კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

გურიაში უდენობაა. ოჯახი ადრე დაწვა დასაძინებლად... არ ეძინებათ. ცოლ-ქმარი საქმეს შეუდგა... კედლიდან ბათქაში ჩამოვარდა...

– ე‚ ცოტა ფრთხილად‚ სანამ ერთს გააკეთებთ‚ სამი გაზრდილი არ დაგვხოცოთ‚ – გადმოსძახა პატარა გურულმა.

***

გინდათ ახალი წლის შემდეგ საუკეთესო გასახდომი დიეტა? – შეაბრუნეთ მაცივარი ისე‚ რომ კარი კედლისკენ მოექცეს...

***

სატელეფონო გამოკითხვა 1 იანვრის 12-დან 1 საათამდე:

გამოკითხულთა 2-მა პროცენტმა უპასუხა: „ალო“‚ 3-მა პროცენტმა: „დიახ“‚ დანარჩენ 95 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

***

– მობრძანდით‚ ნამდვილად სწორად შეარჩიეთ ჩვენი მაღაზია‚ საახალწლოდ თქვენი საყვარელი გოგონასთვის შესანიშნავი საჩუქარი შეგიძლიათ, შეიძინოთ.

– არ მყავს საყვარელი გოგონა...

– დაუჯერებელია... ასეთ სიმპათიურ‚ წარმოსადეგ ახალგაზრდას?

– ცოლი არ მაძლევს ამის უფლებას.

***

გასაუბრებაზე სამსახურში მისაღებად:

– ჩვენთან მოსვლამდე რა რაოდენობის ხელფასის შემოთავაზებას ვარაუდობდით?

– იმდენის‚ რამდენზედაც ვიტყვი: „აუ‚ ეს სულ მე?!“

***

ზესტაფონის სადგურში მატარებელს ბალეტის მოცეკვავე გოგონა ელოდება. დრო რომ არ დაკარგოს‚ თავისი პარტიის ილეთებს იმეორებს...

– დაია‚ ნუ წვალობ‚ მოასწრებ‚ ტუალეტი აქვეა... ორი ფეხის ნაბიჯზე... მიგაცილებ თუ გინდა‚ – შეეცოდა ზესტაფონელს.

***

ადვოკატთან მიდის ძალიან მდიდარი ტიპი‚ დიპლომატი წინ დაუდო და ეუბნება:

– აი შენ ასი ათასი‚ დოლარებში... ოღონდ‚ ისე გააკეთე‚ რომ ერთი წელი მომცენ...

– მაგრამ‚ მე ვფიქრობ‚ რომ...

– არ მაინტერესებს‚ შენ რას ფიქრობ! მოიქეცი ისე‚ როგორც მე გითხარი...

სასამართლოს შემდეგ.

– ყოჩაღ‚ როგორ მოახერხე‚ რომ მოსამართლეს ერთი წელი გამოსტყუე‚ ნამდვილად იმსახურებ იმ საჩუქარს... ალბათ‚ ძალიან გაწვალდი.

– მართალია‚ ძალიან გამიჭირდა‚ იმას ხომ სასამართლოს დარბაზიდან გაშვება უნდოდა...

***

– შეყვარებულს მართლა დაშორდი? კი მაგრამ‚ ერთი წელი ხვდებოდით ერთმანეთს?

– ჰო და მთელი ეს ერთი წელი ტვინი შემიჭამა: არ გიყვარვარ‚ არ გიყვარვარო‚ ჰოდა‚ დამაჯერა...

***

– იცი‚ ისრაელში‚ თურმე‚ საერთოდ არ ყოფილან მათხოვრები...

– ჰო‚ რა თქმა უნდა‚ იქ სხვას ვინ რას მისცემს.        

***

ორი დაქალი ბარში – კოქტეილით გაბრუებულები.

– შეხედე‚ ჩვენგან მარცხნივ‚ ხედავ ორ ბებერ კახპას? ჩვენც ასეთები ვიქნებით 10 წლის შემდეგ...

– შტერო‚ ეს ხომ სარკეა!

***

– გელა‚ ადექი! ადექი-მეთქი‚ სამსახურში დაგაგვიანდება... გელა‚ ეგრე არა‚ მთლიანად ადექი!

***

ნაბახუსევზე გაიღვიძა ტიპმა‚ ჩაიცვა... და სიხარულისგან გადაირია‚ როცა ჯიბეში 100-ლარიანი აღმოაჩინა. თუმცა, ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან‚ როცა მეორე ჯიბეში ბანკომატიდან 500 ლარის მოხსნის ქვითარი ნახა.

***

მიფრინავს კრიზისი ამერიკის თავზე: „ო‚ აქ კარგად მიმუშავია!“

მიფრინავს კრიზისი ევროპის თავზე: „აქაც მშვენივრად მომინდომებია!“

მიფრინავს კრიზისი საქართველოს თავზე: „კი მაგრამ‚ ეს ამბავი ვინ ქნა‚ ჩემ გარეშე?!“

***

ამქვეყნად სამი არსებაა‚ რომელიც – 10 გრადუს სიცივეზეც არ იყინება: პინგვინები‚ პოლარული თეთრი დათვები და მოკლეკაბიანი გოგონები...

***

გინდა‚ იცოდე‚ როგორია მამაკაცი? – დაათვრე.

გინდა‚ იცოდე‚ როგორია ქალი? – გააბრაზე.

скачать dle 11.3