კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ეშინია სალომე გოგიაშვილს და რის გამო ეტირება მას მუდმივად

სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია. ტელეკომპანია „იმედიდან“ ხმაურიანი წამოსვლის შემდეგ, სალომემ სატელევიზიო ტაიმაუტი, სრულიად საპატიო მიზეზით აიღო. 2014 წელს ქვეყანას მისი მესამე შვილი მოევლინება. შესაბამისად, ახალი პროექტების განხორციელებას ის უკვე ახალი სეზონიდან შეეცდება. მანამდე კი, ტკბება ოჯახური ცხოვრებით, პატარას მოლოდინით და მის დიდ სახლში გამეფებული საახალწლო განწყობით. იქ ხომ ყველაფერია საახალწლო ღამის ზღაპრულად გასატარებლად – მოსიყვარულე ოჯახის წევრები, ფერადი ნაძვის ხე, ბუხარი და ძაღლი ნუცა. 


სალომე გოგიაშვილი: ძალიან კმაყოფილი ვარ განვლილი 2013 წლით. ეს წელი შემიძლია, ათი ქულით შევაფასო, როგორც ძალიან წყნარი, მშვიდი და ყველაზე ბედნიერი წელი, რადგან კვლავ ორსულად ვარ. რაც შეეხება მომდვენო წელს, ვაპირებ, კიდევ უფრო ბედნიერი ვიყო...

– და კიდევ ერთი შვილი გააჩინო?

– ეს რომ ასე მოხდეს, აი, პირველი მოგკლავ შენ (იცინის). 

– ეს დაგეგმილი ორსულობა იყო?

– რა თქმა უნდა, უკვე ისეთ ასაკში ვარ, მხოლოდ დაგეგმვით რომ ხდება ასეთი რაღაცეები (იცინის). დაგეგმილი და გააზრებული ნაბიჯი იყო. ძალიან გვინდოდა მე და ჩემს მეუღლეს და ორივე ძალიან ბედნიერები ვართ. 

– თავიდან ვიცი, რომ ტოქსიკოზი გქონდა და   თავს კარგად არ გრძნობდი...

– იმ პერიოდმა უკვე დიდი ხანია, რაც გადამიარა. მაგრამ, ახლა უკვე ბოლოსკენ ვარ და ამ ბოლო თვეების სტრესი მაქვს: საშინლად რომ იწელება ყოველი დღე; უკვე ძალიან რომ ხარ დამძიმებული; ყველაფერი ნერვებს რომ გიშლის და გეტირება. თან, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. ზუსტად იგივე რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას, როგორც აქამდე – ვიღვიძებ რვის ნახევარზე, მთელი დღე ბავშვები, მათი საქმეები, წაყვანა-წამოყვანა, მანქანით გადაადგილება ამ საცობებში, კუს ტბაზე ყოველდღე ასვლა და ვარჯიში... რაღაც მომენტში, რომ ვიღლები, ნერვები მეშლება, რატომ აღარ შემიძლია-მეთქი. რომ მომარტყამს მაგრად მუცელში, ვგრძნობ, ცოტა უნდა დავამუხრუჭო. მაგრამ, არ შემიძლია, ეს აქტიურად ყოფნა კი არაა, სხვანაირად ვერ ვცხოვრობ. ვგრძნობ, რომ ენერგია აღარ მყოფნის და თან, ექიმებიც მეუბნებიან: არ არის აუცილებელი, ასე გიჟივით, ცხენივით მთელი დღე გადარბენაზე იყოო. რაც შეიძლება და არ შეიძლება, იმას ვაკეთებ.

– მესამე ჯერზე, წესით, აღარ უნდა გეშინოდეს, მაგრამ ვიცი, მაინც საშინლად განიცდი მშობიარობის გარდაუვალობას. 

– (იცინის) იმდენად კი არ განვიცდი და მეშინია, რამდენადაც მაინტერესებს – იქნებ, რაიმეთი იყოს უკეთესი. მეორეზე მითხრეს, რომ ვერ იგრძნობო და ამ განწყობით მივედი. მივედი და გაუტკივარებით ვიმშობიარე, მაგრამ მაინც არანაკლებ რთული იყო, ვიდრე პირველი. უბრალოდ, დავამატე ის, რომ ნაკლებად მტკიოდა. მესამეზე სანამ მივალ, უკვე გაუტკივარებას ვიკეთებ. თან, რომ იცი გამოსავალი არც ეს არის. აი, ხომ შეიძლება, აღარ მინდა, ვარ ბოროტი და აღარ მინდა. მაგრამ, აბა, რანაირად?! (იცინის) ყველა ვარიანტში, მომიწევს ამ ამბის გადატანა. 

– პირველი და მესამე შვილები ერთ გვარს ატარებენ, ხომ?

– სამივე. პირველი, მეორეც და მესამეც ნიკოლეიშვილები იქნებიან. ოფიციალური მოგვარე იქნება ხუთივე ერთმანეთის. საერთო ჯამში, ხუთი გვყავს. 

– ბავშვების მოლოდინი როგორია?

– მაშას აბსოლუტურად არ აქვს ეჭვიანობის მომენტი, პირიქით, ძალიან უხარია, ელოდება და გადარეულია. ციბუც თავიდან ძალიან აჟიტირებული იყო. აქამდე სულ ღმერთს ევედრებოდა, რომ „ბრატი“ ჰყოლოდა და ახლა, როცა ეს სურვილი აუსრულდა, დიდად აღფრთოვანებული აღარ არის. ლოგინში გვერდით წოლა და რაღაცეები არ მოსწონს, მაგრამ მაინც დიდ მოლოდინშია. მეცოდება რაღაცნაირად, თავის დამტვრეულ თოფებს და რაღაც ეგეთ სათამაშოებს რომ უნახავს. საერთოდ, ოჯახში დიდი მოლოდინია. მშობლებიც აღარ ჰყავს პატარა, ასაკში ვართ მე და ვახო და აღარც ბავშვები არიან ძალიან პატარები (იცინის).

– რამდენი ბიჭი და რამდენი გოგო იქნება?

– პატარა რომ დაიბადება, იქნებიან – ოთხი ბიჭი და ერთი გოგო (იცინის). მაშა იქნება განებივრებული პრინცესა.

– რას არქმევთ?

– პირველი ოთხი თვე ვიცოდით, რომ იყო გოგო და თიკოს, დედაჩემის სახელს ვარქმევდით. რომ ვიყიდეთ და დედაჩემმაც ჩამოუტანა ყველაფერი, თუკი რამე შეიძლებოდა, გავიგეთ, რომ ბიჭია. ისე გვეწყინა, რომ ვამბობდით, იყოს კაცო თიკო, არ არის პრობლემაო. ექოსკოპიაზე სახე მომენჭყრა, გაგიჟდნენ ექიმები (იცინის). ამის მერე სახელზე ბევრი აღარ გვიფიქრია და თიკო გახდა იკო. მისი ნათლია უნდა იყოს ჩვენი უახლოესი მეგობარი, ირაკლი ლაბაძე და მის პატივსაცემად, ირაკლის ვარქმევთ. მოკლედ, იკო-თიკო იქნება. 

– საქმიანობასთან დაკავშირებით, რას აპირებ. ამას წინათ ხმაური მოჰყვა, ეგრეთ წოდებული, „დაბლოკილი მომღერლების“ თემის წამოწევას. ბევრი ყოფილა ასეთი... მგონი, შენ მანამდე გაცილებით მეტი სამსახური გქონდა.

– (იცინის) მართლა, უფრო მეტი სამსახური მქონდა. მაგრამ, სხვათა შორის, როგორ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მე დაბლოკილი ვიყავი. საინტერესო პიროვნებებს რომ შევხვდით, რომელთაც ამ თემაზე ვესაუბრე, ბევრი კითხვა დავსვი, მათ შორის ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, რადგან ის პერიოდი იყო საშინლად პასიური ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არაფერი ხდებოდა, ისინი დაგვპირდნენ, რომ რაღაცეები აუცილებლად იქნებაო. კონცერტებს რომ თავი დავანებოთ, პროფესიული კუთხით, მართლა არ ვიცი, რომელ ტელევიზიას მივემიზნო. ის მიზეზი, რის გამოც „იმედმა“ ტელევიზიიდან გამომიშვა, მსგავსი ფრაზებით და წინადადებებით, თითქმის ყოველდღე ვისმენ ტელეეთერით გამოსვლებს. ერთი კვირაა ამას ვუყურებ და ჩემი უწყინარი ხუმრობა, რატომ გახდა ასეთი აჟიოტაჟის მიზეზი, ვერ ვხვდები. ვფიქრობ, დაბლოკვის ერთ-ერთი გამოხატვა იყო სწორედ ეს ფაქტი. მაგრამ, ჯერჯერობით სამსახურის დაწყებას ნამდვილად არ ვაპირებ. ახლა ისედაც სახლის პერიოდი მეწყება. თან, მაქვს დრო რაღაცეებზე ვიფიქრო, დავგეგმო. მინდა, გავაკეთო საღამო და ბევრი იდეის განხორციელება მინდა. ძალიან არ მომწონს ვიზუალურად ორსული ეკრანზე – სხვაზე არ ვამბობ, მხოლოდ ჩემს თავთან მაქვს პრეტენზია. არც ენერგია მაქვს ახლა საკმარისი. ბავშვი წამოიზრდება და შემოდგომისთვის დავიწყებ ჩემი იდეების განხორციელებაზე ზრუნვას. 

скачать dle 11.3