბრის შემდეგ ჩერჩილმა სტალინს ჰკითხა როდის დავლიოთ ჭაჭის არაყიო. სტალინმა აღუქვა, რომ უახლოეს დღეებში შეეცდებოდა, სტუმრებითვის ჭაჭის არაყი დაეგემოვნებინებინა. მეორე დღეს, ჩერჩილსა და რუზველტს გადასცეს ბელადისგან გაგზავნილი ქართული არაყი – ჭაჭა. 

მრავალი მაგალითი მოიძებნება ბელადის ბიოგრაფიაში, თუ როგორ უწევდა ის საქართველოსა და ქართველ ხალხს, ქართულ ტრადიციებსა და ქართულ ზნე-ჩვეულებებს პროპაგანდას. 1951-1952 წლებში მოსკოვში დასასვენებლად და სამკურნალოდ ჩამობრძანდა საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ტეროზი. ის რამდენჯერმე მოინახულა სტალინმა. მათ ერთ-ერთ შეხვედრას მოლოტოვიც იხსენებს. ფრანგმა სტუმარმა და სტალინმა კარგა ხანს ისაუბრეს, – წერს ის. საუბარი საქართველოზეც ჩამოვარდა. ცხადია, თქვენ ნამყოფიც არ ხართ საქართველოში, ამხანაგო ტეროზ, არ გსურთ იქ ჩასვლა? – დაინტერესდა ბელადი. ჩემი ოცნებაა მოვინახულო ქვეყანა, სადაც თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ – უპასუხა ტეროზმა. თუ ასეა, ხელს რა გიშლით? – დაინტერესდა სტალინი. ჯანმრთელობის გარდა არაფერი – იყო პასუხი. ბელადმა დაარწმუნა ტეროზი, რომ ის იმდენად გამოჯანმრთელდა, საქართველოში ჩასვლას შესძლებდა. თან, ცნობისმოყვარეობაც გაუღვივა, ქართველები ჩინებულ მასპინძლობას გაგიწევენო.

გარკვეული ხნის შემდეგ ტეროზმა მართლაც იმოგზაურა საქართველოში და კარგა ხანიც დაჰყო ბელადის სამშობლოში. ამის შემდეგ კვლავ შედგა ბელადისა და ფრანგი სტუმრის შეხვედრა. ტეროზი მოხიბლული იყო, აქებდა ქართულ ჭედურობას, ფიროსმანს, ფუნიკულიორს... კარგია, კმაყოფილი დარჩა ბელადი და ტეროზს შესთავაზა, მოდი, საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთო. დიდი სიამოვნებით შევსვამ საქართველოსა და ქართველი ხალხის სადღეგრძელოს, – თქვა მან, ღვინით სავსე ჭიქას წამოვლო ხელი და წამოდგა. ბრძანდებოდეთ, – უთხრა ბელადმა. ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ამ შემთხვევაში არ დაგემორჩილოთ. სტალინიც აღარ შეეწინააღმდეგა. ტეროზმა ერთ სადღეგრძელოში ჩამოაყალიბა, რაც კი რამ ჰქონდა საქართველოს შესახებ გაგონილი: თუ როგორ მოიხიბლა მოგზაურობისას ამ ქვეყნით, მისი სტუმართმოყვარეობით, კულტურითა და ისტორიით, „ვეფხისტყაოსნით”. იდიდოს და იდღეგრძელოს ქართველმა ხალხმა, ამ სიტყვებით გამოცალა სასმისი ტეროზმა. შემდეგ ჭიქა ამოატრიალა და დასძინა: ასე მტერი და ორგული დაეცალოს საქართველოსა და ქართველ ხალხსო. „ამინ!” – არ დააყოვნა სტალინმაც. ასე, ფეხზე წამოდგომით განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამენ ქართველები, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ კი სასმისში წვეთს არ ტოვებენ. მეც საქართველოში მასწავლეს ეს ყოველივეო, უთხრა ტეროზმა სტალინს.

უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცუდად იყო განწყობილი დიდი ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის მიმართ. 1926 წელს ის აიძულეს, გადამგარიყო მისივე დაარსებული – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან. მათი ძალისხმევით, დიდმა მეცნიერმა თითქოსდა ავადმყოფობის გამო, დატოვა ეს თანამდებობდა. 30-იან წლებში ჯავახიშვილი გააკრიტიკეს, მიწასთან გაასწორეს და შეიძლება ითქვას, იდეოლოგიურად ჩაქოლეს. მაშინდელ შსს სახალხო კომისრის მოადგილე ლავრენტი ბერიას მოხსენება გაუგზავნეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უნივერისტეტში დიდი არარეგალური ორგანიზაცია „აღმოაჩინეს”. „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამაგონებელი ამ კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთელი მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის განმავლობაში, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალური ნაწილი. კონტრრევოლუციურ ფაშისტური ორგანიზაციის რიგი დაპატიმრებული მონაწილე ხელმძღვანელობის ჩვენებებით, ასევე დადგენილია, რომ პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, არის რა დაკავშირებული ფაშისტური გერმანიის მთავრობის წევრებთან, ახორციელებს აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დაბოლოს... კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ,” – ვკითხულობთ მოხსენებაში.

ივანე ჯავახიშვილი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ამგვარ მძიმე სიტუაციაში ვიღაცამ ივანე ჯავახიშვილის ამბავი სტალინს აცნობა. სტალინმა კრემლიდან თითი დაუქნია:  ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა სცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და „სუკის“ ჯურღმულში სიკვდილს. ბელადის ამ ცნობილი ჩარევის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის გარშემო სიტუაცია დათბა. ამის გამოხატულება იყო ის, რომ 1939 წელს დიდი ისტორიკოსი აკადემიკოსად აირჩიეს. 

როგორც ცნობილია, ბელადთან ყოველთვის წინასწარ შეჰქონდათ ხელმოსაწერად სტალინური პრემიით დასაჯილდოებელთა სია. ერთხელ მან ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი ვერ აღმოაჩინა პირველი ხარისხის პრემიაზე წარდგენილთა სიაში. როდესაც მიზეზი იკითხა, უპასუხეს: კენჭისყრისას ხმა არ ეყოო. ჩემი ხმა თუ ეყოფა? – ორაზროვნად უკითხავს სტალინს. ასე მიენიჭა, მართლაც სახელოვან ანსამბლს პირველი ხარისხის პრემია.

 

скачать dle 11.3