კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ორი ბესო ზანგურის ცხოვრება ერთ ოჯახში და ვინ ზრუნავს მათ კომფორტსა და საუკეთესო განწყობაზე

მსახიობი ბესო ზანგური 2014 წელს გამორჩეულად შეხვდა, რის მიზეზსაც ოჯახური გარემო ნამდვილად აძლევს. ჩვენი რესპონდენტი მესამე ბიჭის მამა გახდა, რის შემდეგაც, ოჯახში უკვე ორი ბესო ზანგური იცხოვრებს. შვილს სახელი დედამ, გვანცა წულეისკირმა შეურჩია და მისივე დაჟინებული თხოვნით, ახალშობილი, ბესო ზანგური – უმცროსი გახდა. შვილის დაბადებას ბესო თავადვე დაესწრო და აღიარა, რომ მამაკაცებმა ქალები კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასონ.

 

– როგორი შეგრძნებაა, როცა სამი შვილის მამა ხდები?

– საოცარი შეგრძნებაა, როცა შვილს ელოდები. ამაზე დიდი ბედნიერება, ღვთის საჩუქარი და წყალობა, არ არსებობს. ჩემს სიცოცხლეში უფალმა შვილის სახით სამი საოცრება გამომიგზავნა. მინდა, ისიც გითხრათ, რომ მეოთხე საოცრებასაც აუცილებლად დაველოდები, ოღონდ გოგოს. ხომ ხედავთ, გოგოს ძებნაში სამი ბიჭი გავაგორე.

– პატარას შენი სახელი დაარქვით. ეს ვისი იდეა იყო?

– მართალია, წინააღმდეგი ვიყავი, ოჯახში კიდევ ერთი ბესო ზანგური გვყოლოდა, მაგრამ გვანცას დაჟინებული თხოვნით, მესამე შვილს ჩემი სახელი დავარქვით. სახელის შერჩევა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, სანამ ბავშვის სქესს გავიგებდით. შევთანხმდით, რომ თუ გოგო დაიბადებოდა, სახელს მე დავარქმევდი. ეს კი, მგონი, ყველამ იცის, რომ გოგოს შემთხვევაში, მარიამი გაჩნდებოდა. თუ ბიჭი გვეყოლებოდა, გვანცას არჩევანს გავიზიარებდი. მან კი ბესო ამოირჩია. რომ მითხრა თავისი არჩევნის შესახებ, ცოტა მეუხერხულა შვილისთვის ჩემი სახელის დარქმევა, რადგან ჩემი სახელით ისე ვერ მოვეფერებოდი. გვანცამ გაიმარჯვა, მაგრამ იმაზე მაინც შევთანხმდით, რომ მისი ნათლობის სახელი ნიკოლოზი იქნება. 

– მოკლედ, ოჯახში ბესო ზანგური – ჯუნიორი გყავთ, რომელიც შენი და გვანცას პირველი საერთო შვილია. როგორი იყო მისი მოლოდინი?

– ჯუნიორს არაფრით შევუწუხებივართ. ძალიან უპრობლემო ფეხმძიმობა ჰქონდა გვანცას, თუ არ ჩავთვლით, მცირე ტოქსიკოზს. თუმცა, როცა ზანგური გყავს მუცელში, ცხოვრებაში ტოქსიკოზიც უნდა აიტანო. ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა ამ 9 თვეში გვანცამ, მაგრამ დაუფასდება. 

 სანამ პატარა ჩაისახებოდა, მე და გვანცამ ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ, რადგან ორივეს ძალიან გვიყვარს ხეტიალი. ახლა კი პატარამ თავისი კანონები დაგვიწესა და მისი წყალობით, ახალ წელს საქართველოში შევხვდი. მინდა გითხრათ, ბოლო 7-8 წელია, ასეთი რამ არ მომხდარა. ის უკვე ჩვენი გენერალია და მასზე ვართ ყველანაირად დამოკიდებული, რაც ძალიან სასიამოვნოა.

– სულ რამდენიმე დღით გვიან რომ ემშობიარა გვანცას, პირველი და მესამე შვილის დაბადების თარიღები ერთმანეთს დაემთხვეოდა.

– ჰო, ჩემი პირველი შვილი – ლუკა, 1 იანვარსაა დაბადებული და ცოტა ავცდით მის დაბადების დღეს.

– ყველა აღიარებს, რომ ცოლმა ძალიან შეგცვალა, გვანცამ მოახერხა ის, რომ ბესო ზანგური დამშვიდებული და გაცილებით დასერიოზულებულია დღეს.

– კი, გეთანხმები, ასეა. საერთოდ, ქება არ მიყვარს, მაგრამ ჩემში ასეთ ცვლილებას, პირდაპირ მეუღლეს მივაწერ. მან ყველანაირი პირობა შემიქმნა, რომ დავმშვიდებულიყავი. თავის თავზე აიღო ბევრი რამ. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით გამოსდის, ანუ სამეგრელომ მაინც თავისი ქნა. 

– ანუ, ბესო ზანგურმა თავისი სასურველი ქალი იპოვა და ის გვანცა წულეისკირია.

– საერთოდ, წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს, მაგრამ ასეა. მშვიდად ვარ და ვაღიარებ, რომ ასე კომფორტულად თავი არასდროს მიგრძნია. სიყვარული, რომელსაც გვანცას მიმართ განვიცდი, არ გამნელებია. პირიქით, გაძლიერდა კიდეც ჩვენი გრძნობა. ძალიან მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ჩემი ცხოვრება ისე კარგად წავიდა, რომ არ მინდა, ამაზე ბევრი ვილაპარაკო – თვალი არ მეცეს. მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს რაც მთავარია. გრძნობაში, რაც ყველაზე მეტად, მე, ემოციურ ადამიანს, მინდოდა და მაბედნირებს, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. როცა აქ კარგად ვგრძნობ თავს, მერე უკვე გარე სამყარო კარგავს ჩემთვის აზრს.

– მართალია, მეუღლე ყველანაირად გიწყობს ხელს თავი კომფორტულად იგრძნო, მაგრამ შენ თავად თუ ზრუნავ მასზე ანალოგიურად?

– რა თქმა უნდა, აბსოლუტურად იგივენაირად არის ყველაფერი. 

– ანუ, ბუმერანგის სისტემით მუშაობთ?

– არა, ჩვენ უბრალოდ ოჯახური სისტემით ვმუშაობთ, რომელსაც სიყვარული ჰქვია.

– იმ ადამიანებს, ვისაც შენში ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა, რომ ოჯახური ურთიერთობებისთვის მზად არ იყავი, გაუქარწყლე მოლოდინი?

– მე ყოველთვის ვამშვიდებდი მათ, ვისაც ჩემი მეოჯახეობის არ სჯეროდა, რომ აუცილებლად მოვა გაზაფხული-მეთქი და ასეც არის. ჩემი რჩევაა, ყველა დამშვიდდეს და თავის პირად ცხოვრებას მიხედოს. მერწმუნეთ, ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის. პრობლემა არ არის, თუ სურვილი ექნებათ, ჩავახედებ ჩემს პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ზოგს შეიძლება, „გაუტყდეს“ ისეთ რაღაცეებში ჩავახედო. ამიტომ, ჯობია, თავის ოჯახებს მიხედონ.

– საუბრის ბოლოს, ისიც მითხარი, თეატრში რა ხდება, სიახლეები თუ გაქვს?

– ბატონი რობერტი ჩამოვიდა და ახალ სპექტაკლზე მუშაობას იწყებს. ის მითქმა-მოთქმა, რომ რუსთაველის თეატრში სპექტაკლები არ იდგმება, სიმართლე არ არის. ვიცი თეატრები, სადაც თვეში 8 სპექტაკლი იდგმება, მაგრამ საქმე რაოდენობაში კი არა, ხარისხშია. სპექტაკლი, რომელზეც ბატონი რობერტ სტურუა იწყებს მუშაობას, დარწმუნებული ვართ, ის ხარისხი იქნება, რომელსაც რობერტ სტურუას ხარისხი ჰქვია. პარალელურად, სხვა რეჟისორებიც მუშაობენ სხვადასხვა სპექტაკლზე.

– კინოდან ხომ არ გაქვს შემოთავაზება? 

– არასდროს მქონია სურვილი და სხვათა შორის, ახლა გამიჩნდა, რომ ფილმში ვითამაშო. ძალიან მინდა და ვეძებ აგენტს, რომელიც ამ საკითხს მიხედავს. 

– არც სერიალებში ჩანხარ და რატომ?

– ეს უკვე შეგნებულად, რადგან ეს ჩემი პრინციპია – არა სერიალს!

– გასული წელი როგორი იყო შენთვის როგორც მსახიობისთვის?

– ძალიან კარგი წელი იყო იმ მხრივ, რომ უპირველესად, სტურუა დაბრუნდა რუსთაველის თეატრში, აღდგა ის სპექტაკლები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იქნა განადგურებული, მათ შორის, „ჯარისკაცი, დაცვის ბიჭი, სიყვარული და პრეზიდენტი.” დღეს თეატრში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ასე რომ, 2013 ძალიან მსუყე და კარგი წელი იყო და მინდა, 2014 უკეთესი თუ არა, ისეთივე მაინც იყოს.  

 

скачать dle 11.3