კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ბოროტი ადამიანის გამო კინაღამ სამეგობრო დაგვეშალა

სკოლის ასაკიდან ვმეგობრობდით სამი გოგო. წლების განმავლობაში ჩვენ შორის ერთხელაც არ მომხდარა სულ პატარა უსიამოვნებაც კი. თან, სამივე მეზობლად ვცხოვრობდით და შესაბამისად, სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით და არანაირი საიდუმლო დამალული არ გვქონდა. ჩვენი მეგობრობა სკოლის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა და არც მაშინ შეწყვეტილა და შესუსტებულა, როცა სამივე გავთხოვდით და სხვადასხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებდით რომელიმესთან შეკრებას, დარეკვებზე აღარაფერს ვამბობ. საბედნიეროდ, სამივეს ისეთი ქმრები შეგვხვდა, რომ, არა მარტო ჩვენს მეგობრობას არ შეუშალეს ხელი, არამედ, თვითონაც დამეგობრდნენ, რაც ჩვენ ძალიან გვიხაროდა და გვეამაყებოდა. მაგრამ, თურმე, უსასრულოდ არაფერი გრძელდება და ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. საქმე ისაა, რომ ჩემს ერთ-ერთ დაქალს, მაკას, სახლში ჰყავდა გაუთხოვარი მული, რომელიც ჩვენი ტოლი იყო და,  ძალაუნებურად, „შემოიჭრა“ ჩვენს „სასტავში“, რადგან, როცა მაკასთან ვიკრიბებოდით, ისიც სახლში იყო და ერთი წუთითაც არ გვშორდებოდა. მერე კი, ცოტა რომ შეგვეჩვია, ჩვენთანაც მოდიოდა მაკასთან ერთად და არც კი ეკითხებოდა, უნდოდა მაკას მისი ყველგან თან ტარება თუ არა. თვითონ ახლო მეგობარი, პრაქტიკულად, არ ჰყავდა და, ამიტომ, ჩვენ მოგვეტმასნა. ამ ამბით მაინცდამაინც გახარებულები არ ვიყავით, მაგრამ, მაკას არ ვაგდებდით უხერხულ მდგომარეობაში, თანაც, რაღაცნაირად, გვეცოდებოდა მარინა, ასე უმეგობრო და მარტოსული რომ იყო და ვცდილობდით, „ჩვენიანად“ გვექცია. ნელ-ნელა ისიც აგვყვა და ბოლოს ისე გაგვითამამდა და გაგვიშინაურდა, რომ, სტუმრად მოსული, მასპინძელივით იქცეოდა, საქმეებს „გვირჩევდა“ და გვტუქსავდა კიდეც. ჩვენ ვერაფერს ვეუბნებოდით, მაგრამ, უკვე აშკარად ვგრძნობდით, რომ „მურმანის ეკალი“ გახდა ჩვენს ურთიერთობაში, არადა, ვერაფრით ვიშორებდით თავიდან. იმის შიშით, რომ მაკას რამე უსიამოვნება არ შეხვედროდა ოჯახში, ჩუმად ვიტანდით ამ „აგრესორს“, რომელიც უკვე აშკარად ჩვენს ნერვებზე თამაშობდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ, ანუ, როგორც ჩანს, როცა ჩათვალა, რომ თვითონაც ჩვენი დაქალი გახდა, მაკას გარეშე დაიწყო ჩვენთან მოსვლა, განსაკუთრებით ხშირად კი ჩემთან მოდიოდა. რომ მოვიდოდა, ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ, აღარ ვიცოდი, მასთან რაზე მელაპარაკა და საათობით ვისხედით ხოლმე თითქმის ჩუმად. რომ შებინდდებოდა, წამოხტებოდა – სახლში უნდა წავიდეო და დაიწყებდა წუწუნს, ღამით გარეთ გასვლა მეშინიაო. ამის გამო ჩემმა ქმარმა ერთი-ორჯერ გააცილა სახლში და მერე სულ იმას ჩალიჩობდა, ჩემგან გვიან წასულიყო, რომ ნიკას გაეცილებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემთან ისევ მარტო მოვიდა და ვითომ სხვათა შორის მითხრა, ლანას (ჩემს მეორე დაქალს) შენი ქმარი მოსწონს და ისეთი თვალებით უყურებს ხოლმე, აშკარად მზად არის, ლოგინში ჩაუწვესო. მე ისე გამაოგნა მარინას სიტყვებმა, თავიდან გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, გონს რომ მოვედი, ვუთხარი, აღარ დაგინახო ჩემთან მოსული-მეთქი და სახლიდან გავაგდე. მიუხედავად იმისა, რომ ლანაში ეჭვი ერთი წამითაც არ შემპარვია, ასეთი სისულელის მოსმენის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ შევძელი მასთან დარეკვაც კი. თან, ძალიან მიკვირდა, რომ თვითონაც არც ერთხელ არ დაურეკავს და, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ მარინას ლანასთვისაც იგივე უთქვამს ჩემზე – შენს ქმარს უჟუჟუნებს თვალებსო. მაკაზე კი, საერთოდ, ისეთი რამ მოიგონა, რომ გავიგეთ, კინაღამ ჭკუიდან შევიშალეთ. თავის ძმას უთხრა, ლანამ და ირმამ (ანუ – მე) შენს ცოლს ნიკას ძმაკაცი გააცნეს და ხელს უწყობენ მათ საიდუმლო შეხვედრებს. ნიკამ ეს ამბავი გაიგო, მაგრამ, ხელს არ უშლის, რადგან, იცის, რომ მის ძმაკაცს შენი ცოლი უყვარსო.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ამდენი სიბინძურის შემდეგ სამივე ოჯახში?! ჩვენ, დაქალებმა, ლამის სამუდამოდ დავკარგეთ ერთმანეთი. ჩვენს ქმრებს შორის კი კინაღამ სისხლი დაიღვარა. კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა სიმართლე.

ამ ამბების შემდეგ მაკა და მისი ქმარი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად და არანაირი ურთიერთობა არა აქვთ არა მარტო მარინასთან, არამედ, მის დედ-მამასთანაც, რადგან, მაკას დედამთილ-მამამთილმა თავიანთი ქალიშვილის მხარე დაიჭირეს და ვაჟიშვილს უთხრეს: შენმა ცოლმა იმიტომ მოგაძულებინა და დაგაკარგვინა ერთადერთი და, რომ უზნეობაში ამხილა სამივე და სიმართლე საკუთარ თავზე არავის უყვარსო.

დიახ, ასეთი ამბებიც ხდება ხოლმე.

ირმა, 31 წლის.

 

ჩემი ძმა უტვინო და არაკაცი გამოდგა

ჩემს ძმას სამი წელია, შეყვარებული ჰყავს და, როგორც იქნა, გადაწყვიტეს დაოჯახება: ქორწინების სახლშიც შეიტანეს განცხადება, ჯვრისწერის დღეც დანიშნეს და შესაბამისი მზადებაც დავიწყეთ ორივე ოჯახმა. ქორწილამდე და ჯვრისწერამდე ორი კვირაღა დარჩა და ჩემმა ძმამ საიდუმლოდ მითხრა, დარწმუნებული არ ვარ, ქეთი მართლა მიყვარს თუ არა და, მეშინია, ვაითუ ის ქალი არ გამოდგეს, რომელიც მე მჭირდებაო. კინაღამ მოვკალი, შავი დღე ვაყარე: ამდენი წელია, ოცდაოთხი საათი სულს უბერავთ ერთმანეთს და ახლა რა ეჭვები გაგიჩნდა, ან, იმ გოგოს როგორ უნდა უთხრა – სამი წელი გატყუებდი, სინამდვილეში კი არ მყვარებიხარ, ცოდო არ არის-მეთქი? ვაჟიკომ კი მიპასუხა, ჯობია, ახლა ეტკინოს გული, ვიდრე მერე, როცა ჩემი ცოლი გახდება და მიხვდება, რომ არ მიყვარსო. ძალიან ბევრი ველაპარაკე, ვუხსენი, ვარწმუნე, რომ მას ქეთი უყვარს. მაგრამ, როგორც კაცების (განსაკუთრებით – ქართველი კაცების) უმრავლესობას, მასაც აქვს, შესაძლოა, გაუცნობიერებელი კომპლექსი, შიში, თავისუფლების დაკარგვისა და პასუხისმგებლობის აღებისა. ამიტომაც ჰგონია, რომ საცოლე არ უყვარს. მაგრამ, შუშის თვალებით მიყურებდა, ამას რომ ვეუბნებოდი და პასუხად ის მითხრა, რომ ხვალ განცხადება უნდა გამოვიტანო და ჯვრისწერის დღეც გავაუქმო, ქეთის კი შენ უნდა დაელაპარაკოო. რა უნდა ვუთხრა საწყალ გოგოს, რომელიც ბედნიერებისგან ცაში დაფრინავს და უკვე საქორწილო კაბაც კი იყიდა?!

ძალიან შევეცდები, ეს უსიამოვნო მისია თავიდან ავიცილო, მაგრამ, თუ მაინც მე მომიწია ქეთისთან დალაპარაკება, სრული პასუხისმგებლობით ვეტყვი, რომ ღმერთს ჰყვარებია, ეს ყველაფერი ქორწილამდე რომ მოხდა, რადგან, უფალმა არ დაუშვა, ისეთ გაუწონასწორებელ, უტვინო და ცანცარა არაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, როგორიც ჩემი ძმაა.

ელა, 30 წლის.     

скачать dle 11.3