კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნება თუ არა სოჭის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ელჩი დიანა ღურწკაია მეჩირაღდნე და სად გაჟღერდა მისი შესრულებით ოლიმპიადის სიმღერა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია უკვე წლებია, რუსული შოუ-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე „თბილისელების“ მკითხველებისთვის. თუ როგორია მომღერლის გეგმები და როგორ გაატარა მან საახალწლო დღეები, ქალბატონმა დიანამ სიამოვნებით გვიამბო. 

 

– როგორც ყოველთვის, საახალწლო კონცერტებში აქტიურად იყავით ჩართული.

– ძალიან კარგი კონცერტები ჩატარდა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, რომლებშიც მეც მივიღე მონაწილეობა. საახალწლო „ორ ვარსკვლავშიც” მიმიწვიეს. ფორმატის მიხედვით, ძველი სიმღერა ახალი არანჟირებით ჩაიწერა და ერთ-ერთ ახალგაზრდა შემსრულებელთან ერთად დუეტში ვიმღერე. სიმღერა შევასრულეთ მულტფილმიდან „ანასტასია,“ რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. ეს პროექტის მუსიკალური რედაქტორის იდეა იყო, რომელშიც პირველად მივიღე მონაწილეობა. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, მილოცვის შემდეგ, უკვე სცენაზე ვიდექი. ეს კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომელიც მომავალ ოლიმპიადას ეძღვნებოდა და მასში ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. ამ კონცერტზე ჩემი შესრულებით ოლიმპიადის სიმღერა გაჟღერდა. გამოსვლის შემდეგ წავედით და მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ერთად ვიყავით ახალი წლის ღამეს ჩემი ძმის ოჯახში. მანამდე, რა თქმა უნდა, ბავშვებთან თოვლის ბაბუაც მივიდა, რომელსაც ყოველ წელს ვიწვევთ. მოკლედ, რომ მივედით, ბავშვებს დიდი ჟრიამული ჰქონდათ. ჩვენი დიდი ოჯახი ტრადიციებს არასდროს ივიწყებს და ახალი წლის ღამეს ყველანი ვულოცავთ და საჩუქრებსაც ვჩუქნით ერთმანეთს. სადაც არ უნდა იყო, შენი ტრადიცია არ უნდა დაივიწყო, პირიქით, უნდა გაიხარო ამით. ერთად ვიყავით მთელი ოჯახი შობის დღესაც. რა თქმა უნდა, სადაც სუფრაა, იქ აუცილებლად ჟღერს ქართული სიმღერები, ხოლო, სადაც ქართული სიმღერა აჟღერდება, იქ მე ვარ ყოველთვის, როგორც წესი.

– სოჭის ოლიმპიადა ახსენეთ საუბრისას და მართალია, რომ ერთ-ერთი მეჩირაღდნე თქვენ უნდა იყოთ?

– დიახ, ეს სიმართლეა, მეჩირაღდნე ვიქნები. მე ვარ სოჭის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ელჩი უკვე რამდენიმე წელია და, ამიტომ, ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას, როცა მეძახიან, მხარდაჭერაა საჭირო თუ ასე შემდეგ. როცა ერთ-ერთ მეჩირაღდნედ მიმიწვიეს, მოსკოვში არ ვიყავი, ვისვენებდი. როგორც ელჩი, აუცილებლად უნდა შევხმიანებოდი მიწვევას და, ცხადია, თანხმობა უნდა მეთქვა. ეს ძალიან დიდი ოლიმპიადაა. 

– როგორც ვიცი მეჩირაღდნეთა შორის სოფო შევარდნაძე და თიკა კანდელაკიც არიან.

– ნამდვილად არ ვიცი, სიას არ გავცნობივარ. 

– ამერიკის თემას მინდა შევეხო. როგორც გავიგე, ცოტა ხნის წინ კონსულმა უარი გითხართ ამერიკაში გამგზავრებაზე, მიზეზი კი, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

– ამერიკაში არაერთხელ ვყოფილვარ გასვლით კონცერტებზე და, ასევე, დასასვენებლად. წელს რატომ მოხდა ასეთი რამ, არ ვიცი. არავის არაფერი უთქვამს, ჩვეულებრივად გადავიღე სურათი და საბუთები ჩავაბარეთ. ამის შემდეგ, ერთ დილას, 10 საათი იქნებოდა, სახლში დამირეკეს და მითხრეს, რომ მათ სჭირდებოდათ ფოტო, რომელსაც უსათვალოდ გადავიღებდი. არანაირი რეაქცია არ მქონია და ემოცია არ გამომიხატავს, მათ თავისი სამსახური აქვთ, მე – ჩემი და ყველა თავის საქმეს აკეთებს. მადლობა გადავუხადე ინფორმაციისთვის და ისიც ვუთხარი, რომ, რადგან მე გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რადგან მე ვარ უსინათლო, ჩემთვის სათვალე მხოლოდ აქსესუარი არ არის, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია-მეთქი. მთელი ჩემი ცხოვრება სათვალით დავდივარ და მას მხოლოდ მაშინ ვიხსნი, როცა ძალიან ახლობელი ადამიანები მყავს გარშემო. შემდეგ ამ ინფორმაციამ პრესაშიც გაჟონა და ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საბოლოოდ, საბუთები დამიბრუნეს, პასუხად კი მითხრეს, რომ დამატებით განიხილავდნენ ამ საკითხს. ჯერ არავის არაფერი განუხილავს და სიმართლე გითხრათ ვერც ვხვდები რეალურად რაშია საქმე. ერთადერთხელ მქონდა იგივე პრობლემა ბრიტანეთის საელჩოსთან, მაგრამ როგორც კი გაირკვა ყველაფერი, ბრიტანეთის ელჩმა ბოდიშის წერილი გამოგვიგზავნა და ჩემი ფოტო ისეთი მიიღერს როგორიც გადაღებული მქონდა. კი მინდოდა ამერიკაში წასვლა ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ, მაგრამ რა ვქნა, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგვცეს და ყველაფერს მოევლება.

– ხმა გავრცელდა დიანა ღურწკაია ფეხმძიმედ არისო და მართალია?

– არა, არა, ეს არ არის მართალი, თორემ, აუცილებლად გეტყოდით. რას ამბობთ, 48 კილოგრამს ზემოთ არ ვარ აწეული. 

– სურვილი თუ გაქვთ, ექვსი წლის შემდეგ მეორე შვილის გაჩენის?

– ყველაფერი უფლის ნებაა. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათზე უარს არასდროს ვიტყვი. იმ დონეზე ვარ ჩემი შვილით ბედნიერი, რომ, საერთოდ, არ ვიცი, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი. შვილის დაბადების შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება და სულ სხვა ფერებში ხედავ ყველაფერს. რა თქმა უნდა, გასაკვირია, მე რა ფერებზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ, რაღაც შინაგანად ხდება ისე, რომ მართლა სულ სხვა ფერებში ვხედავ ყველაფერს. სხვანაირად ჟღერს ირგვლივ ყველაფერი და სულ სხვანაირად ვცხოვრობ. ჩემი ბიჭი უკვე 6 წლის არის და მომავალ წელს სკოლაშიც შევდივართ. სკოლამდელშიც დავდივართ, მუსიკალურშიც, მაგრამ, ჩვენი მთავარი ეპიცენტრი ქართული ცეკვებია – ეს დედამისის, ანუ, ჩემი ოცნებაა. ამიტომ, ჩემი ბიჭი აქტიურად დადის ქართული ცეკვების გაკვეთილებზე. ეს არის ქართულ ხელოვნებასთან და კულტურასთან შეხება და ბავშვმა ეს უნდა იცოდეს. მე საქართველოდან არ წავსულვარ, რადგან, სულით და გულით იქ ვარ. ამიტომ, შვილსაც იმავე ტრადიციებით ვზრდი. 

– ინტერვიუს ჩაწერას სანამ დავიწყებდით, მითხარით, რომ „ფეისბუქში” იყავით შესული. არ ვიცოდი, სოციალური ქსელით თუ სარგებლობდით. 

– თუ ყველა სარგებლობს სოციალური ქსელით, რატომ არ უნდა გავაკეთო მე საკუთარი გვერდი „ფეისბუქზე”? აიფონური სისტემა მაძლევს იმის საშუალებას, რომ სოციალური ქსელით უპრობლემოდ ვისარგებლო.

– როცა ამ ინტერვიუს მკითხელი გაეცნობა, დარწმუნებული ვარ, ბევრი მოისურვებს თქვენთან დამეგობრებას „ფესიბუქში”.

– ერთადერთი პრობლემა ის მაქვს, რომ, როცა ლათინური ასოებით წერენ, აიფონის სისტემა ცუდად კითხულობს, მაგრამ, რაღაცნაირად მაინც ვახერხებ, ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევი. რაც შეეხება მეგობრებს, ჩემები სახლში დამცინიან, როგორ შეიძლება, ყველა დაიმეგობროო. მერიდება, უარი როგორ ვუთხრა, მერე სხვანაირად მიიღებენ – ღურწკაიამ უარი გვითხრა დამეგობრებაზეო. უკვე იმდენი მეგობარი მყავს, ახლებს ვეღარ ვიმატებ. სხვათა შორის, გუშინ ვამბობდი, რაღაცნაირად ისე უნდა გავაკეთო, რომ ყველა დავიმატო-მეთქი. 

– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

– ძალიან მინდა ჩამოსვლა, აქამდეც უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, არ მოხერხდა. აუცილებლად ჩამოვალ და დავასრულებ იმ ალბომს, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს. ალბომს, შეიძლება, მოჰყვეს პრეზენტაცია, პრეზენტაციას – კონცერტი. საქართველოში ძალიან დიდი კონცერტის ჩატარება დღეს ჩემი დიდი ოცნებაა და, იმედი მაქვს, ეს ოცნება ამისრულდება.

 

скачать dle 11.3