კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია ჯარიმა გაზის ან ელექტროენერგიის აღრიცხვის გარეშე მოხმარებისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი აირის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, გამოიწვევს გაფრთხილებას;  იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს უფლება, ადმინისტრაციული წესით დააკავოს მოქალაქე? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებს მოქალაქის დაკავება შეუძლიათ: წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის, ან/და, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კითხვა: გთხოვთ, მომცეთ განმარტება, რას ნიშნავს პირობით მსჯავრდებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას; ასევე, შესაძლოა, მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სანქციები შეიძლება მოჰყვეს პირობით მსჯავრდებული პირის მიერ უნებართვოდ უცხოეთში გამგზავრებას და შეიძლება თუ არა ამისათვის გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოხდეს თავისუფლების აღკვეთის შეფარდება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულის მიერ უცხოეთში გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე ოდენობით, ანდა, ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 

скачать dle 11.3