კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განსაკუთრებული გვირგვინი

ძვირფასი ახალი წელი

იანვრის პირველ ნახევარში მთელი მსოფლიოს ჩვეული რიტმი ირღვევა და კალაპოტიდან ვარდება. საყოველთაო ქაოსი და არეულობა სუფევს ირგვლივ. მუშაობაც არავის უნდა. ამაში კი, მთავარი დამნაშავე ახალი წლის დღესასწაულია... სხვათა შორის, ციფრებში ასახული სადღესასწაულო ხარჯები საკმაოდ შთამბეჭდავია.

* დავიწყოთ იმით, რომ მთელ პლანეტაზე, ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლზე ფასები 10-15 პროცენტით იზრდება.

* მთელი მსოფლიოს მოსახლეობა საახალწლო საჩუქრებზე 150 მილიარდ დოლარს ხარჯავს და აქედან 25 მილიარდი წყალშია გადაყრილი – უგემოვნო, გამოუსადეგარ სუვენირებში.

* ყველაზე მოთხოვნადი საკვები ახალ წელს წითელი ხიზილალაა. 5 000 ტონა იყიდება მხოლოდ ევროპაში.

* საახალწლოდ მარტო საჭმლისა და სასმლის კი არა, ავიაბილეთების ფასებიც 50 პროცენტით იზრდება.

* მარტო ჩინეთი ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფოიერვერკებსა და მაშხალებს ყიდის.

 

განსაკუთრებული გვირგვინი

მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ინდოეთს, ფაქტობრივად, ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია მართავდა. 1876 წელს კი ინდოეთი პირდაპირ დაექვემდებარა ინდოეთის დედოფალს. ამ მიზნით, საჭირო გახდა, დაემზადებინათ გვირგვინი სპეციალურად ინდოეთის იმპერატორისთვის. პრემიერ-მინისტრმა ბენჯამენ დიზრაილმა პარლამენტზე გაიტანა დედოფალი ვიქტორიასთვის ინდოეთის იმპერატორის ტიტულის მინიჭების საკითხი.

თუმცა, არც ვიქტორიას და არც მის ვაჟს, ედუარდ მეშვიდეს, რომელიც დედის შემდეგ ავიდა ტახტზე, ერთხელაც არ დაუდგამთ ფეხი ინდოეთის მიწაზე. მხოლოდ 1910 წელს, როცა სამეფო ტახტზე ახალი მონარქი გეორგ მეხუთე ავიდა (ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი), ბრიტანეთის სამეფო კარმა, პოლიტიკური მოსაზრებებით, გადაწყვიტა, რომ იმპერატორი აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო ინდოეთში. მაგრამ გაჩნდა პრობლემა – ბრიტანული კანონმდებლობა კრძალავს სამეფო რეგალიების: გვირგვინისა და სკიპტრის სახელმწიფოდან გატანას. ამიტომ, გეორგ მეხუთის ინდოეთში კორონაციისთვის ახალი, ძალიან ძვირფასი გვირგვინი შეუკვეთეს. ამ ფასდაუდებელი რელიკვიის შექმნის პატივი წილად ხვდა ფირმა, „რუნდელ, ბრიჯ და რუნდელს“.

გვირგვინზე გამოიყენეს 6 450 ბრილიანტი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის; 5 ცალი დიდი ზურმუხტი და 4 ლალი. გვირგვინს ძალიან უცნაური ფორმა აქვს და ოთხი მხრიდან ჰერალდიკური შროშანებით არის დამშვენებული, რომლებიც ბარხატზე ძვირფასი თვლებით არის გამოყვანილი. გვირგვინს შიგნიდან თითქოს გამოკრული აქვს ბარხატის ქუდი, ყარაყუმის ბეწვით დაბოლოვებული. გვირგვინი 900 გრამს იწონის. გეორგ მეხუთის სიკვდილის შემდეგ – 1939 წელს ეს გვირგვინი აღარ გამოუყენებიათ. ინახება ტაუერში, სამეფო საგანძურში და, ფაქტობრივად, შეუფასებელია.

 

скачать dle 11.3