კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპლექსური „რელაქსი“

რამდენიმე დღეში საახალწლო ქეიფების „ბუმი“ ჩაივლის და, იმ მხიარული საღამოების შედეგიც არ დააყოვნებს: მომატებული წონა, შეშუპებული სახე, მოდუნებული კანი და მოთენთილობის შეგრძნება. რაც არის ამის მიზეზი, ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ, ეს ყველაფერი მოუგვარებელ პრობლემებად რომ არ იქცეს, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები: უპირველეს ყოვლისა, უთხარით „არა!“ უმოძრაობას, მსუყე საკვებს, ალკოჰოლის თუნდაც მცირე დოზას, სიგარეტსა და ტკბილ, გაზიან სასმელებს. შესაბამისად, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში – დილა-საღამოს, თუნდაც ნახევარი საათი ძუნძული სუფთა ჰაერზე ძალიან დააჩქარებს ფორმაში ჩადგომას, ხოლო, თუ ამას წყლის პროცედურებსა და ველოსიპედით სეირნობასაც დაუმატებთ, საოცნებო შედეგს ერთ-ორ კვირაში მიაღწევთ. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი სპეციალური დიეტის გარეშე. ცხადია, ისევ უნდა შემოიღოთ ნებისმიერი გასახდომი დიეტის მთავარი წესები (რაც არაერთხელ გვითქვამს), მაგრამ, აუცილებელია, კვირაში ორჯერ მოაწყოთ განტვირთვის დღე (უმი ბოსტნეულის წვენი, ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ბალახეულის ჩაი ან გაზგასული მინერალური წყალი – დღეში 2-3 ლიტრი). ჩვეულებრივ დიეტურ დღეებში კი, შეგიძლიათ, იმპროვიზაციას მიმართოთ: ერთმანეთს შეურიოთ (თქვენი გემოვნების მიხედვით) ახალგამოწურული წვენები (ხილისა და ბოსტნეულის), გაზგასული მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი. დასაშვებია, წვენში გაურიოთ ხილის რბილობიც, ოღონდ, ცხადია, ყველაფერი უშაქროდ.

შეგიძლიათ, „სტარტი“ აიღოთ მსხლითა და ვაშლით:

საუზმე – წყალში გაზავებული ვაშლის ან მსხლის წვენი (პროპორციით: 1 წილი წყალი, 2 წილი წვენი); ერთი პატარა ულუფა მიუსლი.

სადილი – ბოსტნეულის სუპი (უცხიმოდ და უკარტოფილოდ), ყველანაირი მწვანილით (ცოცხლად ჩააჭერით); 1 ჩაის ჭიქა წყალგარეული ტომატი და ნიახურის ახალგამოწურული წვენი (ნახევარი ნახევარზე).

ვახშამი – უმი ან ოდნავ მოთუთქული ნებისმიერი ბოსტნეულის სალათა. შეაზავეთ 1-2 ჩაის კოვზი ზეთით, ყველანაირი მწვანილითა და ძალიან ცოტა მარილით; პატარა ნაჭერი ცეხვილი შავი პური და ნებისმიერი ბოსტნეულის წვენი.

კარგი იქნება, თუ დიეტის მეორე დღეს „სტოსს“ სტაფილო წაიყვანს:

საუზმე – უმი სტაფილოს წვენი; მოთუთქული ბოსტნეული (სტაფილო, კომბოსტო, ხახვი, ყაბაყი და ასე შემდეგ). შეკაზმეთ მწვანილითა და სალათის ფოთლებით.

სადილი – უმი სტაფილოს სალათას შეურიეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური იოგურტი და 1 ჩაის ჭიქა წყალში გაზავებული უმი სტაფილოს წვენი (ნახევარი ნახევარზე).

მომდევნო დღე, შეგიძლიათ, მოხარშულ თევზს დაუთმოთ (ძალიან ცოტა მარილით), ოღონდ, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად უცხიმო თევზი შეარჩიოთ. მოხარშეთ 2 ცალი მომცრო ზომის თევზი, გაყავით 4 ნაწილად და თითოეულ ულუფას მოუმზადეთ სხვადასხვა ბოსტნეულის გარნირი. ყოველი ჯერის შემდეგ დალიეთ თითო ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი, ხილის ან ბოსტნეულის წვენი და წყალში გაზავებული ტომატ-პასტა.

შემდეგ დღეს თევზკომპლექსური „რელაქსი“ი ჩაანაცვლეთ ქათმის ფილეთი (ან მჭლე საქონლის ხორცით), რომელიც, შეგიძლიათ, ან მოხარშოთ, ან – ორთქლზე მოამზადოთ. გარნირად კი მოთუთქული ვაშლი და კომში გამოიყენეთ (სითხე – იგივე).

მომდევნო სამი დღე კი ისევ მხოლოდ წვენებს, ხილსა და ბოსტნეულს უნდა დაუთმოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

скачать dle 11.3