კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რა არის აბსცესი და როგორ უნდა დადგინდეს მისი არსებობა ორგანიზმში?

პასუხი:  აბსცესი ანუ ჩირქგროვა – (შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება) ვითარდება ორგანიზმში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან რომელიმე დაავადების (პნევმონია, ტრავმა და ასე შემდეგ) გართულების შედეგად. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებასა და ქსოვილის კვდომას. მკვდარი ქსოვილის ადგილზე წარმოიქმნება ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოიყოფა. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, სისხლში – ლეიკოციტოზი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება.

კითხვა: რა არის ბართოლინიტი? 

პასუხი:  ბართოლინიტი – ბართოლინის (საშოს კარიბჭის) დიდი ჯირკვლების ანთებაა.  იწვევს სხვადასხვა მიკრობი, უმეტესად – გონოკოკი. ანთებითი შეშუპების შედეგად ჯირკვლის სადინარი იხშობა, გამოყოფილი ჩირქოვანი სეკრეტი გარეთ ვერ გამოდის და წარმოიქმნება ბართოლინის ჯირკვლის აბსცესი. დამახასიათებელია: ძლიერი ტკივილი შორისის არეში, სხეულის ტემპერატურის აწევა, საშოს შესასვლელთან შესიება.

კითხვა: ვარ 34 წლის, მყავს ერთი შვილი. საზარდულთან ხელის შეხებით რაღაც ჯირკვალივით მესინჯება, რომელიც შეხებისას მტკივნეულია. რას ახასიათებს ხშირ შემთხვევაში ამ ადგილას ჯირკვლის გამიზეზებაა? (ციკლი არეული არ მაქვს, არც რაიმე გამონადენი). 

პასუხი:  უმეტეს შემთხვევაში, სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიებისა და ვენერიული დაავადებების დროს, დიდდება საზარდულის ლიმფური კვანძები. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გინეკოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ვარ 40 წლის. რაც თავი მახსოვს, სახეზე, ცხვირისა და ლოყის შუაში, მაქვს ხალი, რომელიც არც ისე დიდი ზომისაა. ახლა შევამჩნიე, თითქოს ცოტა ამოიწია კანიდან. საერთოდ, მაინტერესებს, ჯობია, ამოვიკვეთო თუ არ შევეხო?

პასუხი:  ხალის მოშორების საკითხი დგება საეჭვო ნიშნების შემჩნევისას, ან, ისეთი ხალების, რომლებიც ხშირად განიცდის ტრავმას, მექანიკურ დაზიანებას, ან კიდევ – კოსმეტიკური თვალსაზრისით. ზოგადად, ასეთი მიდგომაა: თავდაპირველად კონსულტაციისთვის ონკოდერმატოლოგს უნდა მიმართოთ. თუ ხალი ონკოლოგიურად უსაფრთხო აღმოჩნდა, შეგიძლიათ, ესთეტიკური ქირურგიის კლინიკაში მიბრძანდეთ და შემაწუხებელი წარმონაქმნი მოიშოროთ. თუ გაირკვა, რომ ხალი უკვე გადაგვარებულია, ოპერაცია ონკოლოგიურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს.

კითხვა: ალკოჰოლური სასმლის მიღებისას ცხვირი მეჭედება. შეიძლება, ეს ალერგიის ბრალი იყოს?

პასუხი:  დიახ, შეიძლება. არსებობს რინიტის არაალერგიული ფორმა, რომელიც, შესაძლოა, პროვოცირებული იყოს საკვებით: ალკოჰოლით, სუნელებით, წიწაკით და ასე შემდეგ.

 

скачать dle 11.3