კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანუ, „რაც არჩევნებს დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“

სულ პირველად ეს პიანისტი ქალბატონი (ხატია ბუნიათიშვილი) საქართველოს მოქალაქეების მრავალჭირნახულმა თვალებმა ანაკლიის ხიდის პრეზენტაციაზე იხილეს რამდენიმე წლის წინათ და, თუმცა იმ ხიდმა „მოგჭამა ჭირი“, თავად პირველნახული ფრიად ჯანმრთელად და შემოქმედებით ღვწაშია.

იმდენად აქტიურშიც კი, რომ, შესაძლოა, თავად პრეზიდენტის, თუმცა, რაღა პრეზიდენტის, უკვე ყოფილის თავს უბედურებაც მოაწიოს. მოაწიოს, რადგან, სწორედ ამ ქალბატონისთვის კლიპის გადაღების გამო, ამ ჩვენს მამასისხლად აგებულ საპრეზიდენტო სასახლეს სახელმწიფო დროშა მოხსნეს და „ნაციონალური“ ოთხგულიანი მიაკიდეს.

მეორე მხრივ, პრეზიდენტის ასეთი აქტივობა ხელოვანთა მოტივირებისთვის არახალია ქართული პოლიტიკური რეალობისთვის (და, დიდი იმედია, ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარდება ავადმოსაგონარ წარსულს). მოგეხსენებათ, მოარული ხმები, რომ, მაგალითად, მეორე ხელოვანი ქალბატონის, სოფიო ნიჟარაძის გასახარებლად უცხოელი ვარსკვლავებიც ჩამოჰყავდათ და რაბათის ციხეში კლიპებსაც უღებდნენ (მიუზიკლების დადგმაზე აღარაფერს ვიტყვი).

თუმცა, რაც მართალია, მართალია, მის გამო სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის სასახლისთვის არ ჩამოუხსნიათ (ნეტავ, რატომ?!). რაკი დროშის შეცვლა ყველამ იხილა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფაქტი არ უუარია (არჩევნებს რა ვუთხარი, თორემ, ხომ მოგვაჩვენებდნენ იმ ოთხ გულში ოთხ ჯვარს?!), ოღონდ, კომენტარს არ აკეთებდნენ.

ბოლოს (შესაძლოა, მოტივით – საცა ვიწროა, იქ გაწყდესო) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაინტერესებულ საზოგადოებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განმარტა: „პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით, მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ეს დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით (უკაცრავად პასუხია და, სასახლეა თუ გადასაღები მოედანი?!),“ ზედაც, დაგვამშვიდა, რომ სასახლის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა კვლავაღ დაბრუნდებოდა. 

დროშა, ბუნებრივია, დაბრუნდა და ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, რომ „სიყვარული აგვამაღლებს“, რადგან, „რაც არჩევნებს დაუნგრევია“, რას, თუ არა „სიყვარულს უშენებია“?! 

скачать dle 11.3