კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება სამოქალაქო ურთიერთობებში უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით, უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს ამ უფლების განხორციელება შეუძლია მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.

კითხვა: გარდაიცვალა ადამიანი და ვარ  მემკვიდრე. მამკვიდრებელს ჰქონდა უპირატესი შესყიდვის უფლება კონკრეტული უძრავი ნივთის მიმართ. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, ვისარგებლო მამკვიდრებლის უპირატესი შესყიდვის უფლებით ამ უძრავი ნივთის მიმართ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მამკვიდრებლის უპირატესი შესყიდვის უფლებით ვერ ისარგებლებთ, რადგან, უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ეწოდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ფრენშაიზი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ფრენშაიზი, იგივე ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით, ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.   

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ გადაწყდება სამოქალაქო დავა, როდესაც არის ხუთი მოწილე და მოწილეთა შორის წილის ოდენობა კონკრეტულად განსაზღვრული არაა, ამასთან, ერთ-ერთი აცხადებს პრეტენზიას მთლიანი წილის ნახევარზე, შეტანილი ქონების შესაბამისად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება ზოგადად საზიარო ნივთის განკარგვა და რა უფლებებით სარგებლობენ მოწილეები საზიარო ნივთზე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ, წილის გაყიდვის შემთხვევაში, დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მომავალში იმ პირს, რომელმაც შეგნებულად გაუსტუმრა სხვა ადამიანს ვალი? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით ისტუმრებს სხვის ვალებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებეში რა ასაკამდე ეწოდება პირს ბავშვი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებეში ბავშვი არის 16 წლამდე ასაკის პირი.

скачать dle 11.3