კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საერთო აქვს მირიან ბარათეონს ლევან ვასაძესთან და ქმნის თუ არა მათ საერთო სახეს დათო დარჩია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში”

შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის მსახიობი, დათო დარჩია, მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა, მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი პერსონაჟი – მირიან ბარათეონი, უყურადღებოდ არავის დარჩენია და იმასაც ამბობენ, ლევან ვასაძის პროტოტიპიაო. რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ჩვენი რესპონდენტი და რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს, ამას და სხვა დანარჩენსაც, ინტერვიუდან შეიტყობთ.   

 

– რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, მაყურებელს უამრავ სპექტაკლში ჰყავხარ ნანახი. არაერთ სპექტაკლს მოუტანია შენთვის პოპულარობა, თუმცა მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდი, პოპულარობამ ერთი-ორად იმატა. გამოჩნდი თუ არა სერიალში, ყველანაირი რეკორდი მოხსენი ამ მხრივ.

– საინტერესოა, ეს რეკორდი დათო დარჩიამ მოხსნა თუ მირიან ბარათეონმა?!

– რადიკალურად განსხვავებული ადამიანი რომ ხარ შენი პერსონაჟისგან, ყველა დამეთანხმება, ვინც გიცნობს, მაგრამ იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მირიანმა თავისი საქმე გააკეთა.

– ჩემი აზრით, მირიანმა უპირველესად, მაინც ის გააკეთა, რომ ორი ადამიანისგან შემდგარ ოჯახს პრობლემები შეუქმნა და მგონი, ხალხი ვეღარ მიტანს. ვინ არის ეს მირიან ბარათეონი, რატომ ანგრევს ამ ოჯახს, რა უნდაო, ამბობენ. თუმცა, „ბაბულიკას“ და კატოს ურთიერთობაში ბზარი მთლად მირიანს არ გაუჩენია. ყოველ შემთხვევაში, მინდა, მაყურებელს ვუთხრა, რომ ნუ ნერვიულობთ, მეც თქვენ გვერდით ვარ. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ სერიალია. ის მირიანია ბარათეონი, მე კი დათო ვარ დარჩია.

– როგორია შენს თვალში მირიან ბარათეონი – ეს საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის, მაგრამ ისეთი თვისებების მამაკაცი, როგორც წესით, თანამედროვე ადამიანი არ უნდა იყოს.

– თანამედროვე მამაკაცს რომ არ ახასიათებს მგონი, თამაშობს. მიაჩნია, რომ მამაკაცი მჭევრმეტყველი და რაინდი უნდა იყოს და არა – მოძველბიჭო. თუმცა, ასეთებიც მრავლად არიან სერიალში, მაგალითად, ბაბულიკები. მირიანს ბრძნული აზრები და საკუთარი გამონათქვამები აქვს, რომელსაც მერე წიგნად გამოსცემს. ცოტა გიჟია, თუმცა მასზე ცუდს არაფერს ვამბობ, რადგან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ცოტა ამბიციური და მკვეხარა ტიპია, რომელსაც თავისი ფრაზები ყველაზე მაგარი ჰგონია.

– რაც მირიანი გამოჩნდა სერიალში, მას შემდეგ მთელი თბილისი იმას ამბობს, ეს პერსონაჟი ლევან ვასაძის პროტოტიპიაო. თავად თუ ეთანხმები ამ მოსაზრებას და საერთოდ, თუ გსმენია ამის შესახებ?

– როგორ არ მსმენია. მართალია, სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ და არც პირადი გვერდი გამაჩნია, მაგრამ, ვისაც აქვს, ყველა მეუბნება, ამის შესახებ ხშირად არის იქ საუბარიო. ბატონ ლევანს პირადად არ ვიცნობ, არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ, როგორც გავიგე, მას მირიანთან ის მსგავსება აქვს, რომ მასაც ბევრი შვილი ჰყავს, აქვს ბევრი ფული და ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. ამით თუ ჰგვანან ერთმანეთს, მივესალმები. ისე, არც ის ვიცი, ლევანი რას საქმიანობს და არც ის – მირიანი კონკრეტულად რას საქმიანობს. თან, მგონი, არც ფიზიკურად ვგავართ ერთმანეთს. ასე რომ, რაღაც ცდომილებები ნამდვილად არის. პირადად მე, არავის პროტოტიპს არ ვთამაშობ. ვცდილობ, მოგონილი მირიან ბარათეონი განვასახიერო დავით დარჩიას პატარ-პატარა ელემენტებით. 

– მიუხედავად ამისა, ეთანხმები თუ არა ხალხის აზრს?

– 50/50-ზე.

– იმედი მაქვს, ლევან ვასაძემდეც მივიდოდა ეს ამბავი და ადრე თუ გვიან ერთმანეთს გაიცნობთ.

– ალბათ, ერთმანეთს გავიცნობთ, არაფერია გამორიცხული. მართალია, მას არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე მინახავს ტელევიზიით. შემეძლო, მომესმინა მისთვის და რაღაც დეტალებზე „ჩამევლო,” მაგალითად, როგორ საუბრობს და ასე შემდეგ. მაგრამ, ამას არ ვცდილობ, რადგან მინდა, მირიან ბარათეონს უფრო დათო დარჩიას რაღაცეები მივცე, ვიდრე ლევან ვასაძის.

– სანამ ამ სერიალში გამოჩნდებოდი, მანამდე თუ იყავი „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი?

– რა თქმა უნდა, ვიყავი. ამ სერიალის თითქმის ყველა სეზონში ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. ასე რომ, მეც ყოველთვის ვუყურებდი. 

– ქუჩაში უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩები მაყურებელს. მირიანსაც ხომ არ გეძახიან?

– მირიანს ძირითადად მაინც მეგობრები მეძახიან. რომ დამინახავენ, მეღადავებიან: ოხ, ბარათეონი მოვიდაო. მერე უკვე შეიძლება, გაიზარდოს ეს თემა და უცნობებმაც დამიძახონ, ისევე როგორც წლების წინ ჯიოს მეძახდნენ სპექტაკლიდან გამომდინარე – „მერე რა რომ სველია სველი იასამანი.” 

– ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს ამ სერიალში შენი გამოჩენა?

– ძალიან კარგად, განსაკუთრებით შვილებმა. ელენიკო ძალიან ბედნიერია, როცა მეგობრები ეუბნებიან, მამაშენი ვნახეთო. ძალიან მოსწონს ამის გამო ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეუღლეს რაც შეეხება, ვიკას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ლაითი” ადამიანი არ არის და პირში მეუბნება ყველაფერს. ჩემი გმირი ვიკასაც მოეწონა და დადებითად შეაფასა. 

– დათო, რაც შეეხება თეატრს, რა ხდება რუსთაველის თეატრში?

– სეზონი გაიხსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დიდი სცენა ვერ დავტვირთეთ. იმის გამო, რომ რამდენიმე ფესტივალი გადაება ერთმანეთს და ბევრი სტუმარია ჩამოსული უცხოეთიდან, მათ დაეთმოთ ეს სცენა. ნოემბერში უკვე ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას. სხვა მხრივ, ექსპერიმენტულიც და მცირე სცენაც, დატვირთულია. თან, მაესტროს ველოდებით, პრემიერა აქვს რუსეთში, რომლის შემდეგაც დაგვიბრუნდება და განვაგრძობთ მუშაობას.

 

скачать dle 11.3