კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

"აუცილებლობით ჩამოლაბორანტებული"

ძეგლების ცოდვით სავსენი

 

ავად თუ კარგად, ის-ის იყო, ბაგრატის ტაძრის გათანამედროვება მოვინელეთ, ან, იქნებ, სულაც, ვერც, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ინციატივა შემოგვთავაზა. კერძოდ, ის, რომ მთავრობას უფლებამოსილება ეძლევა, „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ განკარგულება გამოსცეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტს სტატუსი მოუხსნას.

აქამომდე მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით,“ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ ისტორიული თუ კულტურული ღირებულება დაკარგა, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან, მეცნიერული კრიტერიუმებით ის ძირითადი მახასიათებელი დაკარგა, რის გამოც ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 აწ კი ეკონომიკის სამინისტრო მოწადინებულია, დაამატოს ნორმა, რის მიხედვითაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობის განკარგულებით ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა დასაშვები ხდება. „განსაკუთრებულობაში“ კი ეს ჩვენი ძეგლების ცოდვით სავსე ეკონომიკის სამინისტრო შემდეგს ასახელებს: „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა“. თუმცა დასძენს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს აქეთ – დასაბუთებული, იქით – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ერთი შეღავათი ისაა, რომ, ამ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“, რაც მთავრობამ უნდა დაადგინოს, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა არ ვრცელდება ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე.

რაკი მთავრობამ მოიწადინა, ცხადია, პარლამენტი შესაბამის კანონს ზემოხსენებულ ნორმას ლიწინ-ლიწინით დაუმატებს, ხოლო, რადგან ცვლილებები ციდან არ ცვივა, იბადება რიტორიკული კითხვა: ნეტავ, რომელი ძეგლები აქვს მოქმედ მთავრობას შეგულებული ჩამოსალაბორანტებლად?! – 

скачать dle 11.3