კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განტოლება ვერ ამოხსნა გიორგი ყიფშიძემ და რატომ ვერ უყურებს მისი ცოლი „ცეკვავენ ვარსკვლავებს“

ვარსკვლავები ყოველთვის ცეკვავდნენ – სცენაზე, წვეულებაზე, ქორწილსა თუ დაბადების დღეზე, მაგრამ, ისინი უკვე მესამე წელია, ამტკიცებენ, რომ „ცეკვა პარკეტზე“ – ეს სხვა პროფესიაა, არითმეტიკული სამყარო, რომელიც გართობასთან სულაც არ ყოფილა ახლოს – ასეთ სერიოზულ გამოწვევად იქცა გიორგი ყიფშიძისთვის ეს პროექტი. ის არის შოუს ყველაზე გალანტური, ქარიზმატული და მამაკაცური მონაწილე, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით.

 

  გიორგი ყიფშიძე: პროექტი რომ დაიწყო უფრო ვერთობოდი, ახლა მოვდივარ „ხოდზე“ და ახლა ვხვდები, თუ რა ხდება საერთოდ. ამის შესრულება ძალიან რთული რომ იყო, პირველივე ცეკვაზე მივხვდი, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ რაღაცნაირად გავძვრებოდი. აი, ახლა და ახლა მოვდივარ გონს, რა ხდება რეალურად: თავიდან ბოლომდე მათემატიკაა, გეომეტრიულ ფიგურებზეა აწყობილი ყველაფერი – სვლები, თვლები, ხაზები, პარალელები, სინქრონები...

– ახლოს იყავი მათემატიკასთან?

– არანაირად (იცინის) და მთელი ეს მათემატიკა უნდა შეავსოს არტისტიზმმა, ემოციამ. მაგრამ, ამის ჩვენებას ვერ ასწრებ, იმდენად ფიქრობ გეომეტრიაზე. სულ ამას მეუბნებოდნენ: გასაგებია, მსახიობი ხარ და ემოციას მიჰყავხარ, მაგრამ, სიზუსტე-სისუფთავეზე იმუშავე, იდაყვი არ ჩამოგივარდეს, ხელი გაჯგიმე, ტრაკი შებზიკე, მუცელი შეისუნთქე... შოკში ჩავვარდი. ახლა, ეტყობა, ფიზიკამ, კუნთმა, რაღაცეები დაიმახსოვრა და ამაზე იმდენ დროს აღარ ვხარჯავთ, ხანდახან თუ შემახსენებს, რომ იდაყვი გაასწორეო. ახლა შევდივარ მუღამში და ჩემი გაგდება იქნება?! ახლა ვარ მოქოქილი. ყველაზე რთული ცეკვები მოვიშორეთ, ასე ვთქვათ და, ყველაზე კარგი, ყველაზე სასიამოვნო და საცეკვაოდ ყველაზე ადვილი დამრჩა. 

– ოჯახი როგორ შეხვდა შენს ამ გადაწყვეტილებას?

– მამაჩემი ფინალამდე თუ მიაღწევს, არ ვიცი; ისე ნერვიულობს, გიჟდება. ზურა ყველაფერზე ნერვიულობს, რომ ვჭამ იმაზეც და, წარმოიდგინეთ, ახლა რა სჭირს. ლენუკაც მაგრად ნერვიულობს. იმ დღეს ვუთხარი, მე რომ ესემესის გამო გავვარდე, დაგკარგავ სამუდამოდ ან დაგხოცავთ ყველას-მეთქი. ამაზე არ მაფიქროთ, მე ცეკვაზე უნდა ვიფიქრო და ესემესებს თქვენ მიხედეთ-მეთქი.

– გულშემატკივრები როგორ უნდა გადააქციო ესემესების გამომგზავნ ადამიანებად?

– ეს ამოუხსნელი ამოცანაა, არ ვიცი, როგორ გავაკეთო. ყველას ჰგონია, რომ გიორგის ისედაც ძალიან ბევრი გულშემატკივრობს და რაღად უნდა ჩემი დამესიჯება. ამ დროს, ასე არ არის. 

– მესამე სეზონი გამორჩეულია ძალიან მაგარი მოცეკვავეებით, ასე მაგრად და ამდენი ერთად სხვა დროს ამ შოუში არ ყოფილან. ესეც ძალიან დიდი სირთულეა.

– აბა, და, პლუს, მეცამეტე გოგო, პროფესიონალი მოცეკვავეა, მე როგორ უნდა ვაჯობო?! ჩორგოლა ხომ, საერთოდ, „სუხიშვილებს“ გამოეყო და ცალკე, თავისი საგვარეულო მიმდინარეობა ჩამოაყალიბა (იცინის). გიჟია, გადარეულია, როგორ უნდა აჯობო?! ამიტომ, მე ჩემი ნიშა უნდა ვიპოვო, თორემ, ცეკვის კლასიკური სტანდარტებით მაგათ რას ვაჯობებ?!

– საერთოდ, კონკურსში მიგიღია მონაწილეობა?

– არა, რას ლაპარაკობ, რა კონკურსი! ნოემ რომ მითხრა, დავთანხმდი – ვიფიქრე, მივალ, გავერთობი-მეთქი. მეგონა, ეს ადვილი იქნებოდა ჩემთვის, თურმე, „სადა ბანაობ“...

– იყო ისეთი ცეკვა, რომლითაც ისიამოვნე?

– ეგეთი წინ მაქვს. არა, „ლინდი ჰოპითაც“ ვისიამოვნე, მომწონს „როკ-ენ-როლის“ ტიპის ცეკვები, მაგრამ, წინ მაქვს „ჯაივი“ და, რაც მთავარია, „არგენტინული ტანგო.“ ულამაზესი ცეკვაა და, თან, საოცრად შინაარსიანი. ეს არის კონფლიქტი ქალსა და კაცს შორის. ჩვეულებრივ „ტანგოში“ სიყვარულია, იქ კი უფრო კონფლიქტია და ეს ძალიან მაგარია. „პასადობლეში“ ქალსა და კაცს შორისაა გადმოტანილი მამაკაცისა და ხარის დაპირისპირება, დაახლოებით იგივეა „არგენტინულ ტანგოშიც.“ ცეკვის ფილოსოფია ცალკე ძალიან საინტერესოა, ამ ყველაფერს მიყვებიან ყველა დადგმის წინ. „რუმბასაც“ ასეთი ხასიათი აქვს, მაგრამ, არ გამოგვივიდა. კინოტურში როლი გარეგნობიდან გამომდინარე შემირჩიეს, მაგრამ „რუმბა“ ინტიმურ სიტუაციას ითხოვდა, რაც გამორიცხული იყო 13 წლის ბავშვსა და მარტოხელა მკვლელ მამაკაცს შორის. აპრიორში განწირული იყო ეს ცეკვა. იქ ეროტიკა იქნებოდა მარაზმული, პათოლოგიური და, შესაბამისად, არ გამოვიდა. 

– ჯულიანა როგორი გოგოა?

– პელეა, პირველი ნომერი. ძალიან მალე გავვარდებოდი, რომ არა ჯულიანა. წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე იღებს ჩემგან ყველაფერს. თითქოს, რომ მგონია, აი, ყველაფერი კარგად არის-მეთქი, ჯულიანა ახერხებს, რომ კიდევ ათჯერ მეტი ამოიღოს ჩემგან. მკაცრი ტიპია, მაგრამ, არ ხმაურობს. რაც შესაძლებელია, მაქსიმუმს იღებს ჩემგან. თან, ძალიან ცოტა დროა – თითქოს ერთი კვირაა, მაგრამ, რეალურად, ოთხი დღეა სამუშაოდ: შემდეგი დღე დასვენებაა, ერთი დღე – თვითონ შოუ; ზოგჯერ მუსიკა არ არის გადაწყვეტილი და, თუ მუსიკა არ არის, ქორეოგრაფები ცეკვას ვერ გვიდგამენ. ზოგადად, ქალი ხომ მხოლოდ თინეიჯერულ ასაკში გინდება, კონკრეტულად რომელი, ამას დიდი  მნიშვნელობა არ აქვს, მე კი უკვე იმ ასაკში ვარ, ჯერ ქალი უნდა ვნახო, რომ მერე ის მომინდესო (იცინის) – ასე ამბობს ჩვენი ქორეოგრაფი. ასე რომ მუსიკის ლოდინში კიდევ ერთ დღეს ვკარგავთ.

– ანი აქტიურად არის ჩართული?

– ანი მეუბნება, ახალ წლამდე თუ მივაღწიე, არ მგონიაო. წნევები და თავის ტკივილები აქვს, ვერც უყურებს პირდაპირ ეთერს, მერე ჩანაწერს ნახულობს ხოლმე.

– დაგისტრესია ოჯახი.

– მაგრად. ლენუკა დადის მხოლოდ და, კიდევ, ზურა, რომელიც სადღაც, კულისებში ჩუმად იმალება, ისე უყურებს, ტირის და რაღაცეებს აკეთებს. დედაჩემი სახლიდან მგულშემატკივრობს, იქიდან უშვებს დადებით ენერგიებს, ჩაკრებს მიხსნის და აურას მიწმენდს. (იცინის).

 

скачать dle 11.3