კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ოქრომჭედელმა ყოფილი საყვარელი და რატომ დააგლიჯა მან ცხედარს ყურები

ოპერატიული ინფორმაცია მომხდარი  მკვლელობის შესახებ  შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ანონიმურად შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, კონკრეტული მისამართის მითითების შემდეგ, სამედიცინო სამსახურის  წარმომადგენელს ახალგაზრდა ქალის გვამის არსებობის შესახებ აცნობა. მითითებულ ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას  ბინაში გარდაცვლილი ქალის გვამი დახვდათ,    ინკოგნიტო მოქალაქე შემთხვევის ადგილზე უკვე აღარ იყო. ზედაპირული დათვალიერებითაც ცხადი გახდა, რომ ქალს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული – შემთხვევის ადგილზე დატოვებული  იყო დანაშაულის იარაღი – გატეხილი ბოთლი, რომელზე არსებული სისხლის კვალიც მიუთითებდა, რომ  ქალს ყელი ბოთლით  გამოჭრეს. გარდაცვლილს დაზიანებული ჰქონდა ყურებიც – როგორც ჩანს, მკვლელმა მას ყურები ისე ჩამოაგლიჯა, რომ ორივე ყურის ბიბილო დაუზიანა. 

სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ქალის ვინაობის დადგენა დაიწყეს. ის აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები, 29 წლის ნანა კ-ძე. ბინა კი, სადაც მისი გვამი იპოვეს, მკვლელობამდე ოთხი  თვით ადრე ჰქონდა ქალს ნაგირავები. პირველადი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო ყაჩაღობაც – სავარაუდოდ,  მსხვერპლს ყურებზე უნდა ჰკეთებოდა ძვირფასი საყურეები, რაზეც მეტყველებდა ჩამოხეული ბიბილოები.      

ამონაწერი იმავე სართულზე მცხოვრები მეზობლის, ლამზირა კ-იას ჩვენებიდან: „ეს ახალგაზრდა ქალი პირველად სადარბაზოში შემხვდა – ბინის კარს კეტავდა მამაკაცთან ერთად. მივესალმე და ისინიც მომესალმნენ. პირველი მე გამოველაპარაკე – გოგონი, თქვენ იცხოვრებთ ამ ბინაში-მეთქი? რაზეც მან მიპასუხა: დიახ, მე და ჩემი მეუღლეო. მას შემდეგ იმ მამაკაცთან ერთად რამდენჯერმე ვნახე: დილით, როცა სახლიდან გამოდიოდნენ და გვიან საღამოს, როცა ერთად ბრუნდებოდნენ ხოლმე. ამ ბინაში სტუმრები არ მინახავს. პირველი  ორი  თვე იმ მამაკაცს სისტემატურად ვხედავდი, შემდეგ კი უკვე ცალ-ცალკე ვხვდებოდი მათ, შემდეგ ის მამაკაცი საერთოდ აღარ მინახავს. ბოლო ხანებში, ორჯერ თუ სამჯერ, უცხო მამაკაცი შევნიშნე, რომელმაც დილით, ადრიანად დატოვა ბინა.  ერთ დღეს ხმაურიც შემომესმა იმ  ბინიდან – ჩხუბის ხმა იყო,  მაგრამ  ჩემმა მეუღლემ მკაცრად გამაფრთხილა, რომ მეზობელი  მდგმურის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი. მას მერე, ვინ დადიოდა იქ, აღარ დავინტერესებულვარ. მკვლელობის დღეს არაფერი გამიგია, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია რომ მოვიდა, მათგან შევიტყვე, რომ ბინაში რაღაც მოხდა”. 

 შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ცხადი გახდა, რომ მკვლელობამდე ბინაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რასაც მოწმობდა სამ კაცზე გაშლილი სუფრა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, მასპინძელი ქალბატონი უნდა ყოფილიყო. 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გარდაცვლილი ქალის მეგობრებისა და  ოჯახის წევრების დაკითხვით, დადგინდა,  რომ ნანა კ-ძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც ოქრომჭედელი იყო და მისი ვინაობა ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. როგორც გარდაცვლილი ქალის მეგობრები აცხადებდნენ, ის საყვარელ ქალს ანებივრებდა ოქროს სამკაულებით, თუმცა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რის გამოც  მამაკაცი ქალს მოკვლითაც კი ემუქრებოდა.  გამოძიებას მკვლელობასთან ოქრომჭედლის შესაძლო კავშირის  პირველი ვერსია გვამის დაზიანებული ყურების გამო გაუჩნდა – შესაძლოა, შეყვარებულ მამაკაცს გარდაცლილი  ქალისთვის  შურისძიების ნიშნად  ის საყურეები მოეხსნა, რომელიც მისი ნაჩუქარი იყო. 

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ვინაობა – ის 43 წლის მინდია გ-იანი აღმოჩნდა. მამაკაცი თავიდან უარყოფდა კავშირს მკვლელობასთან, თუმცა, შემდეგ  აღიარა ჩადენილი დანაშაული  და საკუთარი ქმედება აფექტური მდგომარეობითა  და ეჭვიანობით ახსნა. 

ამონაწერი მინდია გ-იანის ჩვენებიდან: 

„ნანას  გაცნობის დროს ოჯახი მქონდა – მეუღლე და ორი შვილი. ნანასთან ურთიერთობას ჩემი ოჯახური მდგომარეობა შეეწირა – სახლიდან წამოვედი და ნანას დავუკავშირე ცხოვრება. მის გამო ყველაფერი დავკარგე, მაგრამ, ისე მიყვარდა, არაფერს ვნანობდი. დაახლოებით ექვსი თვე ვიცხოვრეთ ერთად, მერე კი ჩვენი ურთიერთობა აირია. ნანა თავისუფალი ქცევების გოგო იყო და სულ ვეჭვიანობდი. რის საბაბსაც თვითონ მაძლევდა. ბოლოს ბინაც კი დავუგირავე, რომ მისი გული მომეგო. ათი ათასი დოლარი გადავიხადე იმ ბინაში – აგარაკი გავყიდე, რომ ეს ბინა დამეგირავებინა. ორი თვე ვიცხოვრეთ ამ ბინაში ერთად, ერთ დღეს კი ვიჩხუბეთ და ნანამ სახლიდან გამაგდო. მეგობარს შევეხიზნე ცოტა ხნით, რადგან, წასასვლელი არსად მქონდა.  ბოლომდე ვფიქრობდი, რომ შემირიგდებოდა და დროდადრო ვაკითხავდი ხოლმე სახლში. ერთი-ორჯერ მასთან მამაკაცი დამხვდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. ნანამ მითხრა, ჩემი თანამშრომელია და საეჭვიანო არაფერი გაქვსო, მაგრამ, ამის დაჯერება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ამის გამო ისევ ძალიან ვიჩხუბეთ.  მკვლელობის ღამეს ნანას სახლში გაუფრთხილებლად დავადექი. მას სუფრა ჰქონდა გაშლილი და სტუმრად ჰყავდა ჩემთვის უცნობი  მამაკაცი, რომელიც ჩემს დანახვაზე ძალიან დაიბნა. იქაურობის დატოვებაც სცადა, მაგრამ ნანამ არ გაუშვა. მეც მაგიდას მივუჯექი, ნასვამი ვიყავი და კიდევ დავლიე. როგორც გავარკვიე, ის მამაკაცი ნანას ახალი გაცნობილი ჰყავდა. ალბათ, 40 წუთი ვიჯექით მაგიდასთან, მერე კი ეჭვიანობამ გონება სულ ამირია. ის კაცი აივანზე გავიდა და ნანას ვკითხე, ვინ არის-მეთქი. შენი შემცვლელიო, – პირდაპირ მომახალა. ამის თქმა იყო და მაგიდიდან ბოთლი ავიღე, სკამის ზურგს ჩამოვარტყი და გადატეხილი ბოთლი ნანას ყელში გამოვუსვი. ყელიდან სისხლმა იფეთქა და ნანა ძირს დავარდა. ხმაურზე ის მამაკაციც შემოვარდა აივნიდან. მერე რა მოხდა, ვერ ვიხსენებ. არც ის მახსოვს, როგორ ჩამოვაგლიჯე ნანას ყურებიდან ჩემი ნაჩუქარი ძვირად ღირებული საყურეები  და არც ის, როგორ დავტოვე იქაურობა. სადარბაზოსთან ტაქსი გავაჩერე, ნანას სახლიდან მეგობართან წავედი და ყველაფერი მოვუყევი, რაც მოხდა. მან მირჩია, პოლიციას ჩაბარდიო. ასეც ვაპირებდი, მაგრამ, ორი დღე ამის გაკეთება ვერ გავბედე.” 

   გამოძიებამ იმ ადამიანის კვალსაც მიაგნო, რომელიც უნებურად მკვლელობის მოწმე გახდა. მისი განცხადებით, გარდაცვლილი ქალი ქუჩაში შემთხვევით გაიცნო, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ქალმა ის სახლში მიიპატიჟა, რა დროსაც მათ თავზე დაადგათ მინდია გ-იანი. „მისი მოსვლისთანავე სახლის დატოვება ვცადე, მაგრამ, ნანამ მთხოვა, მარტო არ  დამტოვოო. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ნახევარ საათში სამჯერ გავედი აივანზე სიგარეტის მოსაწევად.  როცა ოთახში დავბრუნდი, იქ საშინელი სურათი დამხვდა. კაცს მისთვის  ყელი გამოეჭრა, ძირს იყო დახრილი და ყურებიდან საყურეებს აგლეჯდა. ისე დატოვა იქაურობა, ჩემკენ არც გამოუხედავს. მივხვდი, რომ ნანა უკვე გარდაცვლილი იყო. მე მისი ტელეფონიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დავრეკე – ვიფიქრე, იქნებ, გადარჩენა შესაძლებელია-მეთქი. ამის შემდეგ სახლის კარი გამოვიხურე და იქაურობას გავერიდე,” – განაცხადა მოწმის სახით დაკითხულმა მამაკაცმა.

  სასამართლომ მინდია გ-იანი  დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობაში,  არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის  მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომ მკვლელობა ჩადენილი იყო აფექტურ მდგომარეობაში და განსასჯელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3