კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

წელს ყველაზე ბედნიერი შობა გამითენდა

სკოლის ასაკიდან ვუყვარდი ბიჭს, რომელიც ჩვენს უბანში ცხოვრობდა. თითქმის შვიდი წელი დამდევდა კუდში, რას აღარ აკეთებდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია, მაგრამ, მე ვერა და ვერ შევიყვარე, თუმცა, ნამდვილად ვხედავდი მის უამრავ ღირსებას. ხომ იცით, ნათქვამია, გულს ვერ უბრძანებო და მეც ასე დამემართა. ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო, წესიერი, განათლებული, მზრუნველი, მაგრამ, მე სხვანაირი ტიპრები მომწონდა – უფრო თამამი, თავისუფალი, მხიარული ბიჭები, დიტო კი თავისი ასაკისთვის ზედმეტად დინჯი და სერიოზული იყო, უფრო სწორად, ზედმეტად მორიდებული, რაც ძალიან მაღიზიანებდა.

ერთ დღეს კი, დავკარი ფეხი და ცოლად გავყევი სამი დღის გაცნობილ ბიჭს – ჩვენი მეზობლის დეიდაშვილს, რომლის შესახებაც, პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. უბრალოდ, ტიპაჟი მომეწონა, თან, ვიცოდი, რომ მასაც მოვწონდი და, გარდა ამისა, მშობლებზე ვიყავი ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული და მათ ჯინაზეც გადავდგი ეს უჭკუო ნაბიჯი, მაგრამ, ზუსტად ერთი თვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ, თუ სასწრაფოდ არ გავშორდებოდი, შეიძლება, თვითმკვლელობამდე მივსულიყავი, რადგან, გარდა იმისა, რომ კაზინოდან არ გამოდიოდა და ძალიან ხშირად სვამდა (რის შემდეგაც ჩემ მიმართ აგრესიული ხდებოდა და ხელითაც მეხებოდა), აბსოლუტურად უვიცი და გაუნათლებელი იყო. ერთი სიტყვით, ერთ თვეში მივხვდი, რომ არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ და, თან, ყველაფერთან ერთად, საშიში იყო მის გვერდით ცხოვრება, რადგან, კაცმა არ იცის, მთვრალი რას მოიმოქმედებდა, შეიძლება, ძილში მოვეკალი კიდეც. ერთი სიტყვით, როგორღაც მოვახერხე, გამოვეპარე და მშობლებთან დავბრუნდი, მაგრამ, ითაკილა – ცოლმა როგორ მიმატოვაო და ჩემი დაშინება, დევნა და შევიწროება დაიწყო. მამაჩემმა ორჯერ ისე სცემა, კინაღამ შემოაკვდა, ის კი მაინც არ მანებებდა თავს. შურისძიების მიზნით კი მამაჩემს ჩაუსაფრდა ღამით სახლთან და დანით დაჭრა. ისე მძიმედ იყო, ძლივს გადავარჩინეთ.

ერთხელაც, მაღაზიიდან რომ ვბრუნდებოდი სახლში, ჭიშკართან დამეწია. ჯერ მაგინა, მერე უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა და ბოლოს საცემრად გამოიწია. სწორედ ამ დროს გამოიარა შემთხვევით დიტომ და, რომ დაინახა, რა დღეშიც ვიყავი, გამოჰგლიჯა ხელიდან ჩემი თავი და სახლში შემიყვანა, თვითონ კი უკან დაბრუნდა და ისეთ დღეში ჩააგდო, ის ნაძირალა მუხლებზე დამხობილი ეხვეწებოდა პატიებას და ჰპირდებოდა, რომ ჩემს სიახლოვესაც კი აღარასდროს გაიჭაჭანებდა. არ მჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, დიტოს შიშით ის ნაგავი მართლაც აღარ გამკარებია. სამაგიეროდ, დიტომ დაიწყო ჩვენს ოჯახში სიარული და მივხვდი, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო.

ახალი წლის წინა დღეს დიტომ ჩემი ხელი სთხოვა მამაჩემს (რა თქმა უნდა, ჩემი თანხმობით), შობის დღეს კი ნიშნობა გვქონდა. ჯვრისწერა და ქორწილი ნათლისღების შემდეგ, იანვრის ბოლოს დავნიშნეთ. მიუხედავად ჩემი განათხოვრობისა, დიტოს მშობლებს აბსოლუტურად არ გამოუთქვამთ რაიმე უარყოფითი განწყობა ჩემ მიმართ და ძალიან თბილად მექცევიან.

წელს ყველაზე ბედნიერი შობა გამითენდა ცხოვრებაში და, მინდა, ყველა გოგოს ჩემსავით გაუმართლდეს.

ნანი, 21 წლის.

 

შვილი 15 წლის  შემდეგ გავიცანი

17 წლის რომ ვიყავი, შემიყვარდა ჩემზე 3 წლით უფროსი გოგო, რომელიც ჩემს მშობლებს, რატომღაც, არ მოეწონათ და გამომიცხადეს, ამას რძლად არ მივიღებთო. ამიტომ, ცალკე ვიქირავეთ ბინა და რამდენიმე თვე ვცხოვრობდით ერთად. მაგრამ, ძალიან გაგვიჭირდა მატერიალურად, რამაც ჯერ წვრილმანი, შემდეგ  მსხვილმანი უსიამოვნებები გამოიწვია, ბოლოს კი მაგრად ვიჩხუბეთ და ერთმანეთს დავშორდით. ვიცოდი, რომ ნატო თვე-ნახევრის ორსული იყო, მაგრამ, ძალიან ლაწირაკი ვიყავი და ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მით უმეტეს, რომ ნატომ მითხრა, შენი შვილი არაფერში მჭირდება, აბოროტი უნდა გავიკეთოო. მეც, ჩემი უჭკუობით, მივახალე, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი და კარი გავიჯახუნე.

სხვადასხვა მიზეზისა და გარემოების გამო, 15 წლის განმავლობაში ნატოსთვის თვალი აღარ მომიკრავს, მით უფრო, რომ ბოლო ათი წელი საქართველოში არც ვიმყოფებოდი. შარშან კი, თბილისში დაბრუნებიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა, თქვენთან ძალიან სერიოზულ საქმეზე მინდა შეხვედრაო. რომ შევხვდით, მოზარდის (ბიჭის) სურათი მაჩვენა და მკითხა, ხომ არ გეცნობათო. რომ დავხედე სურათს, მეგონა, საკუთარ გამოსახულებას ვუყურებდი და დავიბენი. მერე იმ ქალმა მითხრა, რომ ეს ბიჭი ჩემი შვილია (ანუ, ნატოს აბორტი არ გაუკეთებია) და, ალბათ, ვერასოდეს გაიგებდით მისი არსებობის შესახებ, რომ არა ნატოს გარდაცვალებაო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა შოკში ჩავვარდი. ბიჭი ისე მგავდა, რომ ეჭვის შეტანა გამორიცხული იყო. ცოტა გონს რომ მოვედი, იმ ქალს ვთხოვე, ჩემს შვილთან შემახვედრე-მეთქი, რაც მეორე დღესვე შეასრულა.

თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ხასიათების შეწყობა, მაგრამ, თანდათან შევეგუეთ ერთმანეთს და ახლა ისეთი მამაშვილობა გვაქვს, ყველა ჩვენ შემოგვნატრის.

ნატო ძალიან მეცოდება. ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად შევურიგდებოდი, თუნდაც შვილის გამო.

მართალია, ახალგაზრდა ასაკის გამო შეცდომა დავუშვი, მაგრამ, ახლა ძალიან მეამაყება, რომ ამხელა შვილი მყავს და ძმასავით მიდგას მხარში.

ნიკა, 33 წლის.

скачать dle 11.3