კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაულებრივი მოქცევა

1999 წელს ერთი ჩემი ახლობელი მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. მას გენადი ერქვა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში საქმიანი ადამიანი იყო, თავის ოჯახსა და ახლობლებზე მზრუნველი, ბევრ სიკეთესაც აკეთებდა, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ყურადღებას არ აქცევდა ეკლესიურ ცხოვრებას. მისთვის ეს მნიშვნელოვანი არ გახლდათ. ასე მიაღწია მან 49 წლის ასაკს და უცებ სრულიად ჯანმრთელს სარკომა დაემართა.

დიაგნოზის გაგების შემდეგ ახლობლებმა მისი სულის გადარჩენისთვის იწყეს ზრუნვა, ტაძარში მიიყვანეს, მაგრამ გენადი ვერც წირვაზე გაჩერდა, არც მოძღვრის სიტყვა შეისმინა, სასულიერო პირს უმიზეზოდ განურისხდა, შეურაცხყოფა მიაყენა და ტაძრიდან გაიქცა.

სარკომა ძალიან სწრაფად ვითარდება და მოკლე ხანში ბოლოს უღებს ადამიანს. მართლაც გენადის ავადმყოფობა ელვის სისწრაფით განვითარდა, რასაც მძიმე ტკივილები ახლდა თან. ფაქტობრივად, გენადის ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა, ბუნებრივია, აღარც ძილი ჰქონდა, აღარც სიმშვიდე. ექიმები ვერაფრით უმსუბუქებდნენ მდგომარეობას, გამაყუჩებლებიც არ მოქმედებდა.

ერთ დღეს – ეს იყო 1999 წლის სექტემბერი, პარასკევი საღამო. ჩვენს ოჯახში ტელეფონის ზარი გაისმა. დარეკა გენადის მეუღლემ და ჩემთვის დაუჯერებელი რამ მითხრა: გენადი მღვდლის მოყვანას ითხოვს. ჩემთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ვიფიქრე, რაიმე გაუგებრობა ხომ არ არის-მეთქი. ამიტომ მის მეუღლეს ვთხოვე ხელმეორედ შეკითხვოდა გენადის, თუ რა სურდა. მაშინ ტელეფონით თავად გავიგონე ლოგინად ჩავარდნილი ახლობლის ავადმყოფობისგან მისუსტებული ხმა: დიახ, დიახ, მღვდელი მომიყვანეთ.

სასწრაფოდ დავუკავშირდი ჩემს მოძღვარს, რომელმაც მისთვის ჩვეული გულისხმიერება გამოიჩინა და დაახლოებით ერთ საათში, უკვე გენადისთან ვიყავით. ის სრულიად მოწყვეტილი დაგვხვდა, კისრის ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობდა, კიდურებს ვერ ამოძრავებდა. ყველა ნიშნის მიხედვით, აშკარა იყო, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებდა, თუ როგორ გაუჩნდა მას მოულოდნელად მღვდლის ნახვის სურვილი. გენადიმ საოცარი ამბავი გვიამბო: დღეს ჩემი სული გამოვიდა სხეულიდან, მოვიარე ოთახები, დავათვალიერე მთელი სახლი, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, უკვე აღარ შემიძლია, აივნიდანაც კი გადავიხედე, შემდეგ სული სხეულში ჩაბრუნდა, რაც ძალიან არ მინდოდა. ამავე დროს განაგრძო მან: საშინელ კოშმარებს ვხედავდიო. როგორც მისმა მეუღლემ აგვიხსნა, ავადმყოფი ცხადში ხედავდა შავით მოსილ არსებებს, რაც მის, ტკივილებისგან ისედაც გაუსაძლის ყოფას, სრულიად აუტანელს ხდიდა. როგორც არაეკლესიური ადამიანისთვის, მისთვის გაუგებარი იყო ამის მნიშვნელობა. მან, ბუნებრივია, არ იცოდა პატერიკებში აღწერილი მრავალი შემთხვევა, როდესაც მომაკვდავს დემონები ეცხადებიან და სულს უშფოთებენ. ასეთმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა გენადის მოძღვართან საუბარი და ზიარება. სულში მანამდე უცნობმა გრძნობამ გაიღვიძა. დაიწყო აღსარება, მე დავტოვე ოთახი. აღსარება დიდხანს გრძელდებოდა. ჩანს, ბოროტს, თავისი მსხვერპლის ხელიდან გაშვება არ სურდა. ავადმყოფშიც გარკვეული გაორება იგრძნობოდა: მთელი ცხოვრება მასში დალექილი ათეისტური ცნობიერება უჩვეულო გრძნობას ებრძოდა. ეს იყო ბრძოლა ურწმუნობასა და რწმენას, ბოროტსა და კეთილს შორის. მოძღვარმა მომიხმო და ჩემი თანდასწრებით განაგრძო სნეულთან სარწმუნოებრივი საკითხების შესახებ საუბარი. სასულიერო პირი ყოყმანობდა – ეზიარებინა თუ არა ის, მაგრამ ავადმყოფმა მტკიცე სურვილი გამოამჟღავნა: მე მინდა ზიარება და სწორედ ამიტომაც დაგიბარეთო. გენადი ეზიარა. ცოტა ხანს კიდევ დავყავით მასთან. როგორც შემდეგ გადმოგვცეს, მას ჩვენი წასვლის შემდეგ ჩასძინებია. დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას ორი საათი მშვიდად ეძინა. როდესაც გაეღვიძა, „შავოსნების“ ნაცვლად მის წინაშე ბავშვის სახის არსებები გაჩნდნენ.

ეს მოხდა პარასკევს. კვირას, საღამოს 5 საათისთვის კი გენადიმ თავისი სული ყოვლადმოწყალე უფალს მიაბარა, რომელსაც არავის წარწყმედა არ სურს. გაჩნდა იმედი გენადის სულის გამოხსნისა, რისთვისაც მადლობა შევწირეთ უფალს.

скачать dle 11.3