კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 2 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ისწავლოთ საიდუმლოს დაცვა; ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი. ასევე, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 4 იანვარს, დილის 7 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?

პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მისაღებია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან. არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.

კითხვა: დავიბადე 1963 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს, თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე; შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 10 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 3 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ანუ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 6-7 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი და უშიშარი, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; ამავდროულად, თუ იქნებით კეთილშობილი და ოპტიმისტი, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მეტად შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.

скачать dle 11.3