კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ძველს დროში გურიელს დაემარცხებინა ოსმალო და განედევნა საზღვართაგან; ამის გამგონეს ერთს გლეხს, დაუნახავს რა გურიელი, ატაცებულს სიხარულით შეუძახნია:

– ბატონო, წახდნენ ოსმალნი, შინისაკენ პირი იბრუნესო!

– წახდნენ კი არა, აწ გაკეთდა მათი საქმე: ჭკუაზე მოვიდნენ, თავიანთ სახლში მიდიანო, – მიუგო მთავარმა.

***

ერთმა მეგობარმა შესჩივლა აკაკის, ცუდი ყოფაქცევის ცოლი შემხვდაო.

– ფიქრი ნუ გაქვს, – ანუგეშა პოეტმა, – შენ ნურას ამბობ და ისიც თავისით მოიშლის. დედამისიც მასეთი იყო, მაგრამ, გახდა თუ არა ოთხმოცი წლის, მაშინვე მოიშალაო.

***

გალაკტიონს საყვარელი გამონათქვამი ჰქონდა: „შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში – სამიკიტნოშიო“.

***

ერთმა ზედმეტად თავდაჯერებულმა ნაცნობმა შალვა ნუცუბიძეს ჰკითხა:

– ჩემი შემოქმედებიდან რა უფრო მოგწონთო?

– თქვენი უფროსი ქალიშვილი, – უპასუხია მეცნიერს.

***

აკაკის დროს ერთი პედაგოგი ყოფილა, რომელიც ხანდახან მუზებსაც „ეარშიყებოდა“. ზოგიერთი მისი ლექსი „დროებაშიც“ იყო დაბეჭდილი, უფრო ბევრი კი თვითონ ავტორს ჰქონდა რვეულად შეკრული და მეგობრებს აკითხებდა, როცა ესენი ესტუმრებოდნენ ხოლმე.

ერთხელ აკაკი მისულა მასთან და მახლობელ სოფელში წასასვლელად პოეტ-პედაგოგისთვის ცხენი უთხოვნია. რასაკვირველია, პედაგოგმა პოეტს მაშინვე შეუკაზმა ცხენი – თუმცა, არა ბედაური და მოართვა. გზაზე რომ არ მოსწყენოდა აკაკის, მან თავისი რვეულიც გაატანა ღამე წასაკითხავად.

მეორე დღეს სტუმართმოყვარე პედაგოგმა ჰკითხა უკან დაბრუნებულ პოეტს:

– როგორ იმოგზაურე, აკაკი? ღამე როგორ გაატარეო?

– რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე – შენმა ლექსებმაო.

скачать dle 11.3