კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საბჭოელი დიქტატორის როლის შესრულებაზე ოცნებობს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის – „მგელი უოლ-სტრიტიდან” პრემიერის შემდეგ კინოკრიტიკოსები და უბრალო მაყურებლები ერთხმად აცხადებენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო ნამდვილად იმსახურებს „ოსკარის” ჯილდოს წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციით. 2014 წელი ლეოსთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის 40 წლის იუბილეს იზეიმებს.

* სრული სახელი და გვარი: ლეონარდ ვილჰელმ დიკაპრიო.

* ლეონარდო ჰიპების ოჯახში დაიბადა და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში იზრდებოდა.

* ორ-ნახევარი წლის ასაკში შედგა ლეონარდოს დებიუტი ტელევიზიაში, როცა მამამ ის ერთ-ერთი საბავშვო გადაცემის ქასთინგზე მიიყვანა.

* ლეონარდოს მამა, ჯორჯი, კომიქსების მხატვარი იყო, ხოლო დედა, ირმელინი – სოციალური მუშაკი. ისინი ადრე განქორწინდნენ, თუმცა ლეონარდოს არ უგრძნია მათი გაშორება, რადგან ყოვლედღიური კონტაქტი ჰქონდა ორივესთან.

* სახელი ლეონარდოს მშობლებმა მაშინ შეურჩიეს, როცა ირმელინი ლეონარდო და ვინჩის ნახატებს ათვალიერებდა – სწორედ ამ დროს იგრძნო მან მუცლიდან პირველი დარტყმა.

* ლეონარდო დიკაპრიოს იტალიელი, რუსი და გერმანელი წინაპრები ჰყავს.

* ლეონარდოს ბებია, ელენა სმირნოვა რუსია. ის გერმანელზე გათხოვდა და გვარად ინდენბირკენი გახდა. ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ლეონარდო უმტკიცებდა რუსეთის პრეზიდენტს, ნახევრად რუსი ვარო.

* ლეონარდო ბავშვობიდან არის გატაცებული ანთროპოლოგიით – მის სახლში დინოზავრების ძვლები ინახება.

* 14 წლის ასაკში ლეონარდო დიკაპრიოს საკუთარი აგენტი ჰყავდა, ხოლო მის დებიუტად ითვლება როლი ცნობილ ტელესერიალში „სანტა ბარბარა”.

* ლეონარდო დიკაპრიო სამჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის” ნომინაციაზე, თუმცა, ჯილდო სამივეჯერ სხვას შეხვდა.

* ლეონარდო დიკაპრიო საკალათბურთო გუნდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ქომაგია.

* ლეოს ოცნებაა, დიდ ეკრანზე იოსებ სტალინი განასახიეროს, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მიაგნო შესაბამის სცენარს.

* ლეონარდოს საყვარელი ფილმია „ნათლიმამა”.

скачать dle 11.3