კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როდიდან არის რეკომენდებული ძაღლის პირველი ბანაობა?

პასუხი: ვაქცინაციის დასრულების შემდეგ, მეხუთე, მეექვსე დღეს, უკვე შეიძლება ძაღლი აბანაოთ. ძაღლი აუცილებლად სპეციალიზებული შამპუნით უნდა დაბანოთ, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთ მინერალებს შეიცავს, რომელიც ძაღლის კანისთვის არ არის სასურველი. ბანაობის შემდეგ აუცილებელია, გრუმინგია, რაც საკმაოდ რთული პროცესია. არავითარ შემთხვევაში ძაღლი არ გაიყვანოთ გარეთ ბანაობის შემდეგ. ამით შეიძლება, მას სერიოზული საფრთხე შეუქმნათ, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში.

კითხვა: ჩემმა ძაღლმა ორი კვირის წინ იმშობიარა. ეს მისთვის პირველი მშობიარობაა და ბევრი არაფერი ვიცით მომდევნო პერიოდის შესახებ. მაინტერესებს, რამდენი ხანია სავალდებულო, რომ ლეკვი დედასთან იზრდებოდეს?

პასუხი: ლეკვი დედასთან 8 კვირა, ანუ მინიმუმ ორი თვე მაინც უნდა იზრდებოდეს. ამაზე ადრე ლეკვის დედისგან მოშორება არც რეკომენდებულია და არც სასურველი. თუ ამ საკითხში გამოუცდელი ხართ, მაშინ უმჯობესია, კვალიფიციურ ადამიანებთან დაიჭიროთ საქმე. ვეტერინარი, ისევე როგორც კინოლოგი, ამაში თქვენ ნამდვილად დაგეხმარებიან.

კითხვა: ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ბოლო დროს ხშირად ერევა გული. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: ეს შეიძლება საკვების ბრალიც იყოს, ანუ აძლევთ ისეთ საკვებს, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას იწვევს, რასაც მოჰყვება გასტრიტი, დუოდენიტი და ქოლეცისტიტი. ყოველივე ამან გართულება, რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან, რომელიც სათანადო დახმარებას გაგიწევთ. 

კითხვა: ჩემს ძაღლს ქერტლი გაუჩნდა და ვერაფრით მოვაშორე. თუ შეიძლება, მითხარით, რა აჩენს ქერტლს და როგორ უნდა მოვაშოროთ?

პასუხი: ქერტლის დროს ცხოველის გარეგნულ შესახედაობას არ აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი და იგივე დაავადების დროს სხვადასხვა ცხოველს ქერტლი შეიძლება, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სახით გაუჩნდეს. ქერტლი არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სიმპტომი. ის შეიძლება, წარმოიშვას სხვადასხვა დაავადების დროს. მაგალითად, როგორიცაა: პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ვირუსული, ასევე კერატიზაციის დარღვევის შემთხვევაში, ცუდი მოვლა-შენახვის პირობებში და სხვა მრავალი მიზეზის გამო. რაც შეეხება მკურნალობას, უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც ცხოველს დაათვალიერებს და სათანადო დიაგნოზსაც დაუსვამს და მკურნალობასაც, შესაბამისად.

კითხვა: მაინტერესებს დაახლოებით, რა პერიოდი გრძელდება ძაღლის  ორსულობა?

პასუხი: ძაღლები მშობიარობენ, ძირითადად, 58-63 დღეში, დიდი ნაყარი  ჩნდება ადრე, პატარი კი – შედარებით გვიან. პატარა ჯიშის ძუ მშობიარობს 2-3 დღით ადრე. სწორნაწლავში სხეულის ნორმალური ტემპერატუარა საშუალოდ 38,5 გრადუსია, ხოლო მშობიარობამდე 2-დღით ადრე, სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსამდე ეცემა.

 მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძუ სეირნობისას ცდილობს, შორს არ წავიდეს. ამზადებს ბუდეს, უმეტესად მოუსვენრობს და პატრონის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს – გადამეტებით მოსიყვარულეა. ხშირად წევს. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე, განსაკუთრებით კი, უკვე ნამშობიარებ ძუს. უმჯობესია, თუ ცხოველს 2-3 დღით ადღე ანახვებთ ვეტერინარ ექიმს. 

 

скачать dle 11.3