კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორი სიხშირით უნდა ეზიარებოდეს ერისკაცი და რამდენი ზიარებაა წელიწადში აუცილებელი? ზოგი ხშირად არ ეზიარება იმ მიზეზით, რომ თავს უღირსად თვლის.

პასუხი: ყველა წმიდა მამა ერთხმად აღიარებს, რომ მორწმუნე ქრისტიანი დიდი ხნით არ უნდა მოაკლდეს მაცხონებელ მადლს წმინდა ზიარებისას, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში არ უნდა დააყოვნოთ ზიარება. ამ ყოველივეს კი უნდა იქმოდეთ თქვენი სულიერი მომზადების შესაბამისად, მოძღვრის კურთხევის მიხედვით.

კითხვა: არ მყავს მოძღვარი. მინდა, აღსარება ვთქვა. შეიძლება თუ არა, ამისთვის ნებისმიერ მღვდელს მივმართო, თუ, აუცილებლად მოძღვარი უნდა ვიყოლიო?

პასუხი: ყველა მღვდელს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი, მაგრამ, მოძღვრად ადამიანი ირჩევს მღვდელს, რომელსაც გამოუცხადებს ნდობას და იღებს მისგან სულის მხსნელ რჩევა-დარიგებას. ასეთი ადამიანი კი ნებისმიერი მღვდელი ვერ იქნება. აღსარებისთვის უარს არც ერთი მღვდელი არ გეტყვით, მაგრამ, მომავლისთვის უნდა იზრუნოთ, რომ გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მოგცემთ სასარგებლო რჩევა-დარიგებებს.

კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?

პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.

კითხვა: როდის ეთვლება ადამიანს ცოდვად პირჯვრის გამოსახვა?

პასუხი: პირჯვრის გადაწერა ცოდვად ჩაითვლება, თუ ადამიანი პირჯვრის გამოსახვით ცდილობს დაგვიდასტუროს სიცრუე, ფლიდობა, ყალთაბანდობა და სხვა არაწმინდა საქმე. ამით ის საკუთარ თავზე მსჯავრს მოიწევს.

скачать dle 11.3