კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტაისონი და ჰოლიფილდი რინგზე დაბრუნდებიან

ტაისონი და ჰოლიფილდი რინგზე დაბრუნდებიან

მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, შესაძლოა, რინგზე დაბრუნდნენ და შეხვედრა გამართონ მოსკოვში, თუკი მათი წარმომადგენლები დათანხმდებიან საპრომოუტერო კომპანია „კრივის სამყაროს” პრეზიდენტის, ბიზნესმენ ანდრეი რიაბინსკის შემოთავაზებას. რამდენიმე ხნის წინ ტაისონი და ჰოლიფილდი ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტთან, ლარი კინგთან, შოუში იყვნენ მიწვეულნი, სადაც რინგზე შესაძლო დაბრუნებაზე ჩამოაგდეს სიტყვა. სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ რუსი პრომოუტერები ვეტერანი მოკრივეების მატჩის ორგანიზებით. ჰოლიფილდი და ტაისონი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 1996 წელს ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, ხოლო 1997 წელს მატჩი-რევანში ყველას ტაისონის კბენითა და ჰოლიფილდის მოკბეჩილი ყურით დაამახსოვრდა. უკანასკნელი ბრძოლა 47 წლის ტაისონმა 2005 წელს გამართა, ხოლო 51 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა რინგზე ბოლოს 2011 წელს იბრძოლა.

 

ყაჩაღების მსხვერპლი დელ პოტრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ, სულ რამდენიმე წამით მოადუნა ყურადღება და ყაჩაღების მსხვერპლი გახდა. არგენტინელი სპორტსმენი პარიზიდან ლონდონში რკინიგზით მიემგზავრებოდა. პარიზის სადგურში მან ავტოგრაფების დარიგება დაიწყო და თაყვანისმცემლებთან ფოტოების გადაღებით გაერთო, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა დრო იხელთეს და უყურადღებოდ  მიტოვებული ბარგიდან დელ პოტროს ჩანთა მოჰპარეს, რომელშიც დოკუმენტაცია, პასპორტი, ფული და რომის პაპის, ფრანცისკის მიერ ნაკურთხი კრიალოსანი ეწყო. „ყველაზე მეტად კრიალოსანზე მწყდება გული, რადგან სულ თან დამქონდა,” – განუცხადა ჟურნალისტებს დელ პოტრომ.

 

რაფაელა ფიკოს განცხადება

იტალიელი მოდელი რაფაელა ფიკო, რომელიც წარსულში მარიო ბალოტელის გერლფრენდი იყო, პირობას დებს, რომ, თუკი „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება ის გაიხდის და ფოტოკამერების წინ იპოზირებს. „დიახ, ვაპირებ გავიხადო და, ვგრძნობ, რომ გახდა არ ამცდება,” – აცხადებს ფიკო, რომელიც „ნაპოლის” იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემთხვევაშიც გაშიშვლებას გეგმავს. ცნობისთვის, ფიკო ბალოტელის მას შემდეგ გაშორდა, რაც სკანდალურმა მარიომ განაცხადა, რომ მისი მეგობარი გოგო მადრიდის „რეალის” ყველა ფეხბურთელს დაუწვებოდა, თუკი მადრიდული გრანდი „დორტმუნდის” ბორუსიას დაამარცხებდა, რაც, ფიკოსთვის საბედნიეროდ, არ მოხდა.

 

გინესის რეკორდსმენი პელე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, „ფეხბურთის მეფე” – პელე, ლონდონში გინესის რეკორდების წიგნის პრიზით დააჯილდოვეს. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში პელემ 1 283 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრებთან ერთად – 1958, 1962 და 1970 წლებში. პელეს პრიზი გადაეცა, როგორც „ფეხბურთის ლეგენდას”. „დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის,” – დაწერა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ფეხბურთის 73 წლის ლეგენდამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პელემ ილუსტრირებული ავტობიოგრაფია გამოსცა, რომელიც 15 კილოგრამს იწონის და მისი ფასი 1 500 დოლარია.

скачать dle 11.3