კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ჩემი ცოლის დაქალი კინოში„ – ჩვენება მედიისა და ბლოგერებისთვის

კინოთეატრ „ამირანში” პრესისა და ბლოგერებისთვის გაიმართა ჩვენება ახალი ქართული მხატვრული ფილმისა – „ჩემი ცოლის დაქალი კინოში,” ჩვენების შემდეგ კი შემოქმედებითმა ჯგუფმა ჩვენებაზე მოსული ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ფილმში ძირითადი აქცენტი კატოს პერსონაჟზეა გადატანილი, მისი დაქალები კი მხოლოდ ეპიზდურ როლებში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დამოუკიდებელი პროექტია, ვინც სერიალს უყურებს, მათთვის მაინც სერიალიდან გამომდინარეობს და ისევ სერიალში დაელოდებიან გაგრძელებას. ამ თემაზე ჟურნალისტებთან დისკუსიაც შედგა, რადგან, ზოგს ფილმი დაუსრულებელი ეჩვენა, ფინალი არ მოეწონა და, გადაწყვიტა, მის გაგრძელებას უკვე სერიალში დაელოდოს. სიმართლე გითხრათ, მე ფინალი ძალიან მომეწონა. მართალია, „ჩემი ცოლის დაქალების“ არც ერთ სერიას არ ვტოვებ, მაგრამ, მის გაგრძელებას სერიალში ნამდვილად არ დაველოდები.

ფილმში გამოჩნდა ახალი გმირი – „სოკო,“ რომელიც მირიან ბარათეონის მიერ დაწერილი პიესის მიხედვით იღებს ფილმს. პერსონაჟმა, რომელსაც თავად რეჟისორი, გიორგი პოპიაშვილი, იგივე პოპიკა ასრულებს, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. თუმცა, ფილმის პროდიუსერის, ირაკლი საღინაძის განცხადებით, პოპიაშვილი სერიალში მოღვაწეობას აღარ გააგრძელებს, რადგან სარეჟისოროზე სწავლობს და თავის სფეროში ბევრი მიღწევაც აქვს. 

„გიორგი პოპიაშვილი იგივე „პოპიკა”, რომელიც „სოკოს” როლს ასრულებს თავადაც რეჟისორია. ის ძალიან ნიჭიერი და საქმის მცოდნე ადამიანია. მის მიერ გადაღებულ რეკლამას „ოქროს ლომი“ აქვს მოგებული. უბრალოდ, იმის გამო, რომ ძალიან დაკავებულია, სერიალში მოღვაწეობას ვეღარ გააგრძლებეს. ჩვენი თანამშრომლობა ამჯერად მხოლოდ ამ ფილმით შემოიფარგლა,” – განაცხადა ირაკლი საღინაძემ.

ფილმის კიდევ ერთი პროდიუსერის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ფილმმა საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა, თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრიც.

„კომერციულ ნაწილში ეს ფილმი ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე „ფორმულა კრეატივის” მიერ გადაღებული პირველი სეზონის ფილმი –„ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი.” საზოგადოების მხრიდან ეს კონტრავერსიული პუნქტია: ბევრს მოსწონს, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს, ანუ, განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს. ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვისაც და კომპლიმენტების მისაღებადაც.

საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებული პროექტი იყო,” – აცხადებს გუმბარიძე.

როგორც პროდიუსერებმა თქვეს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება გრძელდება, მესამე სეზონის რეიტინგის მიხედვით კი გადაწყდება, შედგება თუ არა მესამე ფილმის გადაღება. 

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მესამე ფილმიც გადავიღოთ და ამ ყველაფერს ტრილოგიის სახე მივცეთ,” – აღნიშნა ზუკა გუმბარიძემ.

ფილმის ბიუჯეტმა 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალ ბიუჯეტად ითვლება თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფში.

скачать dle 11.3