კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპანიკა ავსტრიის ჰოჰენჰემის სასახლის პრინცესა ქეთი ქემოკლიძემ და რა დაკარგა ქართულმა პოლიტიკამ მისი უცხოეთში წასვლით

პლასიდო დომინგოს ქართველი რჩეული, მომღერალი ქეთევან ქემოკოლიძე, უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის შესახებ ჩვენი ჟურნალი არაერთხელ წერდა, თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. როგორც იტყვიან, ქეთი ნამდვილ შემოქმედებით ზენიტშია. მისმა ამერიკულმა და იაპონურმა გასტროლებმა საკმაოდ ხმაურიანი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 

 

ქეთი ქემოლიძე: ახლახან დავბრუნდი იტალიაში ამერიკიდან და, მინდა გითხრათ, საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ამერიკაში, კერძოდ, ჰოლივუდში, პლასიდო დომინგოს მიწვევით გახლდით, სადაც შევასრულე კონკიას როლი, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

– თუ არ ვცდები, ამერიკულმა პრესამ ამ როლის საუკეთესო შემსრულებლად დაგასახელა.

– დიახ, ასეა. სხვათა შორის, ამ როლს ორნი ვასრულებთ: ერთი ამერიკელი ოპერის მომღერალი და მე. როგორც ამერიკული პრესა წერდა, ქართველმა კონკიამ ნამდვილად აჯობა ამერიკელ კონკიასო. წერდნენ, ქეთევანის კონკიამ, ნამდვილად მოგვაჯადოვა ამერიკელებიო (იცინის). მერწმუნეთ, ეს ყველაზე დიდი შეფასება და აღიარება გახლდათ. ლოს-ანჯელესშიც და ჰოლივუდშიც გადაჭედილი იყო დარბაზი. 

– ესე იგი, გახდი ჰოლივუდისა და ლოს-ანჯელესის მომაჯადოებელი კონკია?

– ასე გამოდის (იცინის). შემდეგ ბონშიც ვიმღერე, სადაც არაერთი მილიონერი დაესწრო ჩემს გამოსვლას. ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომლითაც შიდსით დაავადებულ ბავშვებს დავეხმარეთ. შემდეგ სოლო კონცერტი გავმართე ავსტრიაში, ჰოჰენჰემის სასახლეში, ავსტრიის „არპეჯონეს” ორკესტრთან ერთად. ამ ორკესტრის დირიჟორი კი გახლავთ, ქართველი ირაკლი გოგიბედაშვილი. სასახლის ეზო ულამაზესია, სადაც სცენა იყო გამართული. რასაკვირველია, იქ საგრიმიოროს ვერავინ მომიწყობდა და, ამიტომ, თავად ამ სასახლის პრინცესამ დამითმო თავისი ოთახი. აი, ამ ოთახში დამემართა სასწაული (იცინის). მოკლედ, ხუთი წუთი აკლდა ჩემს გამოსვლას, სწრაფად ვცდილობდი მოწესრიგებას, გადავიცვი კაბა და, ელვა-შესაკრავი, რომელიც კაბას მთელ სიგრძეზე აქვს, მთლიანად ჩაიხა. გადავირიე ნერვიულობით. თავად პრინცესა მაწყნარებდა, მეუბნებოდა, არ ინერვიულო, ჩემს კაბას ჩაგაცვამო. იმის კაბა ჩამეტეოდა მე?! (იცინის) დაიბნა, სასახლის მკერავი დღეს არ არის აქ, რაღა ვქნაო. უცბად, გაახსენდა: ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი და იქიდან წამოვიღე ერთჯერადი ნემსი და ძაფი და ახლა მე უნდა გავხდე შენი პირადი მკერავიო (იცინის). მოკლედ, მეცა პრინცესა, დაიწყო კერვა და ისე ლამაზად მოახერხა, ვერ წარმოიდგენთ. ერთი სიტყვით, კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. თუმცა, როგორც პრინცესამ მითხრა, თურმე, მთელი კონცერტის განმავლობაში ისე ნერვიულობდა, კინაღამ ტვინში სისხლი ჩაექცა, სულ ოფლში გაიწურა. ასე მეგონა, თითოეული ამოსუნთქვის დროს, ან ახლა შემოეხევა ჩემი შეკერილი კაბა ტანზე, ან ახლაო (იცინის). ხომ იცით, ოპერის მომღერლები თითო ამოსუნთქვას ლამის სულს ვაყოლებთ თან და, ის კი ამ ჩემს ამოსუნთქვაზე პანიკაში ვარდებოდა (იცინის). წარმოიდგინეთ, პრინცესა ჩემი პირადი მკერავი ხომ გახდა, თან, ისე ვანერვიულე, საწყალი, ალბათ, ახლაც შოკშია.

– ქეთი, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, სახლში დამხმარე არ გყავს, მაგრამ, ოჯახისთვის და ბავშვისთვის დრო ყოველთვის გრჩება. არ გიჭირს დროის ისე გადანაწილება, რომ კარიერაშიც წარმატებული იყო და საოჯახო საქმეებიც მოასწრო?

– არ არის რთული. დედა, მამა და ქმარი ძალიან მეხმარებიან, გვერდში მიდგას ყველა და, ამიტომ, კარიერისთვისაც და ოჯახისთვისაც ყოველთვის რომ მრჩება დრო, მხოლოდ ჩემი სიყოჩაღის ნაყოფი არ გახლავთ (იცინის). თუ სწორად დაგეგმავ დროს და სწორად გადაანაწილებ ყოველ საათს, არ გაგიჭირდება საქმის კეთება და მოსწრება. რა ვიცი, მე ასე ვარ. სამი დღეა, რაც ვაშინგტონიდან ჩამოვედი და ახლა ცოტა ხნით ვისვენებ პროფესიული საქმიანობისგან. ჯერ იაპონიაში, ტოკიოში გახლდით. მინდა გითხრათ, რომ, იაპონია საოცარი ქვეყანაა. ყველაზე კულტურული, მომთმენი და თავმდაბალი ერია, ჩვენ არაფრით გვგვანან. ამდენი გაჭირვება გადაიტანა ამ ხალხმა და მაინც ფეხზე დგას, აშენებს სახელმწიფოს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სიმშვიდით იღებს იმას, რა განსაცდელსაც ღმერთი უგზავნის. ძალიან უყვართ ოპერა. ქუჩაში მხვდებოდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ. სასტუმროში რიგი იდგა, მელოდებოდნენ, რომ ჩემთან ერთად ფოტოები გადაეღოთ. მართლა საოცარი ხალხი ცხოვრობს იქ. იაპონიიდან პირდაპირ ვაშინგტონში გადავფრინდი. არაერთი სპექტაკლი ჩავატარეთ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვიმუშავეთ. ვაშინგტონში იმდენი ქართველი ესწრებოდა სპექტაკლებს, თავად მიკვირდა. მოკლედ, ძალიან გამანებივრეს ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ყვავილებითა და საჩუქრებით და ამისთვის დიდი მადლობა მათ. სხვათა შორის, ელჩის რეზიდენციაშიც გაიმართა მიწვევა და იქ იმდენი მონატრებული ქართული კერძი დავაგემოვნე, ვერ გეტყვით. გული ვიჯერე (იცინის). მთელი ჩვენი დასი და ხელმძღვანელობა გაოგნდა ქართული კერძებით. ამ მიღებაზე ქართული ჰიმნიც ვიმღერე და ძალიან ამაყი ვიყავი. ვაშინგტონში გავიცანი უხუცესი ემიგრანტი ქართველი, ჟურნალისტი პეტრე ხვედელიძე. 95 წლის კაცი ისე მხნედ გამოიყურება და ისეთ ჯანზე და გონებაზეა, გადაირევით. სხვათა შორის, ოთხი წლის წინ რომ ვიმღერე ვაშინგტონში, მაშინაც დაესწრო ბატონი პეტრე ჩემს გამოსვლას და ყვავილები მომართვა, ახლა კი – უგემრიელესი შოკოლადები. მე და ბატონმა პეტრემ ის ქართველი სამხედროებიც მოვინახულეთ, რომლებიც ავღანეთში, ყველზე ცხელ წერტილში მსახურობენ და რეაბილიტაციას გადიან ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

– როგორ გგონია, შენ რომ საქართველოში დარჩენილიყავი, რა მოხდებოდა შენს კარიერულ ცხოვრებაში?

– ალბათ, პოლიტიკაში ვიქნებოდი ან საზოგადოებრივ სფეროში ვიმოღვაწევებდი. ასე რომ, ჩემი უცხოეთში წასვლით საქართველომ ხმამაღალი პოლიტიკოსი დაკარგა (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სულ ვამბობ, ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ვარ-მეთქი. რასაკვირველია, პატარ-პატარა პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ, ზოგადად, ნამდვილად გამიმართლა როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ახლა შემოქმედებითად წარმატებული პერიოდი მაქვს და ეს შრომისა და იღბლის შედეგია. მომავალში კი აუცილებლად ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები და იქ გავაგრძელებ ცხოვრებას ჩემს პატარა ოჯახთან ერთად.

 

скачать dle 11.3