კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გათვალისწინებაა საჭირო ახალი წლის დღეებში, რომ ოჯახში ბედნიერება და სიმშვიდე დაიბედოთ

თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და კონკრეტულად, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ძველით ახალ წელს, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და ცხოვრებაც სასიკეთოდ შეეცვალა მას შემდეგ, რაც წინაპრების რჩევები სწორედ ამ დღეს შეასრულა. 

 

ნანა: ახალ წელს უდიდესი პოზიტიური ენერგია მოდის და ეს ენერგია თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. თუ ამ დროს არ დაიზარებთ, შეასრულებთ გარკვეულ წესებს და ამას მთელი მონდომებით გააკეთებთ, მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში წარმატებებს ადვილად და იოლად მიაღწევთ. თუმცა, სანამ ამ თემებზე ვისაუბრებთ, მინდა, გარკვეული რეკომენდაციები მოგცეთ, რაც ნამდვილად წაგადგებათ და დაგეხმარებათ მომავალში. კერძოდ, ნებისმიერ სახლში არსებობს ნეგატიური ენერგია. ის სახლებში ადვილად აღწევს და იბუდებს. მისი განეიტრალება კი ბევრმა არ იცის, არც მის ნეგატიურ შედეგებზე გაქვთ წარმოდგენა. არადა, მერწმუნეთ, ეს ძალიან მარტივია და თავადაც შეგიძლიათ, გაანეიტრალოთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ნეგატიურ ადგილებში უნდა დადოთ არყის, მუხის ან ცაცხვის ხის ქერქის პატარა ნაჭრები. ხის ქერქი ნეგატიურ ენერგიას კარგად შეიწოვს და ანეიტრალებს მის უარყოფით მუხტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამყაროდან პოზიტიური ენერგიები ჭარბად მოედინება. 

– როგორ უნდა გავიგოთ, სად დაგროვდა სახლში უარყოფითი ენერგია? 

– ყურადღება დაძაბეთ და დააკვირდით, სახლის რომელ კუთხეში ვერ ისვენებთ, სად გრძნობთ დისკომფორტს, სად და რომელ კუთხეში გიპყრობთ ცუდი აზრები და ცუდი გუნება-განწყობა. სწორედ იმ ადგილებშია სახლში უარყოფითი ენერგია დაგროვილი. კარგია, თუ შემოსასვლელ კართან დაფნის ან ცაცხვის ფოთლებს დააწყობთ. ისინი ავ ძალებს ებრძვიან და არ უშვებენ სახლში. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენს სახლში დადებითი ენერგია მთელი წელი ტრიალებდეს, ამაში სწორედ ძველით ახალ წელს შესასვლელში დაწყობილი ცაცხვისა და დაფნის ფოთლები დაგეხმარებათ. ბინაში მათ დამატებითი დადებითი ენერგიის მოზიდვა შეუძლიათ. 

– უცხოეთში, ახალ წელს სახლიდან ყრიან ძველ ნივთებს და ამბობენ: რაც მეტ ნივთს გადაყრი, მით მეტ სიმდიდრეს მოგიტანს ახალი წელიო. ანუ, ახალი წლის დღეებში, რაც მეტ ნივთს გავიტანთ გარეთ და გადავყრით, მით მეტ სიკეთესა და ბედნიერებას უნდა ველოდოთ იმ წელიწადს?

– ეს სიმართლე არ არის. უფრო სწორად, ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა, რა გადააგდოს და რა – არა. თუ გინდათ, ახალმა წელმა ბედნიერება მოგიტანოთ, სწორედ ამ ახალი წლის დღეებში უნდა მოიქცეთ გონივრულად. მაგალითად, ახალი წლის დღეებში არ შეიძლება სურათების, წამლების, ძველი ჩანაწერების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ჩანთების გადაყრა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თამამად მოისროლოთ ნაგავში მოძველებული აპარატურა, სამზარეულოს ნივთები ან ავეჯი. 

– ამბობენ, ნაძვის ხის გადაგდება ან დაჩეხვაც არ შეიძლებაო. სად უნდა წავიღოთ ნაძვის ხე ახალი წლის შემდგომ?

– მთავარია, არ გაანაწყენოთ და არ გაგებუტოთ თქვენი ნაძვის ხე. თუ ასე მოხდა, მაშინ იმ წელს უბედურება გარდაუვალია ოჯახში. ამიტომ, არასდროს დაწვათ ის, არც დაჩეხოთ და არც უხეშად მოექცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს, მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და იქიდან გლოცავდათ. ახალი წლის შემდგომ, ნაძვის ხე ფრთხილად უნდა აიღოთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადოთ.

– ამბობენ, ახალი წლის დღეები მაგიური ენერგიის მატარებელიაო. ამ დღეებში ნანახი სიზმარი უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა?

–  ახალი წლის დღეებში ნანახ სიზმრებს აუცილებლად დააკვირდით და გამოიტანეთ აზრი. არ არის გამორიცხული, ამ დღეებში ნანახი სიზმარი მალევე აგიხდეთ. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ ეს დღეები, რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებელი პერიოდი, ესტუმროთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ. თუ ახალი წლის დღეებში ვინმემ ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე. ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ბალიშის ქვეშ ამოდეთ და ისე დაიძინეთ. ის დაგიცავთ ბოროტისგან, მთელი წლის განმავლობაში ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ძველ, დაბინდულ და შელახულ სარკეს. ის უნდა გაიტანოთ გარეთ და გზაჯვარედინზე დატოვოთ, რომ უბედურება სახლიდან გარეთ გავიდეს და ზიანი ვერ მოგაყენოთ. კარგია, თუ ქოთნის მწვანე ყვავილებს შეიძენთ და მათ სახლში გამოსაჩენ ადგილას, სასტუმრო ოთახში დადგამთ. ისინი მომავალში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, ჯუჯა, დეკორატიული ხეების შეძენას არ გირჩევთ, რადგან მათ უძველეს დროში „სიკვდილის ხეებს“ უწოდებდნენ და სახლსა და ეზოში არ ახარებდნენ. ასევე, საშიშია სახლში ქოთნის წიწაკა. მას სიმწარე შემოაქვს და ჩვენს ენერგიასაც იწოვს.  

– თუ არსებობს რაიმე ტრადიცია, რომელიც აუცილებელად უნდა დაიცვას ადამიანმა?

– ამ დღესასწაულებისთვის ჩვენი წინაპრები სპეციალურად აცხობდნენ ცომის ფიგურებს და კარზე კიდებდნენ, რომ სიმშვიდე და ბედნიერება ყოფილიყო მათი თანამგზავრი. ასე რომ, ყველა ოჯახში უნდა იყოს ცომისგან გამომცხვარი ბეკეკა, რომელსაც კარზე დაკიდებთ ან მაგიდაზე დადებთ. ამას ადრე თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით, მით უმეტეს იქ, სადაც ბავშვი ჰყავდათ. ამბობდნენ, თუ ასეთი ბეკეკა იქნებოდა ბავშვის საწოლზე ჩამოკიდებული, მას ღვთისმშობელი აუცილებლად დაიცავდა ბოროტისგან. 

 

скачать dle 11.3