კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუმსკის მხარეში მცხოვრები შვილი მამას საქართველოში ეძებს

ნატალია ივანეს ასული მიციკი ეძებს 70 წლის რეზო ხუჯაძეს.

ისტორია: ვეძებ მამას, 1943 წელს დაბადებულ რეზო ხუჯაძეს. მამა არასდროს მინახავს. ჩემი არსებობის შესახებ კი მან დედასგან იცის. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ დაახლოებით 1964-1965 წლებში ის წყალტუბოს კურორტზე მუშაობდა. ამჟამად მამაჩემი უკვე 70 წლის უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, მას ჰყავს შვილები და შვილიშვილებიც. ძალიან მინდა მათი გაცნობა. პირადად მე მამისგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ვიცნობდე და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო. ვცხოვრობ რუსეთში და მისი მოძებნა აქამდე ვერაფრით ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, არც მისი მისამართი ვიცი და არც ტელეფონი. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი?

– ჩემმა მშობლებმა, დედამ (ანა გალინამ) და მამამ (რეზო ხუჯაძემ) ერთმანეთი 1963 წელს გაიცნეს. მაშინ მამაჩემი სამხედრო სამსახურს სუმსკის მხარეში გადიოდა. ის და დედა ერთ სასადილოში მუშაობდნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი. ჩემი დაბადების შესახებ მამამ დედასგან იცის. ჩვენ ერთმანეთი არასდროს გვინახავს. რა თქმა უნდა, მესმის, რომ მას თავისი ოჯახი და ცხოვრება აქვს, მაგრამ, ძალიან მინდა, გავიცნო. იმედი მაქვს, რომ საქართველოში, რომელიც ძალიან მომწონს, მყავს ნახევარდაძმები. მამასგან მე არაფერი მინდა მისი გაცნობის გარდა. ახალგაზრდობაში შეცდომა ბევრს მოსდის, შვილებმა კი, ჩემი აზრით, არ უნდა აგონ პასუხი მშობლების შეცდომებზე. მაქვს მამის მხოლოდ ერთი ფოტო, ისიც საკმაოდ ცუდი ხარისხის, მაგრამ, სხვა სურათი არ გამაჩნია.

– მამის მოძებნა როდის ან როგორ გადაწყვიტეთ.

– ყოველთვის მაინტერესებდა მამაჩემის გაცნობა და  ალბათ, ეს, ბუნებრივიცაა. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ მამას არ ვჭირდები და ამიტომ არ მიკავშირდებოდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში  სიბრაზემ გამიარა, უფრო სწორად კი, მამის გაცნობისა და ნახვის სურვილმა სძლია და, გადავწყვიტე, მომეძებნა მამაჩემი. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში რამე მაკლდა, დედამ რაც შეძლო, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. მყავს მამინაცვალი და ჩვეულებრივად ვცხოვრობ, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს, მყავს თუ არა ნახევარდაძმა, როგორები არიან ისინი. არა მგონია, მამაჩემს ეწყინოს ჩემი გამოჩენა; მე ხომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მისგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ, მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ეს ადამიანი და გავიცნო.

– დედამ თუ იცის, მამას რომ ეძებთ და რა რეაქცია აქვს მას ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დედამ იცის, მამის პოვნა რომ მინდა და წინააღმდეგი არ არის. პირიქით, მასაც უნდა, რომ მე მოვძებნო მამა და ვიცნობდე მას. არ ვიცი, მამას ოჯახმა იცის თუ არა რამე ჩემ შესახებ, მაგრამ, იმედია, მათ ჩემი გამოჩენა გაუხარდებათ. პირადად მე გამიხარდებოდა. იმას რა ჯობია, როცა გაიგებ, რომ სადღაც ნახევარდაძმა გყავს და მას შენი გაცნობა უნდა?!

– მამის პოვნის შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, ისიც თანახმა იქნება, აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრას?

– ძალიან მინდა, ვნახო მამაჩემი. თუკი ყველაფერი გამოვიდა და მე ის ვიპოვე, ჩემთვის პირველი მიზანი მასთან შეხვედრა იქნება. არ ვიცი, გამომივა თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ, ვეცდები, რომ ვნახოთ ერთმანეთი. ხოლო, თუ არ გამოგვივა შეხვედრა, მაშინ, სატელეფონო ან ინტერნეტით კავშირი ხომ მაინც გვექნება! ჩემთვის ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია, ის კარგად და ჯანმრთელად არის.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3