კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ფინელ მხატვარს, კაი-რიიტი იივონენს, აქვს ნაძვის ხის უცნაური სათამაშოების დიდი კოლექცია, სადაც ნახავთ საბჭოთა კოსმონავტებს, ჩინურ ძროხებს, გერმანულ შხამა სოკოებს და ბერძენ მღვდელმსახურებსაც კი...

* ეგვიპტელები, როდესაც მშვენიერების გამოსახვა სურდათ, არფას ხატავდნენ.

* ინდონეზია – პოლონეთი, სპილოს ძვლის სანაპირო – ირლანდია, გვინეა – მალი, ბოლივია – ეთიოპია... ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები იდენტურია, ოღონდ, ამობრუნებული.

* ეს ხე სოჭში იზრდება: ლიმონის, მანდარინის, ფორთოხლის, გრეიპფრუტის – სულ 30 ჯიშისა და 6 სახეობის ციტრუსის ვეგეტატიური ჰიბრიდი. მას „მეგობრობის ხეს” უწოდებენ.

* გერმანიის ქალაქ ფრიდრიხსაფენში საზღვაო ვაგზლის გადაკეთებულ შენობაში გაიხსნა დირიჟაბლების მუზეუმი. ყველაზე დიდი ექსპონატის სიგრძე 248 მეტრია. სწორედ ამ ვაგზლიდან გავიდა 60 წლის წინათ პირველი სარეისო „ცეპელინი”.

* ანა ბურგუნდიელი პირველი ქალი იყო, რომელმაც ნიშნობის ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მიიღო, რომელიც მას 1477 წელს გერმანიის მეფემ, მაქსიმილიან პირველმა უძღვნა.

* ინგლისში ქალ მერსაც ისევე მიმართავენ, როგორც კაცს – „მისტერ მერ“.

* 1900 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენისთვის მოამზადეს ატრაქციონი მოგზაურობის მოყვარულთათვის, სადაც ადამიანს „მგზავრობისას“  გზის ორივე მხარეს შეეძლო თითქმის რეალური სურათების დანახვა. მაგალითად, გემით მოგზაურობის დროს გარემო იმდენად ახლოს იყო სინამდვილესთან, რომ, შეიძლებოდა, „მოგზაური“ ზღვის ავადმყოფობითაც კი დაავადებულიყო.

* 1645 წელს ბელგიელმა ვან ლანგრენმა 300-ზე მეტი ახალი გეოგრაფიული ობიექტის სახელი შეიტანა ასტრონომიაში. ლანგრენი მთვარეს შეისწავლიდა და ეს სახელებიც სწორედ დედამიწის ამ ბუნებრივ თანამგზავრზე არსებულ ობიექტებს დაარქვა.

* ქალაქებს: ჰამბურგს, ანტვერპენსა და დუდინკს საზღვაო პორტები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სანაპიროზე არ არიან გაშენებული.

скачать dle 11.3