კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავტომანქანა „ჟიგულისა“ და ლუდ „ჟიგულოვსკაიას“ ამბავი

ახლა ნაირ-ნაირი დასახელების ლუდი გამოდის – „ყაზბეგი“, „ნატახტარი“ და ასე შემდეგ. კომუნისტების დროს ყველაზე კარგი ლუდი (ბოთლის) „ჟიგულოვსკაია“ იყო და ვინც ამ ლუდს მიირთმევდა, კაციც ის იყო და ქუდიც მას ეხურა. სახელიც ჰქონდა და გვარიანი ღიპიც უთამთამებდა სასირცხვო ადგილის ცოტა ზემოთ, შილიფად მოჭერილ ხვანჯართან. ნუ დაიბნევით, ახლა სულ თავიდან დავიწყებ.

კომპოზიტორს, ჩვენს სიამაყეს, გიორგი ცაბაძეს, თავის აპარატში ერთი მოდასაყოლილი ერთგული თანამშრომელი ჰყავდა – რეზო ჯინჯოლია. გიორგი, როგორც ჩვენი ყველა ჯიგრიანი ხელოვანი, ყველას ეხმარებოდა თავისი ავტორიტეტით. რა დასამალია და კაცი წმინდა მართლმადიდებლურ საქმეს აკეთებდა, თუმცა ახლა ასეთ რამეს კორუფციად ნათლავენ.

კორუფცია რაცაა, მე პირადად ვერავინ მასწავლის. უბრალოდ, კაცი მოყვასს ეხმარებოდა, ისეთ რამეებში, რასაც ქრისტიანულად „ხელის შეშველება“ ჰქვია.

მოკლედ:

ერთხელ ეს რეზო გიორგის კაბინეტში შეიძურწა თხოვნით:

– „მოსკვიჩი“ მყავს, ბატონო გიორგი. აბა, დღეს „მოსკვიჩით“ ვინღა დადის?

– რა გინდა, კენზო?

– კენზო არა, ბატონო გიორგი, რეზო მქვია მე, რეზო...

გიორგი ცაბაძეს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ადამიანების სახელებს ვერაფრით ვერ იმახსოვრებდა. აიდარს ავლაბარს ეძახდა, ოლიას – თოლიას... ეგ კი არა ნუგზარ კვაშალს – ნუგზარ „კაშხალს“ ეძახდა.

– ჰო... რა გინდა, რეზო?

– ბატონო გიორგი, „ჟიგული“ მინდა – „03“ და თქვენ ხელი მიგიწვდებათ, თან თავის ფასში.

– თავის ფასში – ხილ-ბოსტანში! – გადაბჟირდა კომპოზიტორი... სადაა, კაცო, ეგრე?!

– მინდა, ბატონო გიორგი და რა ვქნა? დამეხმარეთ! – „ჟუვაჩკასავით“ გამოიწელა კისრის ქვეშ კანი ამან – რეზო-კენზომ.

– „ხარაშო, სლუშ... პადუმაემ!” – დაჰპირდა ცაბაძე.

გულმოწყალე კომპოზიტორმა კაბინეტიდან რეზოს გასვლისთანავე აკრიფა ტელეფონის ნომერი.

– „ზავტრა (რუსული ლაპარაკი უყვარდა)  კვამ პრიდიოტ მოი ზნაკომი ჯონჯოლია... „ჟიგული” ხოჩეტ...

კარებიდანვე მობრუნდა მიყურადებული მთხოვნელი:

– „ნე ჯონჯოლია, ბატონო გიორგი ა– ჯინჯოლია“...

 – „ნუ, ნე ადინ ხ...ი?!” – გადაბჟირდა კომპოზიტორი.

რეზოს სხვა გზა არ ჰქონდა და „წაუპადხალიმა“.

– „კანეშნა, ადინ ხ...ი,” ბატონო გიორგი, „ტოლკო, როსტ რაზნიე”! 

ცაბაძემ იმდენი იცინა, ძლივს მოაბრუნეს.

– „ხარაშო, ხარაშო”... ჩემო კვებზო, „სდელაემ.. სდელაემ”?!

– დაბადების დღე მაქვს ორ თვეში და... მაშინ გამახარეთ... იუბილეზე.

– „ხარაშო... ხარაშო”... ჩემო რემზო...

ორმა თვემ მალე გაიარა...

გულაფანცქალებული იუბილარი სტუმრად მოსულ, საგანგებოდ დაპატიჟებულ ცაბაძეს მიეგება ორსართულიანი სახლის გაბრწყინებულ, გაბარბალებულ ეზოში.

გიორგი მანქანიდან გადმოვიდა.

– „პალუჩაი, ზაკაზ”! – მიათითა თავისი მანქანის საბარგულისკენ.

ძნელი მისახვედრი არაა...

მანქანიდან ერთი ყუთი ლუდი „ჟიგული“ გადმოიღეს.

– ეს რაა, ბატონო გიორგი? – პირი გააღო რეზო-კენზომ.

– „ტი ჟე გავარილ – „ჟიგული“? – ვოტ... პრინიოს”...

– ია... ია... ალუღლუღდა მასპინძელი იუბილარი, – „მაშინუ პრასილ, მაშინა „ჟიგული”.

– „ვოტ... ვ მაშინე პივა „ჟიგული“... ა ჩტო ტი ხაწელ?”

– „ია მაშინა „ჟიგული“ პაპრასილ, ბატონო გიორგი“...

– „აა... მაშინა „ჟიგული“? ეტო ჟე ოჩენ დოროგა სტოიტ, პარენ”... მომინდომე რა შენც, ჩენზოო!

ჯინჯოლიას პირი გაუშრა.

 

скачать dle 11.3