კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხე და ნებართვაგაშლილები

„ვაიმე, დედა, გავთავდი!“

 

მართალია, ეს ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი დაბინძურებული ადგილია ატმოსფერული ჰაერის თვალსაზრისით და, შესაძლოა, მალე გინესის რეკორდების წიგნშიც მოვხვდეთ, რაკი, როგორც ჩანს, ჟანგბადი, სულაც არ გვჭირდება სასიცოცხლოდ, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ხეები ხეებზე იჩეხება, პარკები კი პარკებზე ნადგურდება. 

მოსახლეობა აპროტესტებს, თუმცა, ვაკის პარკში ხეები მაინც იჩეხება, ხოლო, რაკი მშენებლობის ნებართვებს დედაქალაქის მერია გასცემს, კომენტარი თბილისის ვიცე-მერმა ქ-ნმა სევდია უგრეხელიძემაც შეგვაწია (როგორც წესი, ახალმშენებლობები შემკვეთ-მომხმარებლებს შუაგულ პარკებში ურჩევნიათ,  რომ ფილტვები ჩაეწმინდოთ – გემოვნებას ვერ დაუწუნებ!). კერძოდ, შენიშნა, რომ გაჩეხვით სამუშაოებს კერძო კომპანია საკუთარ ტერიტორიაზე ახორციელებს და მათ ამის უფლება აქვთ.

ბუნებრივია, თავადაც მიხვდებოდით, რომ ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა, კერძო საკუთრება იქნებოდა, ალბათ, ამიტომაც, ქ-ნმა სევდიამ განმარტება კიდევ უფრო გააფართოვა  და გაგვანათლა, რომ „შემოვიდა განცხადება ცხრა ხის მოჭრის შესახებ და აღნიშნულზე ნებართვა გაიცა (ჩეხეთ და ჩეხეთ, რამდენიც თქვენს სულსა და გულს გაუხარდებაო!).“

ჩვენ არ ვიცით, რით აპირებენ სუნთქვას ამ ჩვენი მერიის ნებართვახელგაშლილი მესვეურნი (იქნებ, აირწინაღებიც აქვთ წინდაწინ მომარაგებული?!), თუმცა, არცთუ უსაფუძვლოა ეჭვი, კერძო კომპანიას სურამის ციხის ლეგენდის გაცოცხლების ნებართვა რომ მოეთხოვა, იმასაც დაუკმაყოფილებდნენ – მოტივით – „კერძო კომპანია საკუთარ ტერიტორიაზე ახორციელებს“?! – 

скачать dle 11.3