კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?

პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ, თვეში ერთხელ კი მიაწოდეთ 1:4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.

კითხვა: რით მოვაშორო მტვერი მონსტერასა და კაქტუსს?

პასუხი: მონსტერას მტვერი რბილი, სველი ნაჭრით ან გრილი შხაპით მოაშორეთ.  კაქტუსის ეკლებს შორის კი – ფუნჯით ან ბამბიანი წკირით. თუ ამ სამუშაოებს ჩაატარებთ, თქვენი მცენარეები უკეთ იგრძნობენ თავს და მეტ სინათლესაც შთანთქავენ.

კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?

პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. ის ზამთრის ბაღში შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარად. 

კითხვა: ჩემს აგლაონემას ფოთლები დაეწვა, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: მცენარეს ფოთლები მცხუნვარე მზის გამო დაეწვებოდა. მიაქციეთ ყურადღება, სად გიდევთ და როგორ სინათლეშია. მოარიდეთ მცხუნვარე მზეს და ამყოფეთ ოთახის ნომრალურ ტემპერატურაზე, 18-24 გრადუსზე.

კითხვა: როგორ მოვუარო ბილბერგიას?

პასუხი: ეს მცენარე რთული მოსავლელი არ არის, უყვარს სინათლე და წყალი. მას მცირე ზომის ქოთანიც კარგად ჰყოფნის, მაგრამ, თუ გადარგვა დასჭირდება, მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მიწაში უნდა გადარგოთ.

კითხვა: როგორი განათება და სითბო უყვარს სპარმანიას?

პასუხი: ამ მცენარეს მოსწონს კაშკაშა სინათლე, მხოლოდ შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ. ზამთრობით იტანს 7 გრადუსამდე ტემპერატურას, ზაფხულობით კი ეცადეთ, სიცხეში არ დატოვოთ, რადგან, ეს ცუდად იმოქმედებს მასზე.

კითხვა: ბინაში მაქვს დიდი ხნის ჭორიკანა, რომელსაც გრძელი, დაკიდებული ტოტები აქვს. ამ ბოლო დროს შევნიშნე, რომ ფოთლები სცვივა და ბოლოები უშიშვლდება. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ასეთ დროს, ტოტებს წვეროები უნდა მოაჭრათ და კვლავ ქოთანში ჩაარჭოთ, სადაც აუცილებლად დაფესვიანდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულობით მისი ნიადაგი რეგულარულად უნდა გაანოყიეროთ.

კითხვა: ბინაში მაქვს ოთახის პალმა – ქამედორეა. მაინტერესებს, პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე და როგორ მოვუარო?

პასუხი: ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ, რათა მისი მიწა მუდამ ტენიანი იყოს. ზამთარში შედარებით შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგს შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ოთახის პალმას რამდენიმე კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქი სჭირდება. ტენის შესანარჩუნებლად მისი ქოთანი ხშირად დადგით ხოლმე სველკენჭებიან ლანგარზე და ფოთლებიც დაუნამეთ.

 

 

скачать dle 11.3