კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ რამე ნიღბის რეცეპტი ყელისა და დაკოლტესთვის.

პასუხი: კარგად გარეცხილი ერთი ცალი კიტრი კანიანად გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ 1-2 ჩაის კოვზი თაფლი და წაისვით ყელსა და დეკოლტეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით, შემდეგ ყინულის კუბიკით მსუბუქად დაიმასაჟეთ და შემშრალებისთანავე წაისვით მკვებავი კრემი.

კითხვა: რას ნიშნავს ფლექსიტარიანობა?

პასუხი: ფლექსიტარიანობა – ეს არის კვების ისეთი სისტემა, რომლის დროსაც, ვეგეტარიანელი პერიოდულად უფლებას აძლევს თავს, მიირთვას შემწვარი ქათმის ერთი ნაჭერი და, სხვათა შორის, ამის გამო სულაც არ გრძნობს სინდისის ქენჯნას.

ცნობისთვის: მსოფლიოში ცნობილმა ექიმებმა ფლექსიტარიანელობა აღიარეს ყველაზე სასარგებლო დიეტურ მიმართულებად.

კითხვა: რა არის არგანი? გამიგია, რომ კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება არგანის ზეთი.

პასუხი: უძვირფასესი არგანის ზეთი მიიღება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მცენარისგან – არგანიასგან (ეს არის მაროკოული ხე). ის ცნობილია E ვიტამინის – ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტისა და უჯერი მჟავების ჭარბი შემცველობით (სხვათა შორის, E ვიტამინი მასში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ზეითუნის ზეთში). კვებითი, დამატენიანებელი და ნაოჭების გასწორების უნარის გამო, არგანის ზეთს მთელი მსოფლიოს კოსმეტოლოგები ერთხმად აღიარებენ.

კითხვა: ფოტოგაახალგაზრდავების შესახებ ხშირად წერთ, მაგრამ, თუ შეიძლება, ცოტა დაწვრილებით ამიწერეთ ეს პროცედურა.

პასუხი: ეს არის ლაზერული ზემოქმედება წვრილ სისხლძარღვებზე. კანის ყოველი უჯრედის კვება ხდება უშუალოდ სისხლძარღვების მეშვეობით. მათ ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება და, შედეგად, რაც უფრო ინტენსიურია სისხლის მიკროცირკულაცია, მით ახალგაზრდაა კანი. ფოტოგაახალგაზრდავება აუმჯობესებს კანის ფერსაც; გარდა ამისა, სწორედ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების შედეგად ხდება პიგმენტური ლაქების გაბაცება ან გაქრობაც კი. კურსი შედგება 10-დან 14 სეანსამდე.

 

скачать dle 11.3