კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბჭოური მწყერები

ანუ, "დეპოში" ჩარჩენილები

 

გასულ კვირას რფ-ის „დუმაში“ განსახილველად კანონპროექტი შესულა – არც მეტი, არც ნაკლები, სრულიად რუსეთის ტერიტორიაზე აშშ დოლარების შენახვასა და ბრუნვას კრძალავს!

თუკი კანონპროექტი კანონად იქცევა, რფ-ის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ერთი წლის განმავლობაში დახურონ დოლარში არსებული თავიანთი ანგარიშები, ხოლო, მუთაქაში შენახული „მწვანეები“ გადაცვალონ რუბლებზე ან რომელიმე სხვა ვალუტაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები მათ დოლარებს ჩამოართმევენ, თუმცა, 30 კალენდარული დღის განმავლობაში რუბლებში გადახურდავებულს უკან დაუბრუნებენ. – 

ისიცაა, რომ კანონპროექტი, გამონაკლის შემთხვევებში, რფ-ის მოქალაქეებს მაინც მისცემს აშშ-ური დოლარების ყიდვის უფლებას. გამონაკლისში, ანუ მაშინ, თუკი ისინი უცხოეთში დააპირებენ წასვლას, ოღონდ, მთლად ასე ხელაღებითაც არა. კანონში იმ ქვეყნების ჩამონათვალიცაა, სადაც რუს ტურისტებს დოლარი არ დასჭირდებათ (მათ შორისაა ევროკავშირიც) და ის ქვეყნებიც, სადაც დასჭირდებათ (ამ ჩამონათვალშია საქართველოც, სხვათა შორის, აფხაზეთიც და თვით „იუჟნაია ოსეტიაც“, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რა შუაშია ეს ორი უკანასკნელი აშშ დოლართან, მაგრამ, რას გაუგებ რუსი კანონმდებლის საბჭოთა ნოსტალგიით დაბინდულ გონებას?!).

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ღონისძიება რუსული რუბლის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება, რადგან, ამერიკული დოლარების რფ-ის ტერიტორიაზე მოძრაობა ხელს უშლის რუსულ რუბლს სრულფასოვან სარეზერვო ვალუტად ქცევაში (მკვდარს ვითომ რამე გააცოცხლებს?!).

ოღონდ, ეს შეზღუდვები არ გავრცელდება რფ-ის ცენტრალურ ბანკსა და მთავრობაზე, მათ კვლავაც შეეძლებათ ოკეანისგაღმური „მწვანეების“ როგორც ტრიალი, ისე შენახვა. ან კი როგორ შეეხება, როდესაც რფ-ის ძირითადი შემოსავალი ენერგომატარებლების გაყიდვაა, ხოლო ნავთობის ყიდვა-გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ აშშ-ურ დოლარებში ხდება?!

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი ქვეყანაც მათია და რუბლიც, კისერიც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალუტაც) უტეხიათ.  

скачать dle 11.3