კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიბნეს ადვოკატ-პროკურორი

ანუ, „ძრწოდე, კავკაზო, ერმოლოვი მოდის!“

 

თუკი ადრე პროკურორი თითქმის სისხლისმსმელ იმპერიალისტ ერმოლოვის ასოციაციას იწვევდა (როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ძრწოდე, კავკაზო, ერმოლოვი მოდის!“), ახლა ისეც მოხდა, რომ ხელიც დაარტყეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას თვით პროკურატურის შენობაში პროკურორი და ადვოკატი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მთავარმა პროკურატურამ შებმის დროც ზუსტად მოგვახსენა (15 საათი და 30 წუთი) და მოტივიც (პროკურორ ლ. ბ.-სა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატ რ. ს.-ს შორის ადრე არსებული პირადი უთანხმოება). ზედაც, დაამატა, რომ „აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო.“ 

ბუნებრივია, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველის ვეფხი-მოყმესავით შებმა ვერ არის მოსაწონი საქციელი და, ამდენად, სავსებით გასაგებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გაცხარება (სამწუხაროდ, აი, ის კი არ ვიცით, რომელმა რომელს სძლია, თუმცა, თავად ფაქტის შეფასებისას ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ადრე პროკურორის შემწუხებელი, როგორც წესი, კუკიაზე ხვდებოდა, მომხდარი მთლად ურიგოდაც არ უნდა ახასიათებდეს ამ ჩვენს ძალოვან სტრუქტურას! 

скачать dle 11.3