კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაული მოხდა სოსო წერეთლის 16 წლის შემდეგ ნაპოვნ საფლავთან

ზუსტად 30 წელი გავიდა „თვითმფრინავის ბიჭების” ტრაგედიიდან. 18 ნოემბერი – ბურუსით მოცული დღე, ათასი ჭორი, ტყუილ-მართალი... რა აღარ დაწერილა და თქმულა ამ თემაზე, მაგრამ, აქამდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არავის აღუნიშნავს. 

თითოეული მათგანის სახელი ჩვენს უახლეს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ისინიც და მათი დანარჩენი მეგობრებიც, რომლებიც „თვითმფრინავის ისტორიის” გარეთ დარჩნენ, ძალიან განათლებულები, კულტურულები, ინტელექტუალურები, წარმოსადეგები და კარგი ოჯახიშვილები იყვნენ. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მე კი ვიტყოდი, ისინი გმირები არიან, იმიტომ, რომ ამხელა საბჭოთა მანქანას დაუპირისპირდნენ. 

 ვინ ისროდა სინამდვილეში? არიან ადამიანები, ვინც სიმართლე იცის. გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის ქორწილში სპეციალურად მიწვეული სტუმარი იყო თბილისის აეროპორტის თანამშრომელი, ვინმე ანა ვარსიმაშვილი, (იგი მეორე დღეს მორიგეობდა), რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებმა სპეციალური კონტროლის გარეშე გაიარეს „ინტურისტის” სამსახურებრივი კორდონი. ამ დროს ნეფე-პატარძალთან ერთად იყვნენ მეჯვარეები: სოსო წერეთელი, დათო მიქაბერიძე, ეკა შალუტაშვილი და ანანო მელივა (ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი), ცოტა ხანში კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. საქმე აღიძრა მერვე პოლკის მეთაურების და ჯარისკაცების მიმართაც, თუმცა, ისინი არ გაუსმართლებიათ; არ გაუსამართლებიათ არც შალუტაშვილი და არც მელივა. იმასაც ამბობენ, სასამართლო საოცარი დარღვევებით მიმდინარეობდაო. აღმოჩნდა, რომ „ლიმონკების” აფეთქების საშიშროება, რომლებიც ბიჭებს ხელში ეჭირათ, არ არსებობდა, ვინაიდან, სასწავლო იყო. რეალურ საშიშროებას მერვე პოლკის მიერ დაცხრილული თვითმფრინავი ქმნიდა, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა აფეთქებულიყო. ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ სოსო წერეთლის დედასთან, ქალბატონ ლეილა ბრეგვაძესთან. ის ასე იხსენებს შვილს და იმ საბედისწერო დღეს:                                                  

– სოსო, გეგა და დათო მიქაბერიძე მეგობრობდნენ, სულ დადიოდნენ ჩვენთან, ძალიან წესიერი, კარგად აღზრდილი ბავშვები  იყვნენ. სოსო და დათო ერთად სწავლობდნენ სამხატვრო აკადემიაში, სოსო – ფერწერაზე, დათო – არქიტექტურულზე. ძმები ივერიელები კამოს 4-ში ცხოვრობდნენ, აქვე, ჩვენთან ახლოს. მათ არ ვიცნობდი, მაგრამ, როგორც ვიცი, ისინიც წესიერი და კარგი ოჯახის შვილები იყვნენ. მათი მამა, ვაჟა ივერიელი, თბილისში ცნობილი ექიმი გახლდათ. 

– ბიჭის აღზრდა მშობლისთვის რთულია, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკიდან, როცა ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მშობლების გავლენის ქვეშ აღარ უნდა იყვნენ. აი, აქედან იწყება მათი თავისუფლებისკენ სწრაფვა და იმის ალბათობა, რომ, შესაძლოა, ვიღაცამ ცუდ საქციელში აიყოლიოს. თუ გქონდათ სოსოზე კონტროლი?          

– ეს არ სჭირდებოდა, მაგრამ, მაინც სულ ვაკონტროლებდი.  ერთი დღე არ დამიტოვიებია უყურადღებოდ. რატომ, იცით? ჩვენს უბანში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, ცუდ წრეში მოხვედრილიყო; იმიტომ კი არა, რომ სოსო რამე ცუდს გააკეთებდა, უბრალოდ, ცუდ წრეში რომ არ მოხვედრილიყო. ამ ბიჭებზე  კი, ვიცოდი, რომ წესიერები იყვნენ და მოდიოდნენ ჩვენთან. მათზე ცუდი არაფერი  მიფიქრია. აკადემიაშიც ვაკონტროლებდი. არ ესწრებოდა ლექციებს, ცოტა სხვანაირი მხატვარი იყო – ისე არ ხატავდა, როგორც იმათ უნდოდათ, თავისებური სტილი ჰქონდა ხატვის. მისი მეგობრები ამბობენ კიდეც, რომ ის ერთადერთი იყო, ვინც აბსტრაქტული სტილი შემოიტანა საქართველოშიო. მერე მთელი ახალგაზრდობა მიჰყვა ამას. სამწლინახევრისას გერმანული ენის შესწავლა დავაწყებინე, მერე სკოლაში ფრანგულს ასწავლიდნენ და, დამატებით, მასწავლებელი ავუყვანე. ფრანგულიც ისწავლა. მერე ვთხოვე, მოდი, ინგლისურიც ისწავლე-მეთქი. დეეე, გეხვეწები, თავი დამანებე, ჩემმა ამხანაგებმა არც ერთი ენა არ იციან და მე ორი ენა ხომ ვიციო. უკვე სტუდენტი რომ გახდა, მთხოვა – შეიძლება, ინგლისურზე ვიაროო? რუსულიც იცოდა, ბოლოს იტალიურის სწავლა უნდოდა, მაგრამ, არ დასცალდა. 

– გვინდა თუ არ გვინდა, თვითმფრინავის გატაცება, პირდაპირი მნიშვნელობით, ტერორისტული აქტი იყო, გამტაცებლები კი ბანდიტებად ითვლებოდნენ. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ბიჭებმა კარგად იცოდნენ, რაც მოჰყვებოდა მათ ამ ნაბიჯს და ნერვიულობდნენ. თან, ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ვერაფერს ამჩნევდით სოსოს?                

– არ ვიცი, არაფერი შემიმჩნევია, ისე მიდიოდა და მოდიოდა. ეს რომ შემემჩნია, სხვანაირ ზომებს მივიღებდი. ჩვეულებრივად იყო. იცით, რაშია საქმე? ჩვენს ოჯახში პოლიტიკაზე არასდროს ვლაპარაკობდით. სოსოს მამა იყო აღმოსავლეთმცოდნე. ასე წერია – „მსოფლიოში უდიდესი მეცნიერი კოტე წერეთელი.“ თუკი ვინმე ცნობილი, ბუმბერაზი პიროვნება იყო, ჩვენს ოჯახში მოდიოდა. სოსოს სულ იმას ვეუბნებოდი: შენ ხარ კოტე წერეთლის შვილი და, იცოდე, უფლება არ გაქვს, ცუდად მოიქცე-მეთქი. ამ კოტე წერეთლის გამო სულ შეზღუდული ვარო, – ამბობდა.

– როგორ გახსენდებათ ის დღე?  

– 18 ნოემბერი იყო, ძალიან კარგი, მზიანი ამინდი. დილით ჩვეულებრივად ადგა, ისაუზმა. წასვლისას მითხრა; ცოტა დამაგვიანდება, შენ კარგი სადილი მოამზადე და ბებიას სანახავად წავიდეთო – დედაჩემი იყო ავად. ეს იყო გეგას ქორწილის მეორე დღე. გეგას მეჯვარე იყო. სოსომ ტყუილი არ იცოდა, არასდროს არაფერს მოგატყუებდა. ველოდე, არ მოვიდა. ვიფიქრე, ალბათ, ისევ გეგასთანაა სახლში და ახალგაზრდები დროს ატარებენ-მეთქი. დარეკა ვიღაც გოგომ: ქალბატონო ლეილა, აეროპორტიდან გირეკავთ და, თუ შეიძლება, მობრძანდითო. გამიკვირდა – კი მაგრამ, აეროპორტში რა მინდა, რაშია საქმე-მეთქი. ვიცოდი, რომ გეგა და თინა უნდა წასულიყვნენ ბათუმში გადაღებებზე და, ვიფიქრე, ალბათ, სოსომაც გააცილა-მეთქი. მეზობლის ბიჭს ვთხოვე: ასეთი და ასეთი ამბავია და აეროპორტში წამიყვანე-მეთქი. საღამოს რვა საათი იქნებოდა. წავედით. გზაში ვხედავთ, სასწრაფოს,  მილიციის, მთავრობის შავი მანქანები მიდიან, გადატვირთულია მოძრაობა. ამ ბიჭს ვეკითხები – ნეტავ რა ხდება, ალბათ, დიდი ხალხი ჩამოდის და ესენი იმათ ხვდებიან-მეთქი. შემოვუარეთ შენობას. აეროპორტი სავსე იყო ხალხით. ამ დროს ჩვენ წინ გაჩერდა დიდი შავი მანქანა და ოთხი ერთნაირად გამოწყობილი მაღალჩინოსანი გადმოვიდა. თქვენ ბრძანდებით სოსო წერეთლის დედაო? კი ბატონო-მეთქი. თუ შეიძლება აგერ, ალექსი ინაურთან მიბრძანდითო. ინაურმა მიამბო, რაც ხდებოდა, მერე ხელი დამადო მხარზე და მითხრა: ნუ გეშინიათ, ქალბატონო ლეილა, არაფერი მოხდება, ყველაფერი კარგად იქნებაო. გამეცინა – როგორ შეიძლება, ეს ამბავი ასე დამთავრდეს-მეთქი. აგერ, ბატონი ედუარდიც აქ ბრძანდებაო... რა მინდა მასთან, რა ვუთხრა, რომ მივიდე-მეთქი. მერე ვიღაც მოვიდა და მეუბნება: თუ შეიძლება, მშობლები რომ მიგიყვანოთ თვითმფრინავთან და ყველა თქვენ-თქვენს შვილს დაელაპარაკოთო. ისინი კარს არ აღებდნენ. ნათელა მაჭავარიანმა თქვა, „კაგებე“ მოვიდა ჩემთან სახლშიო. ჩემთან არ მოსულა „კაგებე”. არ ვიცი, რატომ; შეიძლება, ინაურმა გასცა ბრძანება, რომ არ მოსულიყვნენ და არ შევეწუხებინეთ. როცა ვიღაცეები  მოვიდნენ სახლის დასათვალიერებლად, არ დაათვალიერეს სახლი და უკანვე გაბრუნდნენ. აი, თვითმფრინავთან მიგიყვანთ მშობლებსო, რომ გვითხრეს, მოგვკიდეს ხელი, აგვიყვანეს მეხუთე სართულზე და სადღაც ოთახში გამოგვკეტეს. კიბეზე, ყველა საფეხურზე ორ-ორი კაცი იდგა. ვსხედვართ, ზოგი ადგილს ვერ პოულობს, ტირის, და, ამ დროს, ისეთი სროლა ატყდა, გეგონებოდათ, თბილისი ინგრეოდა. უცებ ვიგებთ, რომ მერვე პოლკი  მოვიდა. ასე მოიყვანეს მერვე პოლკი და აქედან დაცხრილეს თვითმფრინავი. ნათელა მაჭავარიანს, გეგას დედას, გული წაუვიდა.  მივიდა „კაგებეს“ თანამშრომელი და წიხლი ამოარტყა და, აი, მაშინ წამოვხტი: – თქვე მხეცებო, არაადამიანებო! შვილებს გვიხოცავთ და, იმის უფლებაც არ გვაქვს, შვილები ვიტიროთ-მეთქი?!

– მაგრამ, რა ხდებოდა შიგნით, ამაზე ყველას   მშობელს სხვადასხვანაირი ინფორმაცია გაქვთ. თქვენ რა გითხრეს, ქალბატონო ლეილა?

– თვითონ ისროდნენ და ამათზე ამბობდნენ, შეიარაღებულები არიანო. იქ იყო კიდევ ერთი ადამიანი, მგზავრი, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის, თორემ, ბოლომდე ყველაფერს იტყოდა. მან თქვა სიმართლე და მერე აღარ წაიყვანეს მოწმედ. მეორე რიგში ვიჯექი, გარედან ტყვიები შემოდიოდა, მე შევვარდი და იატაკზე დავწექიო. ამ ბიჭებიდან არც ერთს არ უსვრიაო. მფრინავი ახმედ  გარდაფხაძე კი ამბობს, მე არ ვიცი, ეს ბიჭები ვინ იყვნენ, აქეთ-იქიდან ამომიდგნენ იარაღით. ერთ-ერთი სოსო წერეთელი იყოო. რა იცის, რომ წერეთელი იყო და არა სხვა? სოსოს იარაღი არ ჰქონია. დილამდე ვიყავით აეროპორტში. მერე უცებ გაათავისუფლეს თვითმფრინავი. მანამდე, აქედან რომ ატყდა სროლა, ვიღაცას გაუღია კარი, რომ ჩამომხტარიყო და საყელოში წაუვლიათ ხელი – არ ჩახვიდე, გესვრიანო. ამასობაში მეორე სტიუარდესა გავარდა და შუბლში მოხვდა ტყვია. მამამისს უთქვამს სასამართლოზე; ახლა გასაგებია ჩემი შვილი ვინც მოკლაო. ესე იგი, უნდოდათ, ეთქვათ, რომ, ვითომ სოსო ჩამოხტა თვითმფრინავიდან,  ესროლა ტყვია და მერე ისევ თვითმფრინავში ავიდა. „სპეცნაზი“ ჩევნთანაც ამოვარდა – უთქვამთ, ბანდიტების მშობლები იქ არიანო. გადაგვხედეს, გადმოგვხედეს და თქვეს: როგორი შეცდომა დავუშვით, ჩვენ ბანდიტები გვეგონა, მაგრამ, პატარა, გამოუცდელი ბიჭები აღმოჩდნენო. თვითონ არ ყვებოდენენ ეს „პილოტები” ხოფერიას გადაცემაში, ჩვენ ვისროდითო?! ერთ-ერთმა „პილოტმა,” გასოიანმა, ეროვნებით ქურთმა, სოსოს კისრის არტერიაში ესროლა. ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი შვილი ციხეში, სისხლისგან დაიცალა. ამავე გადაცემაში ითქვა: ამათ ტერორისტები კი არა, უარესი სიტყვა შეიძლება ვუწოდოთო. რა არის ამაზე უარესი კიდევ, არ ვიცი. რადგან სოსო ცოცხალი აღარ იყო, ყველაფერი მას გადააბრალეს, რომ ის ბიჭები გადაერჩინათ დახვრეტას –  მე ასე ვფიქრობ. მომიტანეს წერილი, რომელშიც ვითომ სოსო წერს, რომ ყველაფერი მისი ბრალია და ბოლოს წერია: თუ შეიძლება, ბიჭები გადაარჩინოთო. როცა დავხედე წერილს, ვუთხარი: ეს სოსოს ხელწერა არ არის, მაგრამ, თუ ბიჭებს ეს წერილი უშველის, ძალიან კარგი-მეთქი.

– ძალიან საყურადღებოა ერთი ფაქტიც: როგორ გადაურჩნენ  გასამართლებას ამ სამქმეში მონაწილე სხვა პირები, ანანო მელივა და ეკა შალუტაშვილი, მაშინ, როცა სრულიად უდანაშაულო მღვდელი არ დაინდეს, რომელიც საერთოდ არ ყოფილა იქ? 

– ლადო გუდიაშვილის მეუღლე, ნინა მგელაძე, ძალიან მაგარი ქალი იყო. როგორც ვიცი, მას უთქვამს: ლადოს მთელ მუზეუმს გადავწვავ, თუ ჩემს შვილიშვილს დააპატიმრებთო. მე არც ვიცნობდი მათ. მაშინვე თქვეს, რომ ეს გოგოც იქ იყო, მაგრამ, მერე  გაათავისუფლეს                     

– უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ძალიან ჰყვარებია სოსო. თურმე, სოსოს ერთ-ერთი ნახატი დღემდე საძინებელში უკიდია.  

– სოსოს ხელში იარაღი არ სჭერია. სახლიდან რომ წავიდა, ბიბლია წაიღო, რადგან, ძალიან მორწმუნე იყო. პირველი სტიქაროსანი იყო. მაშინ, როცა ეკლესიაში არავინ დადიოდა, სოსო იყო პირველი, რომელიც შევიდა ეკლესიაში. სიონის ტაძარში ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  დაინახა, რომ კედელს ამოფარებული იდგა, იებით ხელში. იები ძალიან მიყვარს და, თუ სადმე ია შეხვდებოდა, იყიდდა და მომიტანდა. ვეტყოდი: მე რომ მოვკვდები არანაირი ყვავილები არ დამაყაროთ გულზე, მარტო იები დამაყარეთ-მეთქი. ილია მეორემ სოსო რომ დაინახა ეკლესიაში, უთქვამს – ვინ არის ეს ბავშვი, მომიყვანეთო. რომ მიიყვანეს, გამოუკითხავს, ვისი ხარ ეს ლამაზი ბიჭიო. კოტე წერეთლის შვილი ვარო. გასაგებიაო და იქიდან დაიწყო მათი ურთიერთობა. მას მერე ემსახურებოდა სტიქარით. სოსოს დასდევდა  „კაგებე”. ამის გამო გარიცხა აკადემიიდან გოგი თოთიბაძემ, მერე კოტემ  აღადგენინა. ოთარ თაქთაქიშვილი გაგიჟებული იყო – როგორ გაბედა თოთიბაძემ შენი შვილის გარიცხვაო. 

– 16 წლის შემდეგ იპოვეთ შვილი...

– ვიღაცამ დაურეკა ივერიელების მამას და უთხრა: თქვენი შვილები ამა და ამ ადგილზე, გაჩიანის გზაზე არიან დასაფლავებულებიო. რამდენიმე ადამიანი წავიდა სანახავად. რომ ამოვთხარეთ, ნიჩაბი რაღაცას მოხვდაო. ამოთხარეს, ნახეს სასახლე, ახადეს სახურავი და – სოსო იყო. ისევ ისე იყო სახეზე. რომ გარდაიცვალა სოსო, იქ უთქვამთ თვითონ ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებს, აქაურობას გადავწვავთ თუ მას ქრისტიანულად არ დაასაფლავებთო. იძულებულები იყვნენ, დაეკრძალათ. ილია მეორესთან რომ მივედით მე და ჩემი ქმარი, პირჯვარი გადაისახა – გაუკვირდა, რომ ასე იყო შენახული ამდენი წელი. გვითხრეს: როდესაც მივედით და დავიწყეთ გათხრა, ამ დროს ცაზე ცისარტყელამ გამოანათა, უკანვე რომ ჩავასვენეთ, ცისარტყელა გაქრაო. უწმინდესმა თვალცრემლიანმა მითხრა: რატომ წამართვით სოსო, ის ხომ ჩემიც იყოო. მე არ წამირთმევია, კომუნისტურმა რეჟიმმა წაგართვათ მისი თავი-მეთქი.

– შევარდნაძეს დალაპარაკებიხართ?  

– სოსოს ადგილსამყოფელი რომ გაიგო შევარდნაძემ, თუკი ვინმე იყო თბილისში მაღალი თანამდებობის პირი, ყველას მიგზავნიდა. დღეში სამოცი კაცი მიდი-მოდიოდა ჩემთან სახლში, რომ დიდუბის პანთეონში სოსოს გადაყვანას დავთანხმებოდით. ერთხელ მანქანა გამოგვიგზავნა და კანცელარიაში მივედით. აი, მაშინ გვითხრა მე და კოტეს: მე ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ბევრი ცუდიცო, მაგრამ ეს ისეთი ცოდვა მაწევს, ვერასოდეს მოვიცილებო.  

 

скачать dle 11.3