კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმრავლესობა აბობოქრდა

ანუ, "კენჭებით" სავსე "ბოსტნები"

 

თუმცა ამ ჩვენი ხალხის რჩეულებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მათი კოლეგა ქ-ნი საჯაია ოკეანის გაღმა გაემგზავრა სასწავლებლად და აქეთ გვამუნათებდნენ, რომ, პარლამენტის რეგლამენტით, დიახაც რომ, ეკუთვნის დეპუტატის თანამდებობრივი სარგო, სადეპუტატო უფლებამოსილების განხოცრიელებისთვის დანამატი და, ზედაც, ტრანსპორტის ხარჯებიო (ისე, სატელეფონო ხარჯს რატომ არ უფარავენ? ბარემ, მადლისთვის მარილიც მოეყარათ, და მერე რა, რომ ჩვენს ხარჯზე?!), მაგრამ, მოულოდნელად და რატომღაც აბობოქრდნენ.

სულ ბოლოს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ქ-ნმა საჯაიამ (რომელსაც უკვე აქვს საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე ნორჩი კანონშემოქმედის იარლიყი – იგი 21 წლისა შეუდგა საკანონმდებლო ცეცხლით წვას) პარლამენტს თხოვნით მიმართა, კუთვნილი შვებულება კიდევ სამი თვით გამიხანგრძლივეთ, რათა ნაყოფიერად გავნათლდეო (და, თუმცა „სწავლა სინათლეა“, ჯერ რომ ესწავლა და შემდეგ შესჭიდებოდა ამ ჩვენს კანონმდებლობას?!).

როგორც მოსალოდნელი იყო, კოლეგებმა მისი თხოვნა გულთან ახლოს მიიტანეს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა უსუფაშვილმა, შენიშნა – მნიშვნელოვანია, დეპუტატი საპარლამენტო მუშაობაში აქტიურად იყოს ჩართულიო, ოღონდ, ამით კენჭი არა ქ-ნი საჯაიას, არამედ, იმ დეპუტატების ბოსტანში ისროლა, რომლებიც. თურმე, სხდომებს თითქოს ოჯახური პრობლემების გამო აცდენენ, რეალურად კი, არც მეტი, არც ნაკლები, სიმულანტობენ.

ხოლო, თუ ზემოთქმულს დავამატებთ, რომ რიგითი დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი 4 „ს ჩემ ტო“ ათასი ლარის ფარგლებშია, როგორც ჩანს, უახლოეს 3 წელს კვლავაც აქტუალური იქნება შეგონება: ბედი მომეც, პარლამენტში დამაგდეო! – 

 

скачать dle 11.3