კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისწავლა ნიკა ლაზარიაშვილმა სტეფანე მღებრიშვილისგან და როგორ დაინახა მან ცხოვრება სხვა თვალით სტეფანეს დახმარებით

14 იანვარს „იმედის“ ეთერში მუსიკალური პროექტის – „ახალი ხმის“ ფინალი გაიმართება და გამარჯვებული მაყურებლის დახმარებით გამოვლინდება. ამ დღეს ერთმანეთს კონკურენციას 4 მონაწილე გაუწევს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ნიკა ლაზარიაშვილი, სტეფანეს გუნდის ნამდვილი ფავორიტი. ნიკას ყველა გამოსვლა, ჯერ კიდევ „ბრმა ქასთინგიდან“ მოყოლებული, ყოველთვის ძალიან საინტერესო, განსხვავებული, სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო. მის გაზრდასა და წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სტეფანეს მიუძღვის, რომელმაც ნიკას შესაძლებლობები თავიდანვე დაინახა და სწორად შეაფასა. ეს ორი ნიჭიერი ადამიანი ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას და, რაც მთავარია, სამშაბათს მათი დახმარებით მაყურებელი არაჩვეულებრივ შოუს იხილავს. ამიტომაც, დაუმესიჯეთ  ნიკას ნომერზე:  0-903-200-211! მისი სახით, ქართველი მაყურებელი ნამდვილად აირჩევს „ახალ ქართულ ხმას“. 

 

ნიკა ლაზარიაშვილი: ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი სტეფანეს მიუძღვის, ამიტომაც ვუჯერებ ყველაფერს. საერთოდ, ყოველთვის ვიყავი დამჯერი ბავშვი, მაგრამ, რაც 20 წელს გადავაბიჯე, დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება და დედაჩემს აღარ ვუჯერებ ბევრ რამეს. რომ მეუბნებოდნენ, თბილად ჩაიცვიო, მე, პირიქით, თხლად ჩაცმული გამოვდიოდი. ახლა კი, სტეფანე რასაც მეუბნება, იმას ვაკეთებ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩემს მშობლებს პატივს არ ვცემ, უბრალოდ, არ ვიცი, რა მოხდა და როგორ მოხდა, ალბათ, მომაჯადოვა. ისეთი ადამიანია, იმდენად იხარჯება, რომ, მეც მინდა, დავიხარჯო  და არაფერი დავაკლო. 

სტეფანე მღებრიშვილი: ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მთავარი  და სასაცილო ისაა, რომ ხალხს ჰგონია, მე ნიკას ვეღარ „ვუქაჩავ” რეპერტუარის მხრივ. მიხარია, რომ ჩემს მიზანს უკვე მივაღწიე, რადგან, ამ შოუში მე საკუთარ თავზე არ ვფიქრობ – განწირული ვარ და გადადებული მაქვს თავი ნიკასთვის. არც ერთხელ არ გადამიყვანია ნიკა ტურიდან ტურში – საზოგადოებამ ჩემი მესიჯი სწორად გაიგო. ყველა ფინალისტი, რომლებიც დღეს ნიკასთან ერთად დგანან, მწვრთნელების გადაყვანილები არიან, ნიკას გადაყვანაზე კი საერთოდ არ მიწვალია. საზოგადოება მიხვდა, რომ ეს ადამიანი არის „ახალი ხმა„ და ახლა თქვენი იმედი მაქვს. 

– სტეფანე, ასე რომ არ მოგყვებოდეს ნიკა, ალბათ, არც გექნებოდა მისი გამარჯვების იმედი და არც ასე დაიხარჯებოდი.

– მე თვითონ გადავიფიქრებდი. ძალიან ძლიერი გუნდი მყავდა და, არ ვფიქრობდი, რომ ნიკა იყო ერთადერთი. უბრალოდ, ნიკა საერთაშორისო პროექტად მიმაჩნია და ამიტომაც შევაჩერე მასზე არჩევანი. დიდი პრაქტიკა დავაგროვე „ვოისებს“ შორის. ჩვენს შოუს კი აქვს მაღალი რეიტინგი, მაგრამ, საზოგადოებისთვის დღეს ტელევიზიები არ არის იმდენად აქტუალური. ამიტომაც, ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი ვარსკვლავად მექცია. ფაქტობრივად, ეს გამომივიდა, რადგან, როდესაც ნიკა სცენაზე დგას, მისგან სულ სხვა ენერგეტიკა მოდის – გგონია, რომ უცხოელი ვარსკვლავი ატარებს კონცერტს. მე ამას მივაღწიე შრომით, იმ ენერგიით, რაც ნიკაზე მაქვს დახარჯული. 

– პლუს, – ძალიან ნიჭიერი ბიჭია. 

– კომპლექსურად – სუპერ ბიჭია. 

– ამბობ, ნიკა საერთაშორისო პროექტიაო. ამ კუთხით თუ გაქვს გეგმები? 

– ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება. ჩემთვის მთავარია, ეს პროექტი მოვიგოთ. ამდენი ხანია, ვაკლავ ამ შოუს თავს და, ვარ ღირსი, რომ მოვიგო. მით უმეტეს, ფინალისტებს რომ გადავხედოთ, ამ სუპერ ბიჭმა უნდა მოიგოს. მეგობრები მხოლოდ საქართველოში კი არ მყავს, ამიტომ, ვნახოთ, მერე რა იქნება. მე სულ აქტიური ცხოვრება მაქვს და, ნიკასგან განსხვავებით, ჩემი მოღვაწეობის პერიოდი იმდენად დიდია, რომ იქ აგრესიასაც შევჯახებივარ, ჩემი პოზიციებიც დამიფიქსირებია, ბევრი უარყოფითი მომენტიც მქონია. ამას კი სუფთა ისტორია აქვს და, იმედია, ყველაფერს ლამაზად, სწორად დააყენებს. მე მაქსიმალურად დავულაგებ ყველაფერს და, მერე, იმედი მაქვს, თვითონ მიხედავს თავის გზას.

– ნიკა, ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ, მოიგებ თუ წააგებ შოუს, მაინც აპირებ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას? 

ნიკა: დიახ, მინდა, რომ გავაგრძელო. ვფიქრობ, ასეთ დონეზე რომ ახვალ, არ უნდა დაანებო თავი, პირიქით, უნდა შეინარჩუნო ეს ყველაფერი, წახვიდე უფრო ზევით, „სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა...“ სხვათა შორის, კომპლექსებით მივედი შოუში, ანუ, კამერების კომპლექსები მქონდა, ახლა კი იმდენად აღარ მაქვს. პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ცხოვრება სულ სხვა თვალით დავინახე და ეს ძალიან მიხარია. თურმე, სხვა რაღაცეებიც არსებობდა, სხვანაირად ვცხოვრობდი და, ის, რაც ახლა ვნახე, მივხვდი, რომ უფრო სწორია.

– სტეფანე, რას გულისხმობს? 

სტეფანე: ზოგად პრაქტიკაზეა საუბარი, ასაკობრივ გამოცდილებაზე. მარტო ჩემთან ერთად ხომ არ მუშაობს, ბევრ ჩემს მეგობართან ერთადაც არის, რომლებსაც, ასევე, დიდი გამოცდილება აქვთ, არა მხოლოდ საქართველოში მიღებული. თან, ჩემი მეგობრები ისეთები არიან, არავის იღებენ ადვილად. ნიკა კი ადვილად მიიღეს და შეუყვარდათ ისე, როგორც მე მიყვარს. ცხოვრება ხომ ტოტალური ხედვა და ღირებულებების სწორად გადანაწილებაა. ალბათ, ნიკამ ღირებულებები გადაანაწილა სწორად და ამას გულისხმობდა. მას იმისთვისაც ვამზადებ, რომ, რაც უფრო მეტად წარმატებულები არიან ადამიანები, მით უფრო ცდილობენ, განსაკუთრებით – ამ ქვეყანაში, გადაგიარონ. როგორც ჩვენს ქვეყანაში უყვართ გადავლა, ასე არსად არ უყვართ. ბრალი დასდეს, რომ ერთფეროვანია. გადახედონ ნიკას გამოსვლებს, რა ერთფეროვნებაზეა საუბარი! ამიტომ, ვამზადებ იმისთვის, რომ, სოციალურ ქსელებში რაც იწერება, იმას არ მიაქციოს ყურადღება. რაც ყველაზე მთავარია, მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ ნუ შეადარებენ ნიკას დარჩენილ გოგონებს, რადგან, გოგონების ყელის მოწყობილობა სულ სხვაა, მამაკაცის კი  – სულ სხვა.

ნიკა: ხელის გულზე უნდა მატარონ. 

– გატარებენ ხელის გულზე? 

სტეფანე: კი, კი, ატარებენ. ტელეფონი აფეთქებული აქვს. 

ნიკა: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიამოვნოა, უბრალოდ, გადაჭარბებული და შემაწუხებელი არ უნდა იყოს. 

სტეფანე: ფიზიკურად არ ჰყოფნის დრო, რომ ყველას გადაუნაწილოს. ადრე გოგონებს ეუბნებოდა, გადაანაწილეთ დრო, საათობრივად ვივლიო. მაგრამ, ახლა ეს საათებიც აღარ აქვს – გრაფიკი აერია, ვეღარ ტევს.

– მერე, არ აპროტესტებენ?

ნიკა: შეეგუენ, ასეთი რომ ვარ, თან – ერთადერთი. 

– ძველით ახალ წელს არის თქვენი შოუ. მაინტერესებს, როგორ აღნიშნავთ ზოგადად ამ დღესასწაულს. 

– გინდა-არ გინდა, 31-ში მაინც აღნიშნავ, თუმცა, 13-ში ღამე ისე აღვნიშნავთ, როგორც 31 დეკემბერს. ბავშვობის მერე სურვილები აღარ ჩამითქვამს. ერთხელ დამხვდა ბალიშის ქვეშ კანფეტები, მიხაროდა – თოვლის ბაბუამ მომიტანა-მეთქი და იმის მერე აღარ დამხვედრია.

– სტეფანე, ნიკას გამარჯვება ხომ არ ჩაუთქვი ახალ წელს? 

სტეფანე: არა, სხვა რამე ჩავუთქვი, მაგრამ, არ ვიტყვი. თუმცა, ზოგადად, მჯერა პოზიტიური ენერგიის კოსმოსში გაშვების.

ნიკა: როცა ადამიანი რაღაცას იჯერებს, მერე ის აუცილებად ისე იქნება – ეს ფსიქოლოგიური მომენტია, ამას უნდა მიაღწიო. 

სტეფანე: ახალ წელს, 18 წლიდან, ქუჩაში ვარ. წელს ეს ბატონიც ასე იყო და, იმედი მაქვს, რომ მისი ცხოვრება ასე გაგრძელდება: არასდროს ეცლება ახალ წელს – ეს არის ხელოვანის ცხოვრება.

ნიკა: რამდენიმე წელია, 12 საათზე ვარ სახლში, მერე გავდივარ, მეკვლედ შემოვდივარ კანფეტებით, ერთ-ორ ჭიქას დავლევ: ოპ, ოპ და – გავდივარ მეგობრებთან.

სტეფანე: კარგი ფეხი გაქვს? წელს ჩემთან იყავი მეკვლე, ვნახოთ, რა იქნება.

ნიკა: წელს „რადისონში“ ვიყავი კორპორაციულ საღამოზე. ძალიან მიხაროდა, ვღელავდი კიდეც. გუშინაც შევხვდი იმ ადამიანებს და მადლობებს მიხდიდნენ: ძალიან კარგი იყოო. ერთმა მითხრა: ერთი გოგოა, შენი ფანია. აქ არ  არის ახლა, საფულე დაკარგა, მაგრამ, მაინც გამოგიშვებს ესემესებსო. სცენაზე, რომ იდექი, შენთან ერთად ცეკვავდა და შენ კიდევ არ აქცევდი ყურადღებასო.

– ეს დიდ ამბავშია...

სტეფანე: პიკშია, პიკში!                                                      

 

скачать dle 11.3